მედიცინა

ექიმის რჩევები

№18

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 12.05, 2024 წელი

ოჯახის ექიმი
დაკოპირებულია

კითხვა: მეუღლეს სტკივა სათესლე ჯირკვალი, ასევე ფეხი და წელი. შეიძლება, ეს სათესლე ჯირკვლის ანთება იყოს? ერთი წლის წინ გაიკეთა სპერმოგრამა, ანთებითი პროცესი აღმოჩნდა და ანტიბიოტიკი მიიღო.

პასუხი: სათესლე ჯირკვლის მწვავე ანთება სათესლის არის ტკივილით იწყება. ტკივილი გადაეცემა შორისის, საზარდულის, წელის ან კუდუსუნის არეში. ამ დროს სათესლე ჯირკვალი გადიდებულია, შეხებისას – მტკივნეული. ამას ერთვის ზოგადი სისუსტე, ცხელება (38-39 გრადუსი), თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და სხვა. გასათვალისწინებელია, რომ სათესლე პარკში ტკივილის ირადიაცია ხდება პროსტატიტის, თირკმლის ჭვალის, რადიკულიტის, დისკის თიაქრის დროს. ამიტომ გართულების თავიდან აცილების მიზნით მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად არ გადადოთ უროლოგთან ვიზიტი.

კითხვა: მაქვს სიმპტომები, რომლებიც ძალიან ჰგავს რკინადეფიციტს: სისუსტე, თავბრუ, უენერგიობა. თუმცა, რკინა ზედა ზღვარზე მაქვს. შეიძლება, ფერიტინი იყოს დაბალი თუ ეს ორი ანალიზი ერთი და იგივეა?

პასუხი: რკინადეფიციტური ანემიის პირველი სტადიისთვის დამახასიათებელია დაბალი ფერიტინი და შრატის რკინისა და ჰემოგლობინის ნორმალური დონე – ეს რკინის ფარული (ლატენტური) დეფიციტია.

კითხვა: მაქვს ხშირი შარდვა და წვა მოშარდვის დროს და შემდეგაც რამდენიმე ხანი მიგრძელდება. ჩავაბარე შარდის ბაქტერიული და ცისტიტი არ გამოიკვეთა. რა უნდა გავაკეთო, ანუ რისგან შეიძლება, იყოს ეს ყოველივე?

პასუხი: ჩივილის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება, შარდკენჭოვანი დაავადებაც იყოს. უნდა მიმართოთ უროლოგს, ჩივილის ხასიათის დაზუსტების შემდეგ ექიმი დანიშნავს კვლევებს, რომელიც დიაგნოსტიკისთვის ინფორმაციული იქნება.

კითხვა: ვარ 32 კვირის ორსული. ხშირად მიმაგრდება მუცელი, მაქვს ასევე, სახეზე წამოხურება და ვგრძნობ სისხლის ნაკადს ყურებში და სახეზე. რას უნდა ნიშნავდეს ეს სიმპტომები?

პასუხი: თქვენ გესაჭიროებათ წნევისა და ასევე, შარდში ცილის კონტროლი, რადგან თქვენი სიმპტომები შესაძლოა, ეგრეთ წოდებულ, პრეეკლამპსიაზე მიანიშნებდეს, რაც საყურადღებოა და ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა