რას წარმოადგენდა სტალინის მიერ შემუშავებული „სლავური დოქტრინა“
ავტორი: ნიკა ლაშაური 20 წუთის წინ
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც რუსეთს იმაზე მეტი სიკეთე გაუკეთა, ვიდრე ამ ქვეყნის ყველა მმართველმა ერთად აღებულმა. ამ ადამიანმა, რუსეთი მსოფლიოს სუპერსახელმწიფოდ გადააქცია და დიდების მწვერვალზე აიყვანა.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნებით სტალინი რუსი არ იყო, ჩემი აზრით, ეს ადამიანი ყველაზე მეტს აკეთებდა რუსეთისთვის და ყველა ღონეს ხმარობდა ამ ერისა და ქვეყნის სიდიადისთვის. ამაზე მეტყველებს ამ ადამიანის მთელი რევოლუციური და სახელმწიფო მოღვაწეობა.
სტალინი, გარდა იმისა, რომ უაქტიურესი რევოლუციონერი იყო და ტყვიებზეც არაერთხელ წასულა ჟანდარმერიასთან და „ოხრანკასთან“ შეტაკებისას, ეს კაცი თეორიულ დოტრინებსაც წერდა და კოლეგებთან ინტელექტუალურ პაექრობებში ერთვებოდა. ასეთი რამ რევოლუციონერ მარქსისტებს შორის ჩვეულებრივ პრაქტიკად მიიჩნეოდა. ლენინი ყოველმხრივ ხელს უწყობდა მსგავსი შეკრებებს და იატაკქვეშელები თავიანთ არალეგალურ გამოცემებში ფართოდ შლიდნენ თეორიულ დისკუსიებს. მსგავსი დისკუსია გამოიწვია 1905 წელს 25 წლის სტალინის მიერ გამოქვეყნებულმა დოქტრინამ სლავების ერთობის შესახებ. მასში ახალგაზრდა სტალინი ისტორიული ექსურსიის მეშვეობით ამტკიცებდა, რომ ევროპული ცივილიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში სლავებმა უდიდესი, ამასთან, გადამწყვეტი როლი შეასრულეს და რომ მათი დროშის ქვეშ უნდა გაერთიანებულიყო მთელი პროგრესული საზოგადოება. ამ პუბლიკაციამ მწვავე გაღიზიანება გამოიწვია პროებრაული, პროსიონისტური ძალების ბანაკში და ინტერნაციონალიზმით შენიღბულმა სიონისტებმა სტალინს ველიკორუსულ შოვინიზმში დასდეს ბრალი. თვით ლენინიც კი სტალინის კრიტიკით გამოვიდა „ისკრას“ ფურცლებზე, იმ არალეგალური გაზეთისა, რომლის ერთ-ერთი მთავარი რედაქტორი და სულის ჩამდგმელი თავად სტალინი იყო.
ანასტას მიქოიანი საინტერესო ისტორიას ყვებოდა: „სტალინის სლავურმა დოქტრინამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მაშინ ჯერ კიდევ „კობას“ (სტალინის პარტიული ფსევდონიმი) უფროსი თაობის კრიტიკის ქარცეცხლი დაატყდა თავს. ჩვენ თბილისის ავლაბრის არალეგალურ სტამბაში ვბეჭდავდით პუბლიკაციებს. თავად ვაწყობდით, ვაკორექტირებდით და თავადვე ვავრცელებდით არალეგალურ გაზეთებს. ერთ დღეს ფილიპე მახარაძემ შვეიცარიიდან ლენინის მიერ გადმოგზავნილი სტატია მოიტანა, რომელიც „კობას“ მიერ გამოქვეყნებული დოქტრინის კრიტიკას წარმოადგენდა. „კობამ“ ილიჩის სტატია გულდასმით წაიკითხა, თავი გააქნია და მითხრა:
– გაეცანი, რას წერს ლენინი ჩემი დოქტრინის საწინააღმდეგოდ. აშკარად იგრძნობა აქ სიონისტების ფარული გავლენა ჩვენს ლიდერზე და არც გამიკვირდება, თუკი აღმოჩნდება, რომ ლენინმა ეს პუბლიკაცია სიონისტთა უშუალო ზეწოლის შედეგად შეადგინა.
– ესე იგი, გადავდოთ და არ გამოვაქვეყნოთ? – ვკითხე „კობას“.
– პირიქით. პირველ გვერდზე გაუშვი. ყურადღებით წაიკითხე, რომ შეცდომა არ გაიპაროს და კიდევ რამეში არ დაგვდონ ბრალი სიონისტებმა, რომლებიც ინტერნაციონალიზმით არიან შენიღბულები, – მითხრა „კობამ“.
ჩემ მიერ გადამოწმებული სტატია „კობამ“ ორჯერ გადაიკითხა. ორიგინალს შეადარა. როდესაც დარწმუნდა, შეცდომა არ იყო, დასაბეჭდად შეუშვა და თავადვე ამობეჭდა პირველი ათი ეგზემპლარი.“
და ამის მერე ვინმეს მოუბრუნდება პირში ენა იმის სათქმელად, სტალინი ანტიდემოკრატი და არალოიალური იყო კოლეგებთან მიმართებაშიო? პირიქით, სტალინი ყოველთვის იყო დისკუსიებისა და ნებისმიერი საკითხის ფართო განხილვის მომხრე. ჯერ კიდევ რევოლუციური მოღვაწეობისას მაშინდელ ტიფლისში ხშირად იმართებოდა ხოლმე ფართო მსჯელობა ამა თუ იმ საკითხზე, რაც მწვავე კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე და კობა თავის აზრებსა და იდეებს, რომ იტყვიან, კბილებით იცავდა. სლავურ დოქტრინასთან დაკავშირებითაც მსგავსი რამ მოხდა. ერთია, როცა ეს დისკუსია გაზეთების ფურცლებზე იშლება და მეორე, როდესაც ოპონენტები პირისპირ, ცოცხალ პაექრობაში ერთვებიან. „ისკრის“ დისკუსიას, ეგრეთ წოდებული, „მთაწმინდური“ კამათი მოჰყვა. მთაწმინდაზე ბოლშევიკებს არალეგალური ბინა ჰქონდათ, სადაც სხვადასხვა საკითხის განსახილველად იკრიბებოდნენ. ასეთი შეკრება გაიმართა 1905 წლის ნოემბერში. პროსიონისტი ლიბერმანი სლავურ დოქტრინას აკრიტიკებდა. კობამ მას ბოლომდე მოუსმინა და გამოსვლა რომ დაასრულა, უთხრა: თქვენი იარლიყი ველიკორუსობის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ინტერნაციონალიზმით შეფუთული სიონისტური ბაცილა, რომელიც ცდილობს სხვა დოქტრინების განადგურგებასა და სიონიზმის გაბატონებას“.
შემდგომ, უკვე მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, გაზეთ „პრავდაში“ გამოქვეყნდა სტალინის დიდი სტატია, რომელშიც საბჭოთა ბელადი წერდა: სიონიზმმა, ფაშიზმის ხელშეწყობით, ეშმაკურად სცადა თავისი პრინციპების დამყარება მსოფლიოში, მაგრამ ამჯერად კოვზი ნაცარში ჩაუვარდაო.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან


