რომელი ექიმი არჩენს ხერხემლის პათოლოგიებს და ვისზე დადის ლეგენდები თბილისში
ავტორი: „თბილისელები“ 17:30 29.12, 2020 წელი
ნუგზარ თაბუნიძე ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმია, რომელიც უკვე რამდენიმე წელიწადია, რაც ხერხემლის დაავადებებით შეწუხებულ ადამიანებს უნიკალური საგვარეულო მალამოთი მკურნალობს და ეფექტური შედეგები აქვს.
თბილისში ნუგზარ თაბუნიძეზე ლეგენდები დადის – მის სამედიცინო კაბინეტში პაციენტები ტკივილით შედიან და გაღიმული სახეებით გამოდიანო. კაბინეტში ამჯერად მისი ახალგაზრდა, მომხიბვლელი მეუღლე, სალომე და 2 წლის პატარა ნიკოლოზ თაბუნიძე გვხვდებიან, რომელიც ჯერ მხოლოდ მამიკოს კაბინეტში კედლებზე განთავსებულ ხერხემლის ფოტოებს აკვირდება და მომავალში, შესაძლოა, სწორედ, ამ გვარის სამედიცინო ტრადიციების ღირსეული წარმომადგენელი გახდეს. მანამდე კი ნუგზარ თაბუნიძეს მისი უნიკალური სამკურნალო საშუალებების ირგვლივ ვესაუბრებით:
– ბატონო ნუგზარ, მოგვითხრეთ თქვენს სამკურნალო მეთოდოლოგიასა და ხერხემლის მკურნალობის თქვენეულ საშუალებებზე.
– გახლავართ დიპლომირებული ექიმი-ნევროლოგი. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან ამ წიაღში გავიზარდე. პატარაობიდანვე, ყოველდღიურად ვუყურებდი მამასთან მის სამუშაო კაბინეტში მოსულ, ტკივილისგან შეწუხებულ ადამიანებს, რომელთაც მამა სპეციალურად ბალახეული მცენარეებისგან შემდგარი მალამოთი არჩენდა და ბედნიერი სახეებით უშვებდა. მას შემდეგ უნებურად გამიჩნდა სურვილი, მეც ამ გზას გავყოლოდი. ნესტორ თაბუნიძისგან მე და ჩემმა ძმამ, ნიკოლოზმა მივიღეთ არა მხოლოდ სამედიცინო პრაქტიკისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, არამედ ყველა ის საგვარეულო სამედიცინო გამოცდილება და საიდუმლო, რითაც ასე ამაყობს ჩვენი ოჯახი. მასთან ერთად საქართველოს მთიანეთში მე და ჩემს ძმას ერთად გვაქვს მოვლილი თითოეული კუთხე-კუნჭული და ადგილზე ვეცნობოდი იმ მცენარეებს, რომელთაგანაც ჩვენ ამ უნიკალურ მალამოს ვამზადებთ.
მინდა, გითხრათ, რომ თაბუნიძეების საგვარეულო მალამო, ოფიციალური წყაროებით, ჯერ კიდევ ერეკლე მეორის დროიდან იღებს სათავეს, თუმცა ეს მხოლოდ დოკუმენტურად დადასტურებული არქივია და არ გამოვრიცხავთ, ჩვენი ოჯახის სამედიცინო ფესვები მანამდეც არსებობდა. უბრალოდ, ჩანაწერები ამ დროიდან მოგვეპოვება.
პაციენტს, რომელიც მომმართავს, შემიძლია მივუდგე ტრადიციული მედიცინით და ასევე, ჩვენი საგვარეულო მკურნალობის მეთოდით. ეს მკურნალობა არის ჩვენი გვარისა და საქართველოს საგანძური – სრულიად ნატურალური, ბუნებრივი და ათეული ბალახისეული შემადგენლობით. ჩვენ მიერ აღნიშნული მალამო ყოველდღიურად მზადდება და მალფუჭებადია, რაც მისი გაყიდვის უფლებას არ გვაძლევს .
როგორც მოგეხსენებათ, მთელი ჩვენი სხეული ხერხემალზე არის აგებული. მისი დაავადებები გადასცემს ტკივილს სხეულის სხვადასხვა წერტილს. შეიძლება, გვტკიოდეს თავი, კიდურები და ეს ტკივილი არ გვაძლევდეს საშუალებას, რომ თავისუფლად ვიმოძრაოთ. ცხოვრება კი მოძრაობაა! არანაირი ოპერაცია ხერხემალზე არ გვაძლევს განკურნების სრულ გარანტიას და ამიტომ, ეს მხოლოდ უკიდურესი ეტაპია, რასაც ადამიანმა უნდა მიმართოს. ეს არ არის ახალი დაავადებები. უწინ, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი წინაპრები, ოპერაციების გარეშეც კურნავდნენ ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: თიაქარი, რადიკულიტი, დისკოზი, პროლაპსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიასი, მარილების დაგროვება, ჰიგრომა, პოდაგრა, ნერვის ანთება. მეც სწორედ აღნიშნულ დაავადებებს ვკურნავ. ეს გახლავთ ინდივიდუალურად შერჩეული სამკურნალო კურსი, რომელიც სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში სხვადასხვაა. არ მოითხოვს განსაკუთრებულ პროცედურებს, არც დიეტასა და კვების სპეციალურ რაციონს. თუმცა, ზოგადად, სასურველია, რომ ცხიმიან პროდუქტს მოვერიდოთ და ზედმეტი წონა მოვიცილოთ.
– უფასო კონსულტაცია დღევანდელ დღეს ბევრისთვის, მართლაც რომ, შვებაა. თქვენთან კონსულტაცია უფასო ყოფილა, ასე გავიგეთ...
– გეთანხმებით. ასე გადავწყვიტე, რომ რაღაცით მაინც შევშველებოდი გაჭირვებულ პაციენტებს, რომლებიც დღემუდამ კაბინეტიდან კაბინეტში დაიარებოდნენ და ქირურგიულმა ჩარევამაც კი ვერ უშველა. თავის ფეხით რომ საერთოდ ვეღარ დადის პაციენტი და შენი კაბინეტიდან რამდენიმე სეანსის შემდეგ, საკუთარი ფეხით გავა, ეს განა ცოტაა?! მოვუწოდებ ყველას: მოუფრთხილდით თავს და დროულად მიხედეთ თქვენს ჯანმრთელობას. მობრძანდით უფასო კონსულტაციაზე, რომ მე შევძლო თქვენი დახმარება. მინდა, ყველას მოგილოცოთ დამდეგი, 2021 წელი, უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობა გისურვოთ და განსაკუთრებული სიხარული!
სალომე – ნუგზარ თაბუნიძის მეუღლე: ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. მოსკოვიდან რამდენიმე დღით ვიყავი ჩამოსული თბილისში და ასევე მოულოდნელად გადავწყვიტეთ შეუღლება. რადგან მშობლებთან ერთად წლების განმავლობაში მოსკოვში ვცხოვრობდი, თბილისში გადმოსვლა არ მინდოდა, მაგრამ ნუგზარისგან უარი მივიღე. უარის მიზეზი იყო მისი გულწრფელი სურვილი, რომ მხოლოდ საქართველოში იცხოვროს და მისთვის დაიხარჯოს. ამას არც ინტერვიუსთვის ვამბობ და არც იმიტომ, რომ ის ჩემი მეუღლეა, მაგრამ იშვითად შემხვედრია სამშობლოზე ასე შეყვარებული ადამიანი. ნუგზარს მიაჩნია, რომ მისი პროფესიული რესურსი საქართველოში მცხოვრებ ადამიანებს უნდა მოახმაროს. ამიტომაც დავფუძნდით საქართველოში და გვყავს არაჩვეულებრივი ნიკოლოზი, ველოდებით მეორე ვაჟს. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა ჩემს მამამთილს, ბატონ ნესტორს, რომელსაც მამასავით ვუყურებ და მისგან საოცარ მამაშვილურ დამოკიდებულებას ვგრძნობ. გარდა იმისა, რომ ის საოცრად კოლორიტული და უაღრესად ინტელიგენტური ადამიანია, მზრუნველი და ყურადღებიანი, პაციენტებთანაც კი ასეთია. ასეთი თბილი და ყურადღებიანი ნუგზარისთვის ბავშვობიდან სამაგალითო ყოფილა. ნუგზარიც ძალიან მოსიყვარულე მეუღლე და მამაა, ოჯახში მშრომელი და დაუზარელი. ასევე, მინდა, რომ ორსულ და ახლად ნამშობიარევ ქალბატონებს მივმართო, რომ როგორც წესი, ორსულობისას ხერხემალი სიმძიმით ზიანდება, ქალბატონებს სპინალური გაუტკივარების შემდეგაც ხშირად რჩებათ ტკივილი წელის არეში, მათთვის ეს პროცედურები აბსოლუტურად უსაფრთხოა და შეუძლიათ, მობრძანდნენ და თავად დარწმუნდნენ მის ეფექტურობაში. მიხარია, რომ ჩემი შვილები ამ ძირძველ, მართლაც, საქართველოს საგანძურის ტრადიციებს გააგრძელებენ!
P.S. ჟურნალი „თბილისელები“ დამდეგ ახალ წელს ულოცავს თაბუნიძეების ოჯახს და ბედნიერ წელს, გამრავლებასა და გახარებას უსურვებს. საკონტაქტო ტელ: 557 55 55 02.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან