მედიცინა

როგორ ამოვიცნოთ D ვიტამინის ნაკლებობა

№41

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

დ ვიტამინი
დაკოპირებულია

D ვიტამინის ნაკლებობა ხშირად ფარულად მიმდინარეობს, თუმცა ორგანიზმი გარკვეული სიმპტომებით გვაძლევს სიგნალს. ვინაიდან ეს ვიტამინი საკვანძო როლს ასრულებს ძვლების სიმტკიცეში, იმუნიტეტსა და ნერვულ სისტემაში, მისი დეფიციტი სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე აისახება.

ძირითადი სიმპტომები

ქრონიკული დაღლილობა და ენერგიის ნაკლებობა – მუდმივი სისუსტის შეგრძნება, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ძილი და დასვენება საკმარისია.

ძვლებისა და წელის ტკივილი – D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის ათვისებისთვის. მისი ნაკლებობისას ხშირად ვითარდება ტკივილი წელის, მენჯისა და ძვლების არეში.

ხშირი ავადობა და ინფექციები – D ვიტამინი იმუნური სისტემის სწორ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. თუ ხშირად ცივდებით ან გემართებათ სასუნთქი გზების ინფექციები, ეს შესაძლოა, D ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებდეს.

კუნთების სისუსტე და ტკივილი – კუნთების ტონუსის დაქვეითება, სპაზმები ან ტკივილის შეგრძნება ფიზიკური დატვირთვის გარეშე.

გუნება-განწყობის ცვლილება და დეპრესია: D ვიტამინის რეცეპტორები ტვინის იმ უბნებშიც არის, რომლებიც განწყობაზე აგებენ პასუხს. დეფიციტი ხშირად უკავშირდება უმიზეზო მოწყენილობას ან სეზონურ დეპრესიას.

ჭრილობების ნელი შეხორცება: ოპერაციის, ტრავმის ან ნაკაწრების შემდეგ.

თმის ცვენა – განსაკუთრებით ქალებში, თმის ინტენსიური ცვენა (მათ შორის ალოპეცია) ხშირად უკავშირდება D ვიტამინის დაბალ დონეს.

D ვიტამინის დეფიციტის შევსება სახლისა და ბუნებრივ პირობებში სამი ძირითადი გზით არის შესაძლებელი: მზის სხივებით, საკვები რაციონითა და დანამატების მიღებით.

1. მზის აბაზანები (ყველაზე ბუნებრივი გზა) – D ვიტამინის დაახლოებით 80-90% კანში მზის ულტრაიისფერი (UVB) სხივების ზემოქმედებით სინთეზდება. კვირაში 3-4-ჯერ, დღის 11:00-დან 15:00 საათამდე შუალედში, იყავით მზეზე 15-20 წუთის განმავლობაში. გაითვალისწინეთ: მზის სხივები პირდაპირ უნდა ხვდებოდეს შიშველ კანს (სახე, მკლავები, ფეხები) მზის დამცავი კრემის გარეშე (კრემი UVB სხივებს ბლოკავს). გახსოვდეთ: მინის მიღმა (ფანჯარასთან) ჯდომით D ვიტამინი ვერ სინთეზდება, რადგან მინა UVB სხივებს არ ატარებს.

2. კვების რაციონის გამდიდრება – საკვებით D ვიტამინის მხოლოდ მცირე ნაწილის შევსებაა შესაძლებელი, თუმცა სწორი რაციონი მნიშვნელოვანი დამხმარეა. ცხიმიანი თევზი: ორაგული, სკუმბრია, ქაშაყი, თუნეცი, სარდინები. თევზის ქონი – D ვიტამინის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი წყარო. კვერცხის გული – განსაკუთრებით სოფლის კვერცხი. სოკო – განსაკუთრებით ის სოკო, რომელიც მზის სინათლეზეა გაზრდილი. კარაქი და რძის ნაწარმი.

3. ვიტამინის დანამატები (სამკურნალო დოზირება) თუ ლაბორატორიულად დადასტურებული დეფიციტი გაქვთ, მხოლოდ მზითა და საკვებით მისი შევსება თითქმის შეუძლებელია — საჭიროა D3 ვიტამინის მიღება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი