ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.04
კითხვა: მიკოსტი არის თუ არა ანტიფუნგალური პრეპარატი?
პასუხი: დიახ, მიკოსტი არის ანტიფუნგალური (სოკოს საწინააღმდეგო) პრეპარატი. ის გამოიყენება კანისა და ლორწოვანი გარსების სოკოვანი ინფექციების დროს.
კითხვა: 2 წლისა 8 თვის ასაკის ბავშვს მთელ კანზე ყვითელი ფერი დაჰკრავს. ღვიძლის ფუნქციები და რკინის ანალიზები ნორმის ფარგლებშია. თვეებიდან ვაჭმევ გოგრა+ბატატის მოხარშულ პიურეს, ცოცხლად კი ყოველდღე ერთ პატარა სტაფილოს მიირთმევს, სეზონზე მანდარინიც საკმაოდ ბევრ ჭამა. შესაძლოა, კანის სიყვითლე ამ ყველაფრისგან იყოს გამოწვეული? ბავშვი აქტიური და განვითარებულია.
პასუხი: დიახ, თქვენ მიერ აღწერილი რაციონიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს კაროტინემიასთან, რაც საკვებიდან მიღებული ბეტა-კაროტინის ჭარბი დაგროვების გამოს კანის ყვითელ-ნარინჯისფერ შეფერილობას იწვევს.
კითხვა: ბიომიკროსკოპიით ჩანს თუ არა ბადურის ნახეთქები ან ბადურის დაზიანება, თვალის წნევა, კატარაქტა, ანთება და ასე შემდეგ?
პასუხი: ბიომიკროსკოპიით ჩანს კატარაქტა, რქოვანასა და კონიუნქტივის ანთება, ირისისა და წინა კამერის ანთებითი ნიშნები. თვალის წნევა ბიომიკროსკოპიით არ იზომება. ამისთვის საჭიროა ტონომეტრია, თუმცა ირიბად, სხვა ნიშნების მიხედვით, ზოგჯერ შეიძლება, ეჭვი გაჩნდეს გლაუკომაზე. ბადურის ნახეთქები და ბადურის დაზიანება უშუალოდ ბიომიკროსკოპიით არ ჩანს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ტარდება სპეციალური ლინზით გაფართოებული გუგის ფონზე; ასეთ დროს შესაძლებელია ბადურის პერიფერიული დაზიანებების დანახვაც. ამიტომ ბიომიკროსკოპია დამოუკიდებლად ვერ ცვლის თვალის ფსკერის სრულ დათვალიერებას, მაგრამ სწორი ტექნიკითა და დამატებითი ლინზებით მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





