მედიცინა

ხალხური საშუალებები სახსრების სამკურნალოდ

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 18.02, 2022 წელი

სახსრების მკურნალობა
დაკოპირებულია

თუ სახსრები გაწუხებთ, აუცილებლად მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება კვების რაციონს. მიირთვით თხის რძეზე დამზადებული ყველი და ხაჭო, სწორედ, ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით კალციუმს. ასევე, ძალიან სასარგებლოა პროდუქტები, როგორიცაა: გოგრა, სატაცური და ავოკადო. ეს პროდუქტები შეიცავს მაგნიუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და ისეთ ნივთიერებებს, რომელიც უზრუნველყოფს ხრტილოვანი სისტემის ელასტიკურობას.

დაავადებული სახსრების გათბობა საფრთხილოა! თუ მიმდინარეობს ანთება, სითბომ შეიძლება, დაამძიმოს მდგომარეობა. ეს, ასევე, ეხება, როგორც მზის სხივებზე წოლას, ასევე სოლარიუმში გარუჯვას. ამიტომ, თუ გაქვთ სახსრების ან ვენების პრობლემები, არ გირჩევთ ულტრაიისფერ სხივების ჭარბად მიღებას.

თუ დაგეღალათ ფეხები, გიბუჟდებათ და გაქვთ ანთების ნიშნები – გაიკეთეთ ყინულის კომპრესი: ტკივილის კერაზე დაიფინეთ პირსახოცი, ზემოდან დაიდეთ ყინული და გაიჩერეთ 20 წუთი. ეს შეგიმცირებთ ტკივილს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

გახსოვდეთ, რომ სახსრების გასაჯანსაღებლად სასურველია მსუბუქი ვარჯიში, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ზღვის მარილის აბაზანები.

გაიმართეთ წელში, მიაქციეთ ყურადღება ზურგის კუნთების ტონუსს, ეს დაგეხმარებათ მთლიანი სხეულის კონტროლში.

მიმართეთ მარტივ ვარჯიშს, რომელიც ყველგან შეგიძლიათ შეასრულოთ.

დღეში ხუთჯერ მანქანაში ან მაგიდასთან ჯდომისას გააკეთეთ შემდეგი მოძრაობები:

👉 მაქსიმალურად გადასწიეთ მხრები უკან, დაძაბეთ ზურგის კუნთები და მკერდი წინ გამოწიეთ;

👉 დაბრუნდით საწყის პოზიციაში და მოადუნეთ მხრები;

👉 ახლა მაქსიმალურად წინ წამოწიეთ მხრები და ოდნავ მოხრილ პოზიციაში გაჩერდით რამდენიმე წამი;

👉 დაბრუნდით საწყის პოზიციაში და მოადუნეთ მხრები;

გაიმეორეთ მოქმედება 3-4ჯერ და სულ მალე იგრძნობთ უკეთესობას.

გამთბარ სახსრებზე წაისვით თბილი თაფლი (ცხელ ჭიქაში გქონდეთ) 4 ფენის რაოდენობით: წაისვამთ ორი თითით თბილ თაფლს წრიული მოძრაობით. შეშრობის შემდეგ ისევ გაიმეორებთ, რომ 4 ფენა გამოვიდეს.. შემდეგ შეიხვიეთ თბილი ბამბის ქსოვილით. პროცედურა შეასრულეთ საღამოს. კურსი – 10 სეანსი.

სახსრების ტკივილისა და რევმატიზმის დროს კარგია 100 მილილიტრი ქაცვის ზეთის, 60 გრამი თაფლისა და 30 გრამი ზღვის მარილის (არომატის გარეშე) ნარევი. ჩავდოთ თბილ წყალში, რომ მარილი გაიხსნას. დოლბანდით დაიდეთ მტკივნეულ ადგილზე. შეიხვიეთ თბილად. გაიკეთეთ ღამის პერიოდში.

შინაგანად მისაღებად ეფექტურია ქაცვის წვენი. წინა საღამოს დაყენებული ქაცვის ნაყენი. თაფლისა და ლიმონის წვენი ერთად. მუქი იასამნის ყვავილების სპირტიანი ხსნარი – 30 წვეთი, დღეში 2-ჯერ, 10 დღე ჭამამდე. 100 გრამი თაფლის და 150 მილილიტრი სტაფილოს წვენის ნარევი. მიიღეთ 3 სადილის კოვზი 2-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 კვირის განმავლობაში.

ყველა სახის რევმატიზმისა და სახსრების ტკივილის დროს კარგი საშუალებაა, მიიღოთ მოცვის ფოთლების წვენი თაფლით 2-ჯერ დღეში 50 გრამი ჭამამდე 1 საათით ადრე, 1 თვის განმავლობაში. ეს ნაყენი რეკომენდებულია ყველა ტიპის რევმატიული დაავადების, მხედველობის პრობლემებისა და გაციების დროს. ასკილის ფესვების ნახარში თაფლთან ერთად კარგია რევმატიზმისა და ორგანიზმის გაწმენდისთვის.

1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული არყის კვირტები მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დაასხით 100 გრამი 70-პროცენტიანი სპირტი. დადგით 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე. გადაწურეთ და მიღებული ხსნარით დაიზილეთ მტკივნეული სახსრები 4-5-ჯერ დღეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა