მედიცინა

ექიმის რჩევები

№7

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 26.02, 2023 წელი

ექიმის კონსულტაცია
სხვადასხვა საკითხზე
დაკოპირებულია

კითხვა: 10 დღეა, ვიღებ ქსარელტოს (10 მილიგრამი). მაინტერესებს რამდენად უსაფრთხო პრეპარატია და რამდენი ხანი შეიძლება მისი მიღება?

პასუხი: ქსარელტო ინიშნება მხოლოდ ექიმის მიერ, ჩვენებით, გამოკვლევების საფუძველზე, ანუ პრეპარტის მიღების აუცილებლობას, დოზასა და მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი, რომელიც უშუალოდ გაეცნობა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩაუტარებს კვლევებს. ეს არის ანტითრომბოზული, შედედების საწინააღმდეგო საშუალება. მისი ექიმის დანიშნულების გარეშე მიღება დაუშვებელია.

კითხვა: შეიძლება თუ არა ავიცრათ დიფტერიაზე და ტეტანუსზე კოვიდისგან გამოჯანმრთელების შემდეგ?

პასუხი: გამოჯანმრთელებიდან 2 კვირის შემდეგ, თუ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ექიმის მიერ დამაკმაყოფილებლად იქნა შეფასებული, შეგიძლიათ, ჩაიტაროთ იმუნიზაცია.

კითხვა: შეგიძლიათ, ამიხსნათ რა არის დიზართრია?

პასუხი: დიზართრია დანაწევრებელი მეტყველების უნარის დარღვევაა, ცალკეული სიტყვის, მარცვლისა და ბგერის (განსაკუთრებით თანხმოვნის) წარმოთქმის გაძნელება ან დამახინჯებულად წარმოთქმა. ვითარდება თავის ტვინის სხვადასხვა დაზიანების ან ხმის იოგების, რბილი სასის, სახისა და სასუნთქი კუნთების ინერვაციის მოშლის შედეგად, აგრეთვე, „კურდღლის ტუჩის“, „მგლის ხახის“, უკბილობის და სხვა შემთხვევაში.

კითხვა: ნაღვლის ბუშტმა თუ იცის ცემინების, ხველების, სიცილის, დაწოლა-ადგომის დროს ტკივილი? ძლიერი ტკივილი, რომელიც რამდენივე წამში/ერთ წუთში გაივლის?

პასუხი: ვფიქრობთ, თქვენი ჩივილი უნდა უკავშირდებოდეს ნეკნთაშუა ნევრალგიას. დიაგნოზის დაზუსტებისთვის უნდა გაესინჯოთ ექიმს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი