ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00 17.07, 2022 წელი

კითხვა: 3 თვეა, მეგობარი მამაკაცი ძილის წინ იღებს 50 მილიგრამიან კეტილეპტს, ღამე რომ დაეძინოს. ისე არ ეძინება. ახლა ნანომელ სპრეის ყიდვას აპირებს. მაინტერესებს, რამდენად დასაშვებია და ეფექტურია თუ არა?
პასუხი: ეს პრეპარატი აძლიერებს კეტილეპტის მოქმედებას მისი პარალელური გამოყენების დროს.
კითხვა: თუ შეგიძლიათ, მითხრათ – რომელი მალამოა იმიკვომიდის შემცველი?
პასუხი: იმიკვომიდის შემცველია ალდარა (5%-იანი), კერავორტი, ზიკლარა.
კითხვა: რამდენად კარგია ჯანმრთელობისთვის ადორას (ეპედიუმ პასტა) ყოველდღიული მიღება?
პასუხი: ადორა მცენარეული კომპლექსია, უვნებელია ორგანიზმისთვის და არ იწვევს სიცოცხლისთვის საშიშ ძვრებს. მისი მიღება შეიძლება როგორც სიმპტომურად, ასევე რეგულარულად.
კითხვა: სიფილისის განკურნების შემთხვევაში ორგანოების დაავადებები კიდევ პროგრესირდება თუ საჭიროებს გამოკვლევებს?
პასუხი: სიფილისი დღეს ნებისმიერ სტადიაში იკურნება. შესაძლოა, შეუქცევადი იყოს ნერვული უჯრედების დაზიანება, მაგრამ ბაქრეტიას ანტიბიოტიკი ნებისმიერ ეტაპზე ერევა.
კითხვა: მთელი დღის განმავლობაში მაწუხებს ნახველი. ცხვირიდან და ყელიდან კი უსიამოვნო გემოს მყარი ნერწყვი ამომაქვს. რისი ბრალი იქნება და რა ანალიზი გავიკეთო?
პასუხი: მიზეზი შეიძლება, იყოს ტონზილიტი (ნუშურა ჯირკვლების/გლანდების ანთება) და/ან სინუსიტი – ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება. დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დანიშვნის მიზნით ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს უნდა მიმართოთ.
კითხვა: ღამით უცბად მეღვიძება და ამოსუნთქვას ვერ ვახერხებ, 10-15 წამი ვერ ვსუნთქავ, ამის შემდეგ ხშირად გული ამერია საშინელი შეგრძნებაა და იქნებ დამეხმაროთ.
პასუხი: შესაძლოა, მიზეზი იყოს ძილის აპნოე/სუნთქვის გაჩერების ეპიზოდები. ამის გამოსავლენად შეიძლება ჩატარდეს სომნოგრაფია – ძილის ჩაწერა, რომლის დროსაც ხდება სუნთქვისა და სატურაციის (სისხლის ჟანგბადით გაჯერება) განსაზღვრა. კვლევის დასაგეგმად მიმართეთ ოტორინოლარინგოლოგს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან