რომანი და დეტექტივი

კერძო შეკვეთა

№46

ავტორი: ნიკა ლაშაური 15 წუთის წინ

შეკვეთა
დაკოპირებულია

ქვეყანა ნელ-ნელა ლაგდებოდა, თბილისში რომ ჩამოვედი. ცხოვრების უმეტესი ნაწილი საბჭოთა კავშირში მაქვს გატარებული, ანუ საუკეთესო წლები. თუმცა, ესაა პირობითი ცნება. საუკეთესო წლებს ცენზი არ გააჩნია და სულაც, შეიძლება, ღრმა სიბერეში დაგიდგეს. ამის განსასაზღვრად კი ყველას თავისი კრიტერიუმი აქვს. ჩემთვის კი საუკეთესო წლებია ის, როცა ბედნიერი ოჯახი გაქვს. ცოცხალი და ჯანმრთელი ხარ და ამ ოჯახისა და ახლობლების სასიკეთოდ იღვწი.

სწორედ რომ, ოჯახის უკეთესი მომავლის გამო დავტოვე მოსკოვი, ძველი სამსახური და თბილისში 30-წლიანი განშორების შემდეგ დავბრუნდი.

– რაღა დროს შენი პროფესიის შეცვლაა და თან, ეს ხომ ცხოვრების ნულიდან დაწყების ტოლფასია, მაიორო?! – მითხრა გენერალმა, რომელსაც პატაკი მივუტანე.

– ჩემი ყოველი ახალი დავალება ნულიდან ცხოვრების დაწყება არ იყო, ამხანაგო გენერალო? – კითხვით ვუპასუხე კოლცოვს.

– მაიორო, ის ნულიდან დაწყებები შენი პროფესიული კარიერის ეტაპები იყო და ერთიანი ჯაჭვის რგოლები. შენ კი ჩემს დაბოლებას ტყუილად ცდილობ.

– სულაც არა, ამხანაგო გენერალო. სამშობლოში დაბრუნება ჩემი ცხოვრების უწყვეტი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია და ცხოვრება გრძელდება.

– კარგი იყო, დარჩენილიყავი, მაგრამ, ვიცი, რატომ ისწრაფვი აქედან წასვლას და პრინციპში, არ გამტყუნებ. ძველ კადრებზე რომ გარკვევული ძალები ზეწოლას ახორციელებენ, ამიტომ.

გენერალმა სიტყვა არარუსები ძველ კადრებად შეცვალა და ზოგადად თქვა, რაც კონკრეტულად ხდებოდა. საქმე კი ის იყო, რომ „კაგებეს“ მემკვიდრე რუსეთის უშიშროების სამსახურში მისულმა ახალმა ხელმძღვანელობამ არარუსი ეროვნების ძველი კადრების შევიწროება დაიწყეს. ახალი არარუსების მიღებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტი იყო. არადა, ეს ახალი, ვითომ რუსი ეროვნების ხელმძღვანელობა სულაც არ ივნენ არც რუსები და არც რუსეთის მოამაგეები. ეს ადამიანები, უბრალოდ, რუსულ გვარებს ატარებდნენ. ძირითადად, მოწინააღმდეგეთა ინტერესებს ემსახურებოდნენ და გამოცდილი საბჭოთა კადრები მათ ყელში ძვალივით ჰქონდათ გაჩხერილი.

არც გენერალი ივანე კოლცოვი იყო სუფთა რუსი, მაგრამ ის გამოცდილი საბჭოთა ოფიცერი და პატიოსანი, ჭკვიანი ადამიანი იყო. იცოდა, რომ თუკი ასე გაგრძელდებოდა, რუსეთი საბჭოთა კავშირზე უფრო საშინლად დაიშლებოდა. ეს კი უკვე პლანეტარულ კატასტროფას გამოიწვევდა და ასეთი რამის დაშვება არაფრით არ შეიძლებოდა.

– ამხანაგო გენერალო, თქვენი დიდად მადლობელი ვარ და პერიოდს, რომელიც თქვენი ხელმძღვანელობის ქვეშ გავატარე, არასდროს დავივიწყებ, – ვუთხარი კოლცოვს, როდესაც მან ჩემს პატაკს ხელი მოაწერა.

ჩვენი საუბარი იმავე საღამოს უკვე ლუბიანკის შენობის გარეთ, პატარა რესტორანში გაგრძელდა და კოლცოვმა მითხრა:

– შენს ადგილზე, ალბათ, მეც ასე მოვიქცეოდი. ეს ნაძირლები კარგს არაფერს მოუტანენ არც რუსეთს და არც მსოფლიოს. თუ რაიმე არ შეიცვალა, ყველაფერი ბევრად უფრო ცუდად იქნება, ვიდრე გვეგონა.

– მათ ისეთი გეზი და ტემპი აქვთ აღებული, რომ საეჭვოა, რაიმე შეიცვალოს.

– გამოდის, რომ დავღუპულვართ.

– ამ ლოგიკით – კი.

– ჰოდა, აუცილებელია, რადიკალური ცვლილება.

– და ვინ იზამს ამას?

– ჩვენ, ჩვენნაირი ადამიანები, პატიოსანი საბჭოთა ოფიცრები.

– რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვთ, ამხანაგო გენერალო?

– ჯერჯერობით მონახაზი, მაიორო. მაგრამ იმედი მაქვს, რომ მალე უფრო მეტად წავიწევ წინ, – მითხრა გენერალმა და დაამატა, – ამ თემას გარკვეული დროის შემდეგ კიდევ დავუბრუნდებით. შენ ის მითხარი, რა გეგმები გაქვს თბილისში დაბრუნების მერე. რას აპირებ?

– კერძო სამძებრო სამსახურს გავხსნი.

– ცუდი არაა. როდის მიემგზავრები?

– ცოლ-შვილი უკვე გავამგზავრე. მე კი მაშინვე წავალ, როგორც კი ბინასა და აგარაკს გავყიდი. კლიენტები მყავს და ვფიქრობ, რომ ეს საქმე, მაქსიმუმ, ერთ კვირაში მოგვარდება.

– იმედია, რომ ჩემთან კავშირს არ გაწყვეტ.

– რა თქმა უნდა, – ვუთხარი გენერალს და საუბრის თემა შევცვალეთ. ორიოდე საათის შემდეგ კი რესტორნიდან წამოვედით.

ბინა და აგარაკი საკმაოდ სარფიანად გავყიდე. ფული თბილისში გადავრიცხე. გამოფრენის წინ გენერალს დავურეკე, გამოვემშვიდობე და სამშობლოში დავბრუნდი.

ჩემი თბილისში ჩამოსვლა ხელისუფლების ცვლილებას დაემთხვა. ამ პროცესის საწყის არეულობასა და ეიფორიას მალევე დაესვა წერტილი. ქვეყანა საკმაოდ სწრაფად დაადგა განვითარების გზას და ყოველგვარი სირთულისა და ბარიერის გარეშე დავაარსე კერძო დეტექტიური სამსახური და მუშაობას შევუდექი. სამსახურში ძირითადად, ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრები ავიყვანე და სამიოდე ძველი „ზაკალკის“ გამოცდილი თანამშრომელიც. ახალგაზრდებს პირად გამოცდილებას ვუზიარებდი და ისინიც საკმაოდ სწრაფად და ნაყოფიერად ითვისებდნენ ყველაფერს. განსაკუთრებით ნიჭიერი აღმოჩნდა 19 წლის თორნიკე. ის იურიდიული ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა. ძალიან ნათელი გონების, საზრიანი, რომ იტყვიან, „შუსტრი“ ტიპი იყო და გარდასახვის უნიკალური უნარი ჰქონდა – მშვენიერი მსახიობი იყო. ამასთანავე ნებისმიერი ხმის იმიტაცია შეეძლო. თანაც, შესანიშნავად მეტყველებდა ინგლისურად. ერთი სიტყვით, ასეთებს კომუნისტების დროს „კაგებეს“ სკოლაში ამწესებდნენ და მათგან იდეალურ აგენტ-არალეგალებს აყალიბებდნენ. თორნიკეს, შემოკლებით, თოკას ვეძახდი და რა დავალებაც არ უნდა მიმეცა მისთვის, ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად და სრულყოფილად ასრულებდა. შეკვეთების უმეტესობას ეჭვიანი მეუღლეები გვაძლევდნენ. ცოლზე დაეჭვებული ქმრები ან ქმრებზე დაეჭვებული ცოლები თავიანთ მეორე ნახევრებზე თვალთვალს გვთხოვდნენ. ასეთი შეკვეთის 75 პროცენტი შემკვეთის სიხარულით მთავრდებოდა – ირკვეოდა, რომ მათი მეორე ნახევრები პატიოსანი მეუღლეები იყვნენ. დღესდღეობით ასეთი მომსახურება, ანუ უკანონო თვალთვალი, საკმაოდ მკაცრად ისჯება კანონით. მაშინ კი ასეთი კანონი არ არსებობდა და საკმაოდ თამამად და თავისუფლად ვმოქმედებდით. შეკვეთის შესრულებაში ხელს გვიწყობდა ტექნიკური საშუალებები, რომლებიც იმ პერიოდის მიკროელექტრონიკის მიღწევები იყო – ეგრეთ წოდებული, „ჟუკები“ და მინიატურული ვიდეოთვალები. მსგავსი მოწყობილობები ჩემი ნაცნობობის წყალობით, რუსეთიდან ჩამომქონდა და ტექნიკური კუთხით ოფიციალურ სახელმწიფო სტრუქტურებსაც კი არ ჩამოვუვარდებოდით.

ერთ საღამოს ჩემს კაბინეტში ვიჯექი, როცა კარზე დაკაკუნების შემდეგ ოთახში ოცდათხუთმეტიოდე წლის ქალი შემოვიდა. მომესალმა და მითხრა:

– შეკვეთა მინდა, მოგცეთ.

მაშინვე გავიფიქრე, რომ ქმარზე ეჭვიანობდა. თუმცა არც კი ვიცოდი, ჰყავდა თუ არა ქმარი და ვუთხარი:

– გისმენთ, ქალბატონო.

– ეჭვი მაქვს, რომ ქმარი მღალატობს. მინდა, მას უთვალთვალოთ და მისი ყველა გადაადგილება ფირზე აღბეჭდოთ. ფირი კი მე გადმომცეთ. მიიღებთ ასეთ შეკვეთას?

– შეკვეთას მივიღებ, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე უნდა მიპასუხოთ.

– მკითხეთ.

– რა ხნისაა თქვენი მეუღლე?

– 27 წლის. ჩემზე 8 წლითაა უმცროსი.

– შვილები გყავთ?

– საერთო – არა. მე მყავს 17 წლის გოგონა პირველი ქორწინებიდან, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯში სწავლობს.

– მეუღლესთან კანონიერ ქორწინებაში ხართ?

– დიახ. 3 წლის წინ დავქვრივდი. 2 წლის წინ კი ზაურს შევხვდი და დავქორწინდით. ხელი გქვაქვს მოწერილი და ერთად ვცხოვრობთ.

– თქვენი პირველი მეუღლე ვინ იყო?

– მსხვილი ბიზნესმენი. გადაზიდვების კომპანიის მფლობელი. ამჟამად ამ კომპანიას მე ვუძღვები.

– პირველი მეუღლე რით გარდაიცვალა?

– მოქეიფე იყო. დალევა უყვარდა, ხარივით სვამდა. ერთ საღამოს რესტორნიდან ნასვამი მოვიდა. დაიძინა და ძილში გულმა უმტყუნა.

– გაკვეთეთ?

– არა. მართლმადიდებელი ვარ. პოლიციას ფული გადავუხადე და პათანატომსაც. დასკვნაში ინფარქტი ჩაწერეს. სულ გაშავებული იყო. არც იყო საჭირო გაკვეთა.

– რამდენი წლის იყო?

– ჩემზე 5 წლით იყო უფროსი, 37 წლის იყო, რომ გარდაიცვალა.

– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო, რომ ასეთ პირად დეტალებზე გეკითხებით, მაგრამ ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე ვაკეთებ ამას. შეიძლება, ნებისმიერი დეტალი გამოგვადგეს და ამიტომ.

– გასაგებია. მკითხეთ.

– თქვენს ამჟამინდელ მეუღლეს სად შეხვდით?

– ზაური ჩვენს კომპანიაში მძღოლების უფროსი იყო. მათთვის საგზურების გამოწერა და მარშრუტის მითითება, ასევე, საქონლით დატვირთვაზე თვალყურის დევნება ევალებოდა.

– ამჟამად რას საქმიანობს?

– ჩვენი კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია.

– რა გაძლევთ იმის ფიქრის საბაბს, რომ მეუღლე გღალატობთ?

– ზოგჯერ ორი-სამი დღე არ მოდის სახლში და მეუბნება, ნათესავებთან ვიყავი სოფელშიო. წარმოშობით პანკისის ხეობიდანაა, მაგრამ ქრისტიანია. დედა ჰყავს ქისტი, მამა კი – ქართველი და ჩვილობაში ქრისტიანულადაა მონათლული. დედამისი ცხოვრობს პანკისში. მამა ბავშვეობაში გარდაეცვალა.

– იქნებ მართლა ნათესავებთან ჩადის ხოლმე და ტყუილად ეჭვიანობთ?

– არ მგონია, რომ ტყუილად ვეჭვიანობდე.

– რატომ?

– შემთხვევით „ფეისბუქი“ დარჩა ჩართული ამ ერთი თვის წინ და მისი მიმოწერა წავიკითხე. ვიღაც ლეილას სწერდა, ხვალ, შვიდ საათზე შევხვდეთო. ამან დამაეჭვა. მეორე დღეს 7 საათზე დავურეკე და მობილური გამორთული ჰქონდა. ნახევარი საათის შემდეგ კი ჩართო. ველაპარაკე და მითხრა, კახეთის გზატკეცილზე ვარ, ჩემებთან ვაპირებდი წასვლას, მაგრამ საქმე გამოჩნდა და უკან მოვბრუნდიო.

– ეჩხუბეთ?

– ცხოვრებაში არ გვიჩხუბია. წარმოდგენაც კი არ აქვს, რომ ვეჭვიანობ.

– ის ვიღაც ლეილა ხომ არ მოგიძებნიათ „ფეისბუქზე“?

– ვეძებე, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. ალბათ, გააუქმა.

– უცნაურია.

– კიდევ გაქვთ კითხვები?

– სურათი გვჭირდება. სასურველია მოძრავი კადრები.

– ტელეფონით გადმოგიგზავნით სურათსაც და ვიდეოსაც. რამდენია გადასახდელი?

– ქალბატონო, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეძლებული ადამიანი ხართ, სხვებივით მოგექცევით. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ კვირაში, მაქსიმუმ, ერთ კვირაში ყველაფერს გავარკვევთ. ერთი კვირის გადაიხადეთ და მერე ვნახოთ.

– აი, ინებეთ, – შემკვეთმა ასდოლარიანების ერთი დასტა დამიდო წინ და დაამატა, – თუ კიდევაა საჭირო, დაგიმატებთ.

– პირიქით, სამჯერ მეტია. დანარჩენი აიღეთ.

– იყოს. იქნებ დამატებითი ხარჯები გამოგიჩნდეთ. ვიმეორებ, თუკი დამატება დაგჭირდეთ, დამირეკეთ და ან გადმოგირიცხავთ, ან ქეშად მოგიტანთ. აი, ჩემი სავიზიტო ბარათი. ნახვამდის! – მითხრა ქალმა და წავიდა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი