ექიმის რჩევები
ავტორი: „თბილისელები“ 16:00
კითხვა: ერთი წლის წინ 5 დღის განმავლობაში საშინელი კუჭის ტკივილი მქონდა. შემდეგ გამიარა და ექიმთან აღარ მივედი. ახლა ისევ შემაწუხა, „ჩაწოლილი“ ყრუ ტკივილი მაქვს და სანამ გადაღებაზე მივალ, ხომ ვერ მეტყვით, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი ან საშიშია თუ არა? სხვა რამე სიმპტომი არ მაქვს მხოლოდ ტკივილი მაქვს, მშიერზე რომ იცის.
პასუხი: აღწერილი ტკივილი ყველაზე ხშირად კუჭის პრობლემებს უკავშირდება (გასტრიტი, წყლული), განსაკუთრებით თუ მშიერზე ძლიერდება. კუჭის არეში გადატანითი, ყრუ ტკივილი. შეიძლება, გაზების დაგროვებამ და ნაწლავების შებერილობამაც გამოიწვიოს. მიუხედავად ამისა, რადგან ერთი წლის შემდეგ კვლავ განმეორდა ტკივილი, აუცილებელია გამოკვლევა. თუ ტკივილი გაძლიერდა, დაემატა ღებინება, შავი განავალი ან წონის კლება, მაშინ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
კითხვა: რამ შეიძლება გამოიწვიოს უცაბედი ყელის გამოშრობა და ხველების ატეხვა და შემდეგ მსუბუქი სუნთქვის გაძნელება?
პასუხი: ეს სიმპტომები ყველაზე ხშირად ხორხის სპაზმს (ლარინგოსპაზმს) ან მწვავე ალერგიულ რეაქციას ახასიათებს. უცაბედი გამოშრობა და ხველა მიუთითებს სასუნთქი გზების გაღიზიანებაზე, რასაც ორგანიზმი ლორწოვანის შეშუპებით პასუხობს. ეს კი სუნთქვას აძნელებს. ძირითადი მიზეზები შეიძლება, იყოს ალერგენთან კონტაქტი (მტვერი, მკვეთრი სუნი ან საკვები) ან რეფლუქსი – ყელში კუჭის წვენის ამოტყორცნა, რაც მყისიერ გაღიზიანებასა და ხველას იწვევს; ან მშრალი ჰაერი ან გაუწყლოება, რაც ლორწოვანს მგრძნობიარეს ხდის, ასევე ნერვული ფონი – ძლიერი სტრესის დროს ყელის კუნთების სპაზმი. თუ სუნთქვის გაძნელება პროგრესირებს, აუცილებელია, სასწრაფო დახმარება, რადგან ეს შეიძლება, იყოს ანაფილაქსიის ან ასთმური შეტევის დასაწყისი.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





