ვისი შეცდომების გამოსასწორებლად გზავნიდა ხოლმე ლენინი სტალინს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინი ის ადამიანი იყო, ვინც თავის თანამებრძოლებთან ერთად საკუთარი ზურგით გაიტანა დაჩაგრული ხალხის ტვირთი და საბოლოოდ ისეთი ქვეყანა შექმნა, სადაც თანასწორობის ძალიან მაღალი პროცენტული მაჩვენებელი იყო.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი (სტალინის ბიოგრაფი): „სტალინმა ჯერ იატაკქვეშა არალეგალურ საქმიანობაში მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი, შემდგომ კი – ხელისუფლებაში და არ არსებობდა ბოლშევიკ-რევოლუციონერი, რომელსაც სტალინზე მეტი წვლილი ჰქონდა შეტანილი თანასწორობის საქმეში. სტალინის დაუძინებელი მტერი და ცილისმწამებელი ლევ ტროცკიც კი ვერ მალავდა სტალინის სიდიადეს და წერდა, რომ „კობა“ (სტალინის ძველი პარტიული ფსევდონიმი) პროფესიონალ რევოლუციონერთა ორდენში ყველაზე გამორჩეული პიროვნება იყო. სხვათა შორის, სწორედ ტროცკის შეცდომების გამოსასწორებლად აგზავნიდა ხოლმე ლენინი სტალინს და ეს უკანასკნელიც ღირსეულად ახორციელებდა ამ მისიას... სამოქალაქო ომის დროს ტროცკი სამხედრო მინისტრი იყო. ის მეფის გენერლებს თანამდებობებზე ნიშნავდა და მათ იმედზე იყო. თუმცა, უმეტეს შემთხვევებში ეს პრინციპი არ ამართლებდა. ასეთივე წარუმატებელი იყო ტროცკის სამხედრო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში. ეს რეგიონი ბეღელს წარმოადგენდა და სწორედ იქიდან უნდა შემოსულიყო შუა რუსეთში პური. ლენინმა სტალინი სასურსათო პროგრამის შემსრულებლად დანიშნა. საგანგებო-სამხედრო უფლებამოსილება მიანიჭა და ფრონტზე გაგზავნა... ცარიცინში ჩასულმა სტალინმა 24 საათში დაამყარა წესრიგი. სწრაფი გამოძიება ჩაატარა სამხედრო წარუმატებლობის გამო და მეფისდროინდელი გენერლები თანამდებობებიდან გაათავისუფლა, ზოგიერთი მათგანი კი დახვრიტა. მეთაურებად კლიმენტი ვოროშილოვი და სემიონ ბუდიონი დანიშნა. სტალინისვე ინიციატივით, ბუდიონმა პირველი ცხენოსნური არმია შექმნა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სამოქალაქო ომის წარმატებით დასრულებაში. ცარიცინში განხორციელებულმა ვოიაჟმა ლენინის თვალში სტალინის მნიშვნელობა გააათმაგა და საქმე არა მხოლოდ სასურსათო პროგრამის განხორციელებაში იყო. მან (სტალინმა) ვოროშილოვთან და ბუდიონთან ერთად შეიმუშავა კონტრშეტევის გეგმა. ეს გეგმა დიდი წარმატებით ძალიან სწრაფად განხორციელდა და გათავისუფლდა მთელი სამხრეთ კავკასია, შემდგომ – ყირიმი და საბოლოოდ სამოქალაქო ომი ბოლშევიკთა გამარჯვებით დასრულდა... ცარიცინის ეპოპეის გარდა, ლენინმა სტალინი ციმბირის ფრონტზე გაგზავნა, სადაც ძალიან რთული ვითარება იყო შექმნილი. იქ ადმირალმა ალექსანდრე კოლჩაკმა თავი გამოაცხადა ციმბირის უმაღლეს მმართველად. მას კარგად ორგანიზებული თეთრი გვარდია და ჩეხოსლოვაკიური კორპუსი უჭერდნენ მხარს. საქმე კი ის იყო, რომ ჩეხოსლოვაკიელებმა ყაზანიდან რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგის 30 პროცენტი გაიტაცეს და მისი ნახევარი სამშობლოში წაიღეს, ნაწილი კი სტალინმა მოსკოვში ჩაიტანა. მაგრამ ნაწილი უგზოუკვლოდ გაქრა. სტალინის ძალისხმევით, ადმირალ კოლჩაკის შეპყრობა მოხერხდა და ის სიკვდილით დასაჯეს. ციმბირი კი ბოლშევიკური გახდა. იქ მმართველებად ახალი მთავრობის წარმომადგენლები დანიშნეს და ამაში მთავარი როლი სტალინს მიუძღოდა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც სტალინმა ჩეხოსლოვაკია ფაშისტებისგან გაწმინდა, საბჭოთა ბელადმა ჩეხოსლოვაკიიდან რუსეთის იმპერიის ოქროს მარაგის გატაცებული ნაწილი დაიბრუნა. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „სტალინმა პრაღაში შესვლის წინ და ჩეხოსლოვაკიის გათავისუფლების ოპერაციის დაწყებამდე მხედართმთავრებს უთხრა, რომ მათ საცავებში რუსეთის, ესე იგი, საბჭოთა კავშირის კუთვნილი ოქროს ზოდები ინახებოდა და ის უკლებლივ ჩამოეტანათ მოსკოვში. გარდა ამისა, სტალინისვე ბრძანებით განხორციელდა ჩეხოსლოვაკიის სამხედრო მრეწველობის კონფისკაცია 50 წლით. ეს კი იმიტომ ბრძანა, რომ ეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი რუსეთიდან გატაცებული ოქროს მეშვეობით აშენდა“.
საბჭოთა ბელადი უპასუხოდ არც ცუდს ტოვებდა და არც კარგს. ყველას თავისას მიუზღავდა ხოლმე. ყველამ იცოდა, რომ თუკი სტალინს უსამართლოდ მოექცეოდა, თავად ბევრად უფრო მეტ ზიანს მიიღებდა. ჰიტლერი თავის ბუნკერულ დღიურებში წერდა: „საბჭოთა ბელადთან რომ საერთო ენა გამომენახა და ის ერთობლივ მოქმედებებზე დამეყოლიებინა, მაშინ მივიღებდით უმძლავრეს სლავურ-არიულ იმპერიას. ახლა კი რაიხი ნანგრევებში ღაფავს სულს. სტალინის წითელი იმპერია კი აღორძინების გზაზეა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




