მედიცინა

რა არის პაპილომა

№48

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 07.12, 2023 წელი

პაპილომა
დაკოპირებულია

პაპილომის წარმოქმნის მიზეზი შეიძლება იყოს იმუნიტეტის დაქვეითება, ორსულობა, მძიმე დაავადებები, ძლიერი სტრესი, გენეტიკური ფაქტორი, ნაწლავების პოლიპოზი, სიმსუქნე, ენდოკრინული დარღვევები, ზოგიერთი ტიპის ვირუსი. პაპილომები კანის ზედაპირიდან გამოწეული ფორმის ხორცმეტებია – კანის კეთილთვისებიანი წარმონაქმნები, შეფერილობა, ძირითადად, კანის ფერის აქვთ, იშვიათად კი ყავისფერი.

პაპილომები ყველაზე ხშირად გვხვდება კისერზე, სახეზე, იღლიისა და სარძევე ჯირკვლების ქვეშ, იშვიათად კი სხეულის სხვა უბნებზე. ვინაიდან პაპილომების წარმოშობა, ძირითადად, ვირუსულია, მათი გადადება ადამიანიდან ადამიანზე შესაძლებელია კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო გზით, ერთი ადამიანის ტანზე კი პაპილომები ხშირად ვრცელდება და მრავლდება.

პაპილომები ძალიან ნელა იზრდება, მაგრამ, გარკვეული მდგომარეობების დროს შესაძლებელია მათი ზომისა და რიცხვის სწრაფი მომატება. თუ პაპილომის საფუძველი ზიანდება, ვითარდება მისი ანთებითი პროცესი. სწორედ ხშირი ტრავმებისა და ინფიცირების თავიდან ასაცილებლად და ასევე, ესთეთიკური ჩვენებებით საჭიროა პაპილომების მოცილება. ამასთან, შიდაეპიდერმული კიბო შეიძლება, პაპილომებით იყოს შენიღბული.

მათი მოსაცილებელი ხალხური, მარტივი მეთოდები სახლის პირობებში:

72-პროცენტიანი სარეცხი საპონი დაასველეთ და კარგად წაუსვით პაპილომებს. უმჯობესია, პროცედურა ჩაიტაროთ ძილის წინ, ვინაიდან საპონწასმული გარეთ გასვლა არასასიამოვნოა, დილით კი საპონი ჩამოიბანეთ. ასე გააკეთეთ 4-5 დღის განმავლობაში. თუ კანი დაწითლდა და ქავილი დაგეწყოთ, პროცედურა შეწყვიტეთ, ერთი დღე დაისვენეთ და შემდეგ კვლავ განაგრძეთ. შედეგად კი ნახავთ, რომ კანი ძველ იერს დაიბრუნებს.

ბამბა ან სუფთა პირსახოცი დაასველეთ ჩვეულებრივი ვაშლის ძმრით, პაპილომებზე ტამპონივით დაიდეთ და გაიჩერეთ 2-3 წუთის განმავლობაში. ეს მარტივი პროცედურა გაიმეორეთ დღეში 3-ჯერ რამდენიმე კვირის განმავლობაში. პაპილომები ჯერ დაიწყებენ ფერის შეცვლას, შემდეგ კი სამუდამოდ გაქრებიან. უფრო უსაფრთხოებისთვის კი შეგიძლიათ ვაშლის ძმარი ცოტა წყალში გააზავოთ.

შეურიეთ ერთმანეთს 1 ჩაის კოვზი საჭმელი სოდა და ნახევარი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. მიღებული მასა დაიდეთ პაპილომაზე, გაიჩერეთ 30 წუთი. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ.

პაპილომების მოსაშორებლად ასევე, კარგი საშუალებაა ჩაის ხის ზეთი. ცივი წყლის 4-5 წვეთი შეურიეთ ჩაის ხის ზეთის 2-3 წვეთს. ეს ხსნარი დაიდეთ დაზიანებულ სუფთა კანზე ყოველდღე, დღეში სამჯერ, ერთი თვის განმავლობაში.

წაისვით პაპილომაზე ფრჩხილის ლაკი და აცადეთ გაშრობა. ეს პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღე ზედიზედ, დღეში ერთხელ.

ბამბის ქულა დაასველეთ ლიმონის წვენში და დაიდეთ პაპილომაზე. ტამპონი დაიმაგრეთ ლეიკოპლასტით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა