მედიცინა

ექიმის რჩევები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 16:01 02.11

ექიმის რჩევები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დაახლოებით, 3 თვეა, ენაზე მაქვს ერთი ცალი მუწუკი, როგორც სტომატიტი. არ მტკივა, უბრალოდ, დისკომფორტი მაქვს. ყველაფერი ვცადე – თუმცა, უშედეგოდ. რა შეიძლება, იყოს, თითქოს ნაკბენია, თავი აქვს სისხლიანივით.

პასუხი: ჩვეულებრივი სტომატიტი ან ნაკბენი, როგორც წესი, ორი კვირის განმავლობაში უნდა შეხორცდეს. როდესაც მსგავსი წარმონაქმნი ასე დიდხანს რჩება, საჭიროა სერიოზული ყურადღება. ამგვარი ცვლილება შეიძლება იყოს: სტომატიტის ან ტრავმის (ენაზე დაკბენის/გაღიზიანების) შედეგად წარმოქმნილი წყლული, კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ან შედარებით უფრო სერიოზული დაზიანება. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამი თვეა, დაზიანება არ ხორცდება და თავი სისხლიანივით აქვს, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია (დათვალიერება, გასინჯვა, გამოკვლევა). თვითნებური მკურნალობის გაგრძელება ამ ეტაპზე აღარ არის მიზანშეწონილი. რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტიკა, მით უფრო ეფექტური და მარტივი იქნება მკურნალობა.

კითხვა: უროლოგმა მაკმირორთან ერთად ინტესტინი ფორტე დამინიშნა. მაინტერესებს, რისთვისაა საჭირო ინტესტინი?

პასუხი: მაკმირორი არის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკები არა მხოლოდ მავნე ბაქტერიებს ანადგურებენ, არამედ კუჭ-ნაწლავის სისტემის ბუნებრივ, „კარგ“ მიკროფლორასაც აზიანებენ. ეს კი ხშირად იწვევს ისეთ გვერდით მოვლენებს, როგორიცაა ფაღარათი, მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა) და დისკომფორტი. ინტესტინი ფორტე კი არის პრობიოტიკი, რომელიც შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს. მისი დანიშნულება სწორედ ის არის, რომ დაიცვას და აღადგინოს კუჭ-ნაწლავის ნორმალური მიკროფლორა, რომელიც ანტიბიოტიკებით ნადგურდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა