ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 14:00
კითხვა: ანტიბიოტიკების მიღების დროს კუჭის არეში მაქვს ყრუ, მოვლითი ტკივილი, ყაბზობა, გაზები. ვსვამ აუგმენტინს, 1 საათის შემდეგ კი – ლაქტო G-ის. დღეს ვრჩები ანტიბიოტიკს და მიშველის ლაქტო G-ის მიღების გაგრძელება?
პასუხი: მიუხედავად იმისა, რომ ლაქტო G-ის სვამთ, ანტიბიოტიკსა და პრობიოტიკს შორის მხოლოდ ერთი საათი ძალიან მცირე ინტერვალია, რადგან ამ დროს ანტიბიოტიკი ასწრებს სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას და მათი ეფექტი იკარგება. რადგან დღეს ასრულებთ კურსს, ლაქტო G-ის მიღება აუცილებლად გააგრძელეთ კიდევ, მინიმუმ; ერთი კვირა, რათა ნაწლავის ფლორა აღდგეს და გაზები თუ ყაბზობა გაქრეს.
კითხვა: ცივის ჭამის დროს ან ცივი წყლის გამოვლების დროს კბილის ტკივილი რისი ნიშანია?
პასუხი: ცივის მიმართ კბილის მომატებული მგრძნობელობა მიგვანიშნებს კბილის მინანქრის დაზიანებაზე, რისი მიზეზიც შეიძლება იყოს კარიესი, კბილის ყელის არეში მინანქრის გამოფიტვა, ღრძილის დაწევა ან ბზარი კბილზე. ასეთ დროს კბილის შიგნით არსებული ნერვული დაბოლოებები დაუცველი რჩება გარემო გაღიზიანებაზე, რაც იწვევს ხანმოკლე, მაგრამ მძაფრ რეაქციას დაბალ ტემპერატურაზე.
კითხვა: თუ ქალი გადაწყვეტს მისი კვერცხუჯრედის გაყინვას, რამდენი ხნის ვადითაა ეს (კვერცხუჯრედის კრიოპრეზერვაცია) შესაძლებელი?
პასუხი: საქართველოში კვერცხუჯრედების შენახვის კანონით განსაზღვრული მაქსიმალური ვადა არ არსებობს – მათი შენახვა თეორიულად ათწლეულების განმავლობაშია შესაძლებელი, სანამ პაციენტი იხდის მომსახურების საფასურს და გამოხატავს შენახვის სურვილს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





