პოლიტიკა

ახალი „ღმერთი“

ავტორი: ნინო ხაჩიძე 20:00 21.09

ახალი ღმერთი
დაკოპირებულია

...და სთქვა ბილმა არაკი

გარშემო ისეთი ამბები ხდება, რომ, წესითა და რიგით, რითღა უნდა გააკვირვო თანამედროვე ადამიანი, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მთლად ასეც არ ყოფილა საქმე, კერძოდ, „მაიქროსოფთის“ მამამ კიდევ ერთი სიახლე შემოგვთავაზა; ამჯერად ძროხების შესახებ, სახელდობრ, განაცხადა, რომ (მომყავს ციტატა): „მდიდარ ქვეყნებში ხალხი უნდა ჭამდეს მხოლოდ ხელოვნურ ხორცს, რათა შეამციროს ნარჩენები მეცხოველეობის საქმიანობიდან“.

ბუნებრივია, იკითხავთ, რატომ, მაინცდამაინც, მდიდარ ქვეყნებში (თუმცა მას აქვს ახსნა – აბა, ღარიბებს ხორცის ფული სიდან?!) და, ნეტავ, რად შეირისხა მაინცდამაინც საქონელიო?

აქვე დავამატებ, რომ ეს ხელოვნური ხორცი ლაბორატორიებში უნდა გამოიყვანონ (თანდათანობით გემოსაც გააუმჯობესებენ მეცნიერებიო – ამასაც დაგვპირდა ბ-ნი გეითსი), რადგან (ისევ ციტატას მოვიშველიებ): „კლიმატის ცვლილების ლომის წილი მეცხოველეობის დამსახურებაა, განსაკუთრებით ძროხების გამო. ეს გამოწვეულია პირუტყვის სასიცოცხლო საქმიანობით.“

მოკლედ, ძროხები საჭმლის მონელებისას იმდენ მეთანს გამოყოფენ, რომ ატმოსფეროს აზიანებენო (განა რამდენი ძროხა ცხოვრობს დედამიწაზე?!), მცენარეებსაც დიდ პრობლემს უქმნიანო (ანუ მცენარეებს განა ტყეების უმოწყალოდ გაჩეხვა, ძროხები მტრობენ). იქვეა მოტანილი ციფრები: სათბური პოტენციალით. მეთანი 28-ჯერ აღემატება მანქანების მიერ გამოყოფილ ნახშირორჟანგს.

რაკი არ დაკონკრეტებულა, ხორცი ჯანდაბას, ყველს, კარაქს, რძეს, არაჟანს და ხაჭოს სადღა დაამზადებენ, ეს საკითხი ღიად დავტოვოთ (სავარაუდოდ, მათაც ლაბორატორიებში შექმნიან), ისიც მაინტერესებს, რა ბედს უმზადებენ (ძროხების გაჟუჟვის შემდეგ), მაგალითად, ქათმებს, ბატებს, ინდაურებს, მათ შორის, ღორებსა და ცხვრებს, ერთი სიტყვით, შინაურ ცხოველებს?! მეტიც – ვფიქრობ, არც ის დროა შორს, როდესაც „აღმოჩნდება“, რომ ტყეებს გარეული ცხოველებიც აზიანებენ...

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

18-24 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

რომელ წლებში დაბადებული ადამიანები ითვლებიან იდეალ...