მედიცინა

როგორია მენოპაუზის პირველი ნიშნები

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00

მენოპაუზა
დაკოპირებულია

მენოპაუზა არის მდგომარეობა, რომელიც დგინდება რეტროსპექტულად, ბოლო დამოუკიდებელი მენსტრუაციიდან 12 თვის შემდეგ. მაგრამ უარყოფითი გამოვლინებები, როგორც წესი, შეიძლება, დაიწყოს ამ მოვლენამდე გაცილებით ადრე და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ყველა ქალი არ განიცდის უსიამოვნო სიმპტომებს, რომლებიც ესტროგენის ნაკლებობითაა გამოწვეული, მაგრამ მაინც აუცილებელია ამისთვის მზადყოფნა. ეს ნიშნებია:

• მენსტრუალური ციკლის დარღვევა – მენსტრუაციას შორის პერიოდის შემცირება ან გახანგრძლივება, მენსტრუაციის დღეების რაოდენობის შემცირება, ციკლის შეწყვეტა;

• უეცარი ალები, მათ შორის ღამით, სხეულის ზედა ნახევრის სიწითლე, ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, შემცივნება;

• საშოში სიმშრალე და წვა, ბუნებრივი საცხის რაოდენობის შემცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მტკივნეული სქესობრივი აქტი, დაზიანებები, სისხლიანი გამონადენი და დისკომფორტმა ქალს შესაძლოა სექსუალურ კავშირზე უარიც კი ათქმევინოს;

• მორეციდივე ცისტიტი და ურეთრიტი, ხშირი შარდვა;

• ძილის დარღვევა – უძილობა, ხშირი გაღვიძება;

• მომატებული შფოთვა, განწყობის ცვალებადობა, სტრესი, დეპრესია;

• სახსრებისა და კუნთების ტკივილი;

• მეხსიერების დაქვეითება.

თანამედროვე მედიცინას შეუძლია, მოხსნას ან სერიოზულად შეამციროს მენოპაუზასთან დაკავშირებული ცვლილებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი