მედიცინა

როგორ უნდა მოვიქცეთ თავის მსუბუქი დაზიანების დროს

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 24.06, 2022 წელი

თავის დაზიანება
დაკოპირებულია

თავის მსუბუქი დაზიანება შეიძლება, ნებისმიერი ასაკის ადამიანმა მიიღოს. როგორც წესი, მათი სიმპტომები, ძირითადად, მსუბუქი ფორმისაა და მცირე დროის განმავლობაში გრძელდება. სიმპტომები მოიცავს:

👉 მსუბუქ თავის ტკივილს;

👉 გულისრევის შეგრძნებას;

👉 სისუსტეს;

👉 მსუბუქ თავბრუს;

👉მხედველობის მსუბუქად დაბურვას.

თუ თქვენ ან თქვენს შვილს თავის დარტყმის ან დაჯახების შემდეგ აღგენიშნებათ ჩამოთვლილი სიმპტომები და მდგომარეობა უარესდება, ან მათ კიდევ ახალი ჩვენებები დაემატება, აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.

თავის ტრავმით გამოწვეული ტვინის დაზიანების ნიშნებია:

👉მცირე ხნით ან უფრო დიდი ხნით გონების დაკარგვა, ტვინის შერყევა;

👉კრუნჩხვები და სპაზმები;

👉მგრძნობელობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა სმენის დაკარგვა ან გაორებული მხედველობა;

👉განმეორებადი ღებინებები;

👉ცხვირიდან ან ყურებიდან გამოჟონილი სისხლი ან გამჭვირვალე სითხე;

👉 ამნეზია.

ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას.

თავის ტრავმების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზებია დაცემა, ჩხუბი და ავტოსაგზაო ავარიები. თავის მცირე ტრავმები უფრო ხშირია ბავშვებში, რადგან მათ უფრო მოზღვავებული ენერგია აქვთ და სიფრთხილის შეგრძნებაც ნაკლებად ახასიათებთ.

თავის მცირე ტრავმების მკურნალობა, ძირითადად, ოჯახურ პირობებში ხდება და პაციენტთა უმეტესობა რამდენიმე დღეში გამოჯანმრთელდება.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი 24 საათის განმავლობაში პაციენტთან ვინმე დარჩეს და დააკვირდეს, განუვითარდება თუ არა რაიმე ახალი სიმპტომები.

აუცილებელია, პაციენტმა დაისვენოს და თავი მოარიდოს სტრესულ სიტუაციებს, რათა ამან არ გამოიწვიოს ტრავმის გაუარესება. დაზარალებულმა, ასევე, თავი უნდა შეიკავოს სპორტისგან სრულ გამოჯანმრთელებამდე.

მსუბუქ თავის ტკივილებს შეგიძლიათ, პარაცეტამოლით გაუმკლავდეთ.

მართალია, ტრავმის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან არიდება რთულია, მაგრამ არსებობს რამდენიმე საფეხური, რითაც შეგიძლიათ, შეამციროთ უფრო სერიოზული დაზიანების რისკები. მაგალითად:

👉ველოსიპედით სეირნობისას ატარეთ უსაფრთხოების ჩაფხუტი;

👉 გახადეთ სახლი ბავშვისთვის უსაფრთხო;

👉შეარჩიეთ უსაფრთხო აღჭურვილობა სამსახურისა და სპორტისთვის;

👉ავტომანქანის მართვისას გამოიყენეთ ღვედი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი