მედიცინა

გარგარის კურკის სასარგებლო თვისებები

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 03.07, 2021 წელი

გარგარი
დაკოპირებულია

გარგარის კურკა უძველესი დროიდან გამოიყენება სამკურნალოდ. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში იცოდნენ გარგარის კურკის სასარგებლო თვისებები და მისი კურკის დაქუცმაცებულ გულს ხმის დაკარგვისა და კუნთების სისუსტის სამკურნალოდ იყენებდნენ.

ჩინელი მკურნალები გარგარის კურკის გულის ზეთით კანისა და სახსრების დაავადებს წამლობდნენ. შუა საუკუნეებში ავიცენა გარგარის კურკას ბრონქების სამკურნალოდ იყენებდა.

გარგარის კურკა სამკურნალო მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებებისა და ნაერთების წყალობით გახდა.

გარგარის კურკა შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ნაადრევ დაბერებას აფერხებს. მასში შემავალი კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი და რკინა იმუნიტეტს აძლიერებს და ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას უწყობს ხელს. კალიუმისა და რკინის მაღალი შემცველობის წყალობით გარგარი ანემიის დაძლევაში დაგეხმარებათ. იოდი და მაგნიუმი თავის ტვინისა და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას უწყობს ხელს, აქრობს ჰიპერტონიის ნიშნებს. უჯერი ცხიმოვანი მჟავები ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ კუნთებს სწრაფად აღდგენაში ეხმარება, ასევე, ხელს უწყობს კანის, ფრჩხილებისა და თმის სილამაზესა და ჯანმრთელობას.

PP ვიტამინი ორგანიზმში მჟავე-აღმდგენ რეაქციაში მონაწილეობს, B17 ვიტამინი კი სიმსივნის უჯრედებს ებრძვის. B15 ვიტამინი აფართოებს სისხლძარღვებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, დადებით გავლენას ახდენს თირკმელებისა და ღვიძლის მუშაობაზე.

საკვები ბოჭკოები ნაწლავებიდან ტოქსინებს გამოდევნიან, მის ტონუსს ზრდიან და სასარგებლო მიკროფლორის მუშაობას არეგულირებენ.

გარგარის კურკა, როგორც ატმის, ქლიავის, ალუბლის, ვაშლის კურკა, მცირე რაოდენობით ამიგდალინსაც (B17 ვიტამინს) შეიცავს, რომელიც ცნობილია სახელწოდებით ლაეტრილი. სწორედ ის აძლევს კურკის გულს მწარე გემოს. ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ის სიმსივნის სამკურნალოდ ეფექტურია, ზოგს კი ეს სასაცილოდ მიაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ ლაეტრილის გამოყენებას რიგი დადასტურება აქვს, ოფიციალური მედიცინა მის ეფექტურობას არ აღიარებს.

გულის არითმიის დროს – არითმიის სამკურნალოდ ხალხურ მედიცინაში ასეთი რეცეპტი არსებობს: 0,5 კილოგრამი ლიმონი ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ ან გახეხეთ. დაუმატეთ 20 ცალი დაქუცმაცებული გარგარის კურკის გული და 0,5 კილოგრამი თაფლი. კარგად აურიეთ, რამდენიმე დღე გრილ ადგილას შეინახეთ და მიირთვით 1 სადილის კოვზი დილას, უზმოზე და საღამოს, ვახშმის წინ.

გულის დაავადების დროს – 10 გრამ დაქუცმაცებულ გარგარის ბირთვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. ნარევი ოდნავ გააგრილეთ, დალიეთ ყოველდღე, ძილის წინ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა