ბელადები

ვისი წყალობით ცდილობდნენ სტალინის განადგურებას იმპერიალისტები

№45

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.11

სტალინი ფოტო
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი აბსოლუტურად ზუსტად ამართლებდა თავის ფსევდონიმს. ის ფოლადივით მტკიცე და მოუდრეკელი ადამიანი იყო. ჰქონდა რკინისებური ნებისყოფა, ნათელი გონება და უკან არ იხევდა არანაირი განსაცდელის წინაშე.

ბორის სოკოლოვი: „სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მრავალი სხვადასხვა ვერსია არსებობს. მათში ბევრი უზუსტობაა, ბევრი სიმართლეა, ბევრიც, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალია. მაგრამ უდავოა ის, რომ იოსებ სტალინი იყო საბჭოთა კავშირის აღმშენებელი, დიდი სამამულო ომის მომგები და მიწასთან გასწორებული უზარმაზარი სახელმწიფოს ფერფლიდან აღმდგენი... ტყუილად როდი წერია უინსტონ ჩერჩილის მემუარებში: „სტალინმა საბჭოთა კავშირი ფერლფლიდან აღადგინა, როგორც ზღაპრული ფენიქსიო...“ მიუხედავად იმისა, რომ კომუნიზმისა და საბჭოთა კავშირის დაუძინებელ მტერს უინსტონ ჩერჩილს სტალინი გულზე არ ეხატებოდა, ბრიტანელი ლომი უდიდეს პატივს სცემდა სტალინს. აღიარებდა მის პოლიტიკურ გენიას და ის კაცობრიობის ისტორიის უდიდეს მმართველად მიაჩნდა“.

იოსებ სტალინი რომ საბჭოთა კავშირის მეთაური გახდა და ქვეყნის მოდერნიზაციას მეთოდურად მიჰყო ხელი, საერთაშორისო იმპარიალისტურმა ძალებმა მასში უძლიერესი მმართველი დაინახეს და სწორედ იმ მომენტიდან დაიწყეს ბრძოლა მის წინააღმდეგ. ამ ძალებს სტალინის მოშორების, განადგურების, დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ და ერთიანი ფრონტით შეუტიეს მას. ამ შეტევას კი მრავალმხრივი მეთოდები ჰქონდა – როგორც პოლიტიკური (ოპოზიციური მოძრაობა), ასევე, ტერორისტული და სტალინზე არაერთი თავდასხმა მომზადდა, თუმცა არცერთ მათგანს არ ეწერა განხრციელება... ყველაფერ ამის პარალელურად საერთაშორისო იმპერიალიზმმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის წინამძღოლობით, გლობალური მასშტაბის ავანტიურა წამოიწყეს. მათ (საერთაშორისო იმპერიალისტურმა ძალებმა) ფანტასტიკურად გააძლიერეს ადოლფ ჰიტლერი. რომ იტყვიან, მთელი ევროპის სამხედრო-სამრეწველო სიმძლავრეები ჩააბარეს და საბჭოთა კავშირზე გასალაშქრებლად მოამზადეს...

ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში ამოიცნო საერთაშორისო იმპერიალისტური ძალების ბინძური გლობალური მიზნები და მითხრა:

– ხედავენ რა კაპიტალისტები თუ რა სწრაფად ვდგებით ფეხზე, ჩვენი წასაქცევი ცელის ლესვას აძლიერებენ. ამიტომ ჩვენ წითელი არმიის გაძლიერება უნდა გავაასმაგოთ, რომ არ დავმარცხდეთ.

– ცელში ამერიკასა და დიდ ბრიტანეთს გულისხმობ, კობა? – ვკითხე სტალინს.

– არავითარ შემთხვევაში. ამერიკა და ბრიტანეთი ჩვენთან პირდაპირ არ იომებს. არამედ ქოფაკ ძაღლს აულესავს კბილებს.

– გერმანიას გულისხმობ?

– სწორედ მათ.

ეს ის პერიოდი იყო, როცა გერმანიას არანაირი ძალები აღარ გააჩნდა და ვერსალის ხელშეკრულებითაც აკრძალული ჰქონდა რაიმე სერიოზული სამხედრო ძალისა და მრეწველობის წარმოება. ამიტომ თავი გავაქნიე და მივუგე:

– საამისო რომ არაფერი ჩანს? ვითომ ჰინდერბურგს აამხედრებენ ჩვენს წინააღმდეგ?

– ჰიტლერს.

– მას ხომ არანაირი პოლიტიკური გავლენა არ აქვს და მხოლოდ ხულიგანთა ბანდები ჰყავს, რომლებიც მიტინგებსა და დემონსტრაციებზე ხალხს სცემენ?

– ეს – ახლა, მაგრამ სულ მალე ისინი მთელ გერმანიაში გამეფდებიან.

ცოტა არ იყოს, სტალინის სიტყვებში ეჭვი შემეპარა, მაგრამ სულ მალე ჰიტლერის პარტიამ ძალების მოკრება დაიწყო და 4 წლის შემდეგ ჰიტლერი რაიხსკანცლერი გახდა. ყოველივე ამას კი მოჰყვა ყველა ის უბედურება, რამაც მეორე მსოფლიო ომი გააჩაღა. სტალინი გენიალური პოლიტიკოსი იყო და ზუსტი თანამიმდევრულობით ამოიცნო ის ნაბიჯები, რასაც მსოფლიო იმპერიალისტური ძალები ადგმევინებდნენ ჰიტლერს. მიუნხენის ხელშეკრულება რომ დაიდო, სტალინმა თავისთან მიხმო და მითხრა:

– მორჩა. ეს იყო ჰიტლერისთვის სრული კარტ-ბლანშის მიცემა. ერთი წლის მერე მეორე მსოფლიო ომს გააჩაღებინებენ ჰიტლერს და უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება, გვიან წამოვიდეს ჩვენზე.

– მაინც, როგორ უნდა ვიმოქმედოთ?

– ჰიტლერთან დიპლომატიური ურთიერთობები უნდა გავაძლიეროთ და ეს შენ გევალება უპირველესად.

ამის მერე ჩემმა უწყებამ გერმანული მიმართულება გააძლიერა და ჯერ მე შევხვდი ჰიტლერს ბერლინში და საფუძველი მომზადდა სტალინისა და ჰიტლერის შეხვედრისთვის. შემდგომ ეს შეხვედრა შედგა კიდეც ლვოვში და მოგვიანებით თავდაუსხმელობის პაქტიც დავდეთ 10 წლით, რომელსაც ჩემი და რიბენტროპის სახელი დაერქვა (მოლოტოვ-რიბენტრობის პაქტი). მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყო, ჰიტლერთან დიპლომატიური ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ინტენსიური იყო. მაგრამ დაზვერვა გვატყობინებდა, რომ ანგლოამერიკელები ყოველმხრივ ცდილობდნენ ჰიტლერის ჩვენზე დატაკებას. მიუხედავად ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევისა, ჰიტლერი უფრო და უფრო მეტად უჯერებდა თავის ოკეანისგაღმელ სპონსორებს და ჩვენთან შემოჭრის დრო ახლოვდებოდა. ჩვენმა ძალისხმევამ მოიტანა ის, რომ 1941 წლის 18 ივნისისთვის სტალინისა და ჰიტლერის პირადი შეხვედრა ჩაინიშნა. ისინი კენიგსბერგში (კალინინგრადში) უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა 17 ივნისს რიბენტროპმა დამირეკა და მითხრა, რომ ფიურემა მოიბოდიშა და შეხვედრაზე ვერ მოვა. მოგვიანებით შეგატყობინებთ შეხვედრის თარიღსო. ოთხი დღის მერე კი ჰიტლერი მუხანათურად დაგვესხა თავს და როგორც შემდგომ შევიტყვეთ, ეს შეხვედრა საერთაშორისო იმპერიალისტებმა ჩაშალეს და მათვე დააჩქარეს ჰიტლერის შემოჭრა, რითაც გერმანია მიწასთან გაასწორეს.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

25 ნოემბერი – 2 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა