მედიცინა

შტოშის სამკურნალო თვისებები

№13

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 05.04, 2024 წელი

შტოში
დაკოპირებულია

შტოში დაბალკალორიული პროდუქტია, ასე რომ, მისი გამოყენება თამამად შეგიძლიათ დიეტის დროს. მისი მიღება რეკომენდებულია სიცხის დროს. ანგინის შემთხვევაში – გახსენით თაფლში და ყელში გამოივლეთ.

შტოშისგან მომზადებული სასმელები დაუშვებელია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს. თუ ეგზემა გაწუხებთ, კანზე შტოშის წვენის საფენების დადებას გირჩევთ. ეს მეთოდი ჭრილობის მოსაშუშებლადაც გამოგადგებათ.

შტოში ზრდის კაპილარების სიმტკიცესა და ელასტიკურობას, ამიტომ სპეციალისტები მის მიღებას ვარიკოზის დროს გვირჩევენ. შტოშის წვენისა და ჭარხლის წვენის ნარევი უხდება მაღალ წნევას. შტოშს როგორც ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის დროს. შტოში, მისი წვენი და სიროფი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას. შტოში, ასევე, სასარგებლოა დაბალი მჟავიანობისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს.

შტოში ამაღლებს იმუნიტეტს. აურიეთ ერთმანეთში თითო კილოგრამი კენკრა და დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კილოგრამი შაქრისგან მომზადებული სიროფი. წამოადუღეთ ნარევი ნელ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში და გადაიღეთ ქილებში. მიიღეთ 1 სადილის კოვზი ყოველ დილით და დააყოლეთ თბილი წყალი.

თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სადილის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას.

ცნობილია, რომ შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. თუ ცისტიტი ხშირად გაწუხებთ, რეგულარულად მიიღეთ 2 სადილის კოვზი შტოშის წვენი დღეში ორჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს თავიდან აგაცილებთ ინფექციის გამწვავებას. ამ შესანიშნავი კენკრის ანტიბაქტერიული თვისებები არანაკლებ გამოიყენება სტომატოლოგიაში. შტოში აფერხებს ბაქტერიების გამრავლებას, იცავს კბილებს კარიესისგან, ღრძილებს კი – ანთებითი პროცესებისგან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა