სიმპტომები, რომლის დროსაც გულს ყურადღება უნდა მივაქციოთ
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00
სიმპტომები, რომელთა დროსაც აუცილებელია კარდიოლოგთან ვიზიტი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის შემოწმება:
* თუ ადრე ადვილად, დასვენებისა და დისკომფორტის გარეშე, ადიოდით მეხუთე სართულზე, მაგრამ ახლა დისკომფორტის გამო შუა გზაზე ჩერდებით, ეს გამაფრთხილებელი ნიშანია;
* სიარულის დროს, ტკივილი ან ზეწოლის ან მოჭერის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან სტენოკარდიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია;
* თუ ადრე უპრობლემოდ სეირნობდით, მაგრამ ახლა მალე იღლებით, რამდენჯერმე გინდათ გაჩერება „სუნთქვის აღსადგენად“ ან თუ მსუბუქი ქოშინი (ქოშინის შეგრძნება) მანამდე ჩვეული ფიზიკური აქტივობის დროს გეწყებათ, ნამდვილად საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ქოშინი შეიძლება იყოს მრავალი დაავადების სიმპტომი, მათ შორის სტენოკარდიის და გულის უკმარისობის;
* როდესაც გული ვეღარ უმკლავდება დატვირთვას, ვითარდება გულის უკმარისობა, რომელიც ვლინდება არა მხოლოდ ქოშინით, არამედ შეშუპებითაც. შეშუპება ძირითადად ფეხების ქვედა ნაწილში ჩნდება. ბევრი ადამიანი გარკვეული ხნით უგულებელყოფს ამ სიმპტომს და მას ვარიკოზულ ვენებს მიაწერს. თუ თქვენი წინდების ელასტიკური ზოლი ღამით ფეხებზე კვალს ტოვებს, ეს შეშუპების აშკარა ნიშანია და ექიმთან ვიზიტის მიზეზი უნდა იყოს;
* ორთოპნოე გულის უკმარისობის დამახასიათებელი „სიმპტომია“;
* როდესაც ძილის დროს თავქვეშ რამდენიმე ბალიშის დადების აუცილებლობა ან ჰაერის ნაკლებობის გამო ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ძილი არაკომფორტული და ზოგჯერ შეუძლებელი ხდება;
* გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, მაღალ არტერიულ წნევას, პრაქტიკულად, არანაირი სიმპტომი არ აქვს. ბევრი ადამიანი თავად იზომავს არტერიულ წნევას, მაგრამ თუ თავს კარგად გრძნობს, უგულებელყოფს მომატებულ მაჩვენებლებს და წნევის მომატებულ ციფრებს „სამუშაო წნევად“ მიიჩნევს. თუ არტერიული წნევა =140/90-ია, ეს გულის უკმარისობის ნიშნად მიიჩნევაა. ჩივილების გარეშეც კი, მაღალი არტერიული წნევა ექიმთან ვიზიტის მიზეზია;
* სისხლში ქოლესტერინის მომატებული დონე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. თუ ჯანმრთელ ადამიანს ქოლესტერინის დონე >5.0 მმოლ/ლ აქვს, მან ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია სისხლში მისი დონის შემცირების გზებზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





