როგორ შეასუსტა სტალინმა ახლო აღმოსავლეთ აზიაში ამერიკა
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ სტალინი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო და მას უშრეტი ინტელექტუალური რესურსი ჰქონდა. საბჭოთა ბელადი რა საქმესაც მოჰკიდებდა ხელს, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გამოსდიოდა.
იაკობ კედმი: „სტალინი დაბადებიდან პოლიტიკოსი იყო – ასე იტყვიან ხოლმე იმ ადამიანებზე, ვისაც გამორჩეული პოლიტიკური და დიპლომატიური ნიჭი ჰქონდათ. სწორედ ასეთ კატეგორიას ეკუთვნოდა სტალინი და ასეთებშიც ვერავინ ეცილებოდა პირველობას. როგორც უინსტონ ჩერჩილი განსაზღვრავდა, სტალინი გეოპოლიტიკოსი არ იყო, მაგრამ ამ სფეროში არაფერი ეშლებოდა. სწორედ ჩერჩილთან დაპირისპირებაში ყალიბდებოდა ის სტალინური გეოპოლტიკა, რამაც ორ იდეოლოგიურ ბანაკს შორის მძაფრი დაპირისპირება გამოიწვია.
1950 წელს, მას მერე, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტოთი უარყო სტალინის გლობალური უსაფრთხოების კონცეფცია, საბჭოთა ბელადი სათადარიგო გეგმის განხორციელებას შეუდგა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში დიდი სტრატეგიული ინტერესები ჰქონდა. მას (ამერიკის შეერთებულ შტატებს) მთელი ამ რეგიონის ხელში ჩაგდება სურდა. ჩვენ ეს ვიცოდით და სტალინმა ჯერ ტრუმენს გაუგზავნა პირადი წერილი და მშვიდობიანი თანაცხოვრება – ურთიერთთანამშრომლობა შესთავაზა. გაეროში კი რეზოლუცია შეიტანა. ტრუმენმა და ამერიკამ ეს ყოველივე კატეგორიულად უარყვეს და ჩვენ იძულებული გავხდით, სხვა ზომებისთვის მიგვემართა. სანამ საბოლოო მოქმედებას დავიწყებდით, სტალინმა დამიბარა და მითხრა:
– გრომიკოს დაუკავშირდი და ჩემი სახელით გადაეცი, რომ თეთრ სახლში ტრუმენს შეხვდეს და ჩემი შეთავაზება გადასცეს. უთხრას პრეზიდენტს, რომ მშვიდობიანი მსოფლიო გაცილებით ჯობია აბობოქრებულსა და უწესრიგოს. ჩვენი ორი დიადი ქვეყანა მსოფლიო მშვიდობის გარანტად უნდა გამოვიდეთ და კარგად გაიაზროს ჩემი ინიციატივა.
– კარგი. ვეტყვი. თუმცა, დიდი მოლოდინი არ მაქვს, – ვუთხარი სტალინს.
– მე ხომ, რა თქმა უნდა, მაქვს, – ირონიით დაამატა სტალინმა.
– აბა, რა საჭიროა ეს?
– პროცედურა უნდა დავიცვათ. ერთხელ ნაფიქრი შეიძლება, მცდარი იყოს და ოპონენტს მეორე შანსიც უნდა მივცეთ. და სანამ გრომიკო თეთრ სახლში ჩემს სიტყვას მიიტანს, მაო უნდა მოვამზადოთ აქტიურობისთვის.
ტრუმენმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავისი უარი დაადასტურა. მაომ კი, თავის არმიასთან ერთად, კორეის ტერიტორიული მთლიანობის საბაბით, ამ ქვეყნის საზღვარი გადალახა და კორეის ომიც დაიწყო. შემდგომ კორეა ორად გაიყო და ამერიკამ თავისი ამბიციები მხოლოდ 40 პროცენტით დაიკმაყოფილა.“
იაკობ კედმი: „ჯერ კიდევ ცოცხალი იყო სტალინი და კორეის ომიც მიმდინარეობდა, როცა ამერიკელები თავში ხელს იცემდნენ. ტრუმენი კი თავის მემუარებში ამის შესახებ წერდა: „უარესი გამოვიდა. სტალინმა ჩვენს აზიურ გეოპოლიტიკურ ინტერესს მაოს ჩინეთი დაუპირისპირა. ეს აღმოსავლელი დიქტატორი მაო შესანიშნავად მოერგო სტალინის გეგმებს და აღმოსავლეთ აზიაში მთავარი მოთამაშე გახდა. ვნანობ, რომ საბჭოთა ლიდერის ინიციატივა უარვყავი როგორც პირად, ასევე „გაეროს“ დონეზე.“
მაოს პარალელურად, აღმოსავლეთ აზიაში კიდევ ერთი ძლიერი ლიდერი ჩამოყალიბდა. ეს იყო ვიეტნამელი ხო ში მინი. ისიც სტალინის მიერ იყო დაწინაურებული და ძალიან დიდ ძალას წარმოადგენდა ჯერ ფრანგების, შემდგომ კი ამერიკელების წინააღმდეგ. განა შემთხვევითი იყო, რომ დასავლეთმა ვიეტნამში ორი ომი წააგო. ჯერ ფრანგები გამოაპანღურეს იქიდან, შემდგომ კი – ამერიკელები. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, მსოფლიოში ჯაჭვური რეაქცია მოჰყვა – დაინახეს რა სტალინის ძალა და პოტენციალი, ამერიკელებს ბევრმა უგანა და ან პოსტსტალინური პოზიცია დაიკავეს ან ნეიტრალური. 1960 წლისთვის მსოფლიოში ამერიკული ჰეგემონია და გავლენა მნიშვნელოვნად შესუსტდა. სტალინის მიერ გაშვებული ანტიდასავლური ვაქცინა უებრად მოქმედებდა. მართალია საბჭოთა ბელადი უკვე აღარ იყო ცოცხალი, მაგრამ რომ იტყვიან, მისი საქმეები ცოცხლობდა.
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „1953 წლის 9 მარტს პროგრესული მსოფლიო დაობლდა. იმ დღეს გარდაიცვალა დიდი სტალინი და მართალია, ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მისმა საქმეებმა გაგრძელება ჰპოვა. სამწუხაროა მხოლოდ ის, რომ ეს გაგრძელება და სტალინური პრინციპების ერთგულება ჩინეთმა, ალბანეთმა და სხვა ქვეყნებმა დაიცვეს, ჩვენ კი ის უგულებელვყავით. ვნანობ, რომ ამ ხალხში მეც ვიყავი გარეული.“
ღრმა მოხუცი მოლოტოვი სიმართლეს ამბობდა. ამ ყველაფერს ქვეყნის დაშლა მოჰყვა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



