მედიცინა

მაგნიუმი – ჩვენი ორგანიზმის აუცილებელი მინერალი

№14

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

მაგნიუმი
დაკოპირებულია

მაგნიუმი ჩვენს ორგანიზმში უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის მონაწილეობს ჩვენი უჯრედების „ელექტროსადგურებში“, მიტოქონდრიებში, შეუცვლელი ენერგიის გამომუშავებაში, რომელიც საჭიროა ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესისთვის. მაგნიუმი ააქტიურებს, დაახლოებით, 600 ფერმენტს ჩვენს ორგანიზმში, უზრუნველყოფს, ჰორმონების, მაგალითად, ინსულინის შენახვას და გამოყოფას, მონაწილეობს სეროტონინის გამომუშავებაში, იცავს ჩვენს გულის კუნთს სტრესისგან და კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს კუნთების ნორმალურ ფუნქციონირებას.

რა არის მაგნიუმის ფუნქცია ჩვენს კუნთებში? მაგნიუმისა და კალციუმის კარგი ბალანსი აუცილებელია კუნთების ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის. მაშინ, როცა კალციუმი პასუხისმგებელია კუნთების დაძაბულობაზე, მაგნიუმი პასუხისმგებელია კუნთების მოდუნებაზე. ის აკონტროლებს იმპულსების გადაცემას ნერვებიდან კუნთებზე, უზრუნველყოფს კალციუმის მუდმივი შემოდინების თავიდან აცილებას და ნერვის აგზნებადობის კიდევ ერთხელ დაქვეითებას, რაც იწვევს სასურველ რელაქსაციას.

გერმანიის კვების საზოგადოება, ჯანსაღი მოზრდილებისთვის, გვირჩევს მაგნიუმის დღიურ მიღებას 300-400 მილიგრამს ასაკისა და სქესის მიხედვით.

მაგნიუმის მცირე დეფიციტიც კი იწვევს ენერგიის წარმოების შემცირებას ჩვენს უჯრედულ „ელექტროსადგურებში“ და შეიძლება ხელი შეუწყოს არასპეციფიკურ დაღლილობას, რაც ყოველთვის არ არის პირდაპირ ასოცირებული მაგნიუმის უკმარისობასთან. დეფიციტი უფრო ნათელი ხდება, როდესაც კუნთები იწყებს კრუნჩხვას, განსაკუთრებით ძილის დროს, როდესაც მაგნიუმის დონე ეცემა. მაგნიუმის ნაკლებობამ შეიძლება, გამოიწვიოს წვივების, ფეხის თითებისა და ფეხის კრუნჩხვები (კრამპი).

არითმია, ტაქიკარდია და მაღალი არტერიული წნევა შეიძლება დაკავშირებული იყოს მაგნიუმის დეფიციტთან – რადგან გული არის „მხოლოდ“ კუნთი, რომელიც დამოკიდებულია რეგულირებულ დაძაბულობასა და რელაქსაციაზე, ისევე როგორც ელექტროლიტების ნორმალურ კონცენტრაციაზე.

მაგნიუმის დეფიციტის სხვა სიმპტომებია კუნთების უმნიშვნელო კრუნჩხვები თვალებისა და პირის კუთხეებში.

ქალებში მაგნიუმის დეფიციტმა შეიძლება, გააძლიეროს მენსტრუალური ტკივილი და ორსულობის დროს ნაადრევი კუმშვები გამოიწვიოს.

მაგნიუმის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს მაშინ, როდესაც მასზე მოთხოვნილება მოულოდნელად იზრდება და ნორმალური კვება ვეღარ უზრუნველყოფს მის საკმარის რაოდენობას.

თქვენ მაგნიუმის დეფიციტის რისკის ქვეშ ხართ, თუ თქვენ ხართ ორსული, მეძუძური ან იყენებთ ჰორმონალურ კონტრაცეფციას, ვარჯიშობთ ბევრს, გაქვთ სტრესი, ხართ ხანდაზმული, კარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს (გაძლიერებული ოფლიანობა, შარდვა, ღებინება ან დიარეა); გაქვთ ისეთი დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, აივ ინფექცია, ავთვისებიანი სიმსივნე ან ღვიძლისა და პანკრეასის დაავადებები, ან იღებთ გარკვეულ მედიკამენტებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.. მედიკამენტების ეს ჩამონათვალი შეიცავს დიურეტიკებს, რომლებიც ასევე, იწვევენ ორგანიზმიდან მეტი მაგნიუმის გამოყოფას. გარდა ამისა, პაციენტები, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიას ციტოსტატიკური საშუალებებით, როგორიცაა ცისპლატინი ან იღებენ კორტიკოიდებს, გამოყოფენ მეტ მაგნიუმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი