„ზეპელინი“ – თქვენი საიმედო ღიმილის კლინიკა
ავტორი: „თბილისელები“ 18:06
ირაკლი ჩაჩუა, სტომატოლოგიური კლინიკა „ზეპელინის“ დამფუძნებელი, ასოცირებული პროფესორი, ორთოპედ-იმპლანტოლოგი:
„2014 წელს დავაარსე კლინიკა „ზეპელინი“ . თავდაპირველად მცირე კლინიკა გვქონდა, თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ, გავფართოვდით და ამ ეტაპზე გვაქვს ფარტო პროფილის კლინიკა საბურთალოზე, სერგო ზაქარიაძის 15 ნომერში. ჩვენს კლინიკაში უახლესი აპარატურით, კომპიუტერული ტომოგრაფიითა და პირის ღრუს უახლესი ციფრუსი სკანირებით ხდება პაციენტების ზუსტი დიაგნოსტირება და მკურნალობა, ყველა სახის სტომატოლოგიური სერვისის მიღება, როგორიცაა: თერაპია, კოსმეტიკური სტომატოლოგია, ორთოპედია, იმპლანტაცია, ორთოდონტია, პაროდონტოლოგია, ასევე ტროფიული და დანაკარგი ძვლის აუგმენტაციები, რბილი ქსოვილების ტრანსპლანტაციები, სადაც დიდი გამოცდილების მქონე ექიმი სტომატოლოგები ზრუნავენ პაციენტის ჯანსაღ პირის ღრუზე.
ასევე მუდმივად გავდივართ პრაქტიკულ გადამზადებებს და ასევე აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, მე, პირადად, გარდა პრაქტიკოსი ორთოპედ-იმპლანტოლოგისა, გახლავართ ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ინგლისურენოვანი ფაკლუტეტის ლექტორი და პროფესორი, ასევე საერთაშორისო სპიკერი.
პაციენტებთან ურთიერთობისას, ყოველთვის ვნერგავთ ახალ მიდგომებს როგორც მკურნალობის მეთოდების დახვეწის, ასევე – ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებითაც. მოგეხსენებათ, მედიცინა და განსაკუთრებით, მისი ერთ-ერთი მიმართულება, სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი მეცნიერებაა, შესაბამისად ვეცნობით სიახლეებს, ვსწავლობთ და ვნერგავთ ყოველდღიურ პრაქტიკაში.
ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა მოახდინონ რეგულარული ვიზიტი ექიმ-სტომატოლოგთან, რათა მოხდეს ნებისმიერი პრობლემის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და შესაბამისი მკურნალობა. ლინიკა „ზეპელინის“ ციფრული დიაგნოსტიკა და გამოცდილი ექიმები აგარიდებენ შემდგომში დროისა და რესურსის დიდ ხარჯვას პრობლემის მოსაგვარებლად. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პაციენტებმა თვითდიაგნოსტირება და თვითმკურნალობა არ მოახდინონ
ჩვენ ყოველ პაციენტს ვუდგებით ინდივიდუალურად და შესაბამისად მკურნალობის გეგმაც ინდივიდუალურად ხდება, სოციუალურ ქსელში თუ საძიებო სისტემაში მოძიებული და მიღებული ინფორმაცია მხოლოდ გაართულებს პრობლემის მოგვარებას. ამიტომ აირჩეთ ექიმი სწორად და მიჰყევით მათ გეგმებს და რჩევებს, რადგან ექიმის მთავარი მიზანია პაციენტთან ურთიერთობისას, მიიღოს საუკეთესო შედეგი.
კლინიკა „ზეპელინი“ არის არა მხოლოდ სტომატოლოგიური პრობლემების უსაფრთხოდ და პროფესიონალურად მოგვარების გზა, არამედ – ის გახლავთ ადგილი, სადაც პაციენტებს ოჯახის წევრებივით იღებენ და მზრუნველობას იჩენენ! „ზეპელინი“ თქვენი საუკეთესო ღიმილის ადგილია!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





