ბელადები

რა მთავარი პრინციპი დაუდო საფუძვლად ბერიამ საიდუმლო პროექტებს

№31

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერია, საბჭოთა
კავშირის მარშალი,
სოციალისტური შრომის
გმირი
დაკოპირებულია

ლავრენტი პავლეს ძე ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც საბჭოთა ქვეყნის აღორძინებაში ლომის წილი მიუძღვის და ქვეყნისთვის ყველა გადამწყვეტ მომენტში მთავარი როლი აქვს შესრულებული.

პროფესორი იური პეტროვი: „ლავრენტი ბერია, ნატურით, საქმიანი ადამიანი იყო და ყველა საქმეში სქემატურად მოქმედებდა. ადგენდა გეგმებს. ქმნიდა სქემებს და სამუშაოს შესრულებასაც თავად აკონტროლებდა, რისთვისაც სტალინისგან აბსოლუტურ ძალაუფლებას იღებდა. ეს ძალაუფლება კი ბერიას თვითმიზანი არ ყოფილა, არამედ კონტროლისთვის და საქმის ბრწყინვალედ განხორციელებისთვის იყო საჭირო. ბერიას სისტემა, ანუ სქემატურობა, საქმიან, გონიერ, კრეატიულ და ერთგულ ადამიანებზე იყო დაფუძნებული. ასეთ ადამიანებს ბერია პირადად არჩევდა და რომ იტყვიან, სისტემაში მათ ინტეგრირებას ახდენდა. ამაზე მეტყველებს ბერიას ყველა საქმე და მათი თანამიმდევრულობა. რაც ბერიას ბიოგრაფიაში მკვეთრად გამოიხატებოდა. ჯერ იყო და ასეთი სისტემურობა ბერიამ ბაქოს იატაკქვეშეთში გამოავლინა. სრულიად ნორჩმა, 17 წლის ლავრენტი ბერიამ ბაქოს იატაკქვეშეთის არალეგალური სისტემა ჭადრაკული პრინციპით ააგო. ამ სისტემის ყველა რგოლი თავისთავად მნიშვნელოვანი იყო. ყოველი იატაკქვეშელი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ და ჩავარდნის შემთხვევაში პოლიციას მხოლოდ ერთი ადამიანი ეყოლებოდა დამნაშავე. სამაგიეროდ, ამ საჭადრაკო დაფის ყველა მონაწილეს მხოლოდ და მხოლოდ ბერია აკონტროლებდა ერთპიროვნულად და ასეთი სისტემურობა ყოველთვის წარმატების მომტანი იყო საქმეში. ზუსტად ასეთი პრინციპით ააგო ბერიამ „ენკავედეს“ ახალი სისტემაც და რუსეთის დღევანდელი უშიშროება დღესაც ამ სქემით მუშაობს. ბერიას მიერ 1930-1940-იან წლებში შექმნილი ჯაშუშთა დინასტიები კი მთელ მსოფლიოშია გადანაწილებული და ისინი რუსეთის ფედერაციაზე მუშაობენ. ასეთი ჭადრაკული სისტემით ხორციელდებოდა საბჭოთა ატომური ჯაშუშობა. ამ თემაზე ბოლო წლებში მრავალი პუბლიკაცია დაიბეჭდა. არაერთი ფილმი გადაიღეს და თითქოს ყველაფერია ცნობილი, მაგრამ ასე სულაც არაა. ბერიამ ატომური ჯაშუშობის სისტემა ჭადრაკული სქემით ააგო. და ამას დაუმატა ორმაგი და სამმაგი დაზვერვა. ეს კი სქემატურად ასე გამოიყურება: კონკრეტული ატომური საიდუმლოების მოპოვება ხორციელდებოდა ორი, ზოგჯერ კი სამი დამოუკიდებელი აგენტის მეშვეობით. ეს აგენტები ამ პრინციპიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ერთმანეთს არ იცნობდნენ. შემდეგ მოპოვებული ინფორმაციები საბოლოოდ ეგორ ვასილის ძე კურჩატოვის ხელში იყრიდა თავს. აკადემიკოსი ყველა მათგანს ეცნობოდა, აანალიზებდა და რწმუნდებოდა მათ სისწორეში. ეს იყო, ეგრეთ წოდებული, ინფორმაციული დაზღვევის ორმაგ-სამმაგი სისტემა და მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ სპეცსამსახურს არ გააჩნდა. ეს უშუალოდ ბერიას ინოვაცია იყო და განსაკუთრებული ეფექტურობით გამოირჩეოდა. ორმაგობის სისტემას ლავრენტი ბერია ყველა საიდუმლო პროექტში იყენებდა. განსაკუთრებით კი ასეთი რამ ქარხნების დუბლირებით მშენებლობისას განხორციელდა. ბერიას უშუალო მეთაურობით, არა მარტო ორ-ორი საჭირო საწარმო შენდებოდა, არამედ შენდებოდა, უფრო სწორად, იქმნებოდა ისეთი ასაწყობ-დასაშლელი ქარხნები, სამხედრო პროფილით, რომელთა ტრანსპორტირება ძალიან სწრაფად და ძალიან დიდ მანძილზე იყო შესაძლებელი. სწორედ ამ პრინციპის შედეგად მოახერხა ბერიამ საბჭოთა სამხედრო მრეწველობის გადატანა, სულ რაღაც, არასრულ ორ თვეში ქვეყნის ევროპული ნაწილიდან ურალის მთებს მიღმა. ბერიას ყოველთვის ყველა საქმეში როგორც ადამიანური რესურსების, ასევე მოწყობილობებისა და სხვათა კუთხით, სათადარიგო, დუბლიორი და სრულფასოვანი შემცვლელი ჰყავდა სპეციალური ოპერაციების ჩასატარებლად, ამ პრინციპს გეგმა „ბ“ ეწოდება. ბერიას კი ყოველ საქმეში გეგმა „გ“ ჰქონდა. ამის ნათელი მაგალითია ლევ ტროცკის ლიკვიდაციის გეგმა. ამ ოპერაციის საერთო სახელწოდება იყო „უტკა“ (იხვი). ამ ოპერაციის პირველი ვარიანტი – ტროცკის ჩაცხრილვა – არ განხორციელდა და ის სიკვდილს გადაურჩა. ჩაერთო მეორე გეგმა და აგენტმა მამაკაცმა ტროცკი წერაქვით მოკლა. მაგრამ მეორე გეგმაც რომ არ განხორციელებულიყო, გეგმა „გ“ უეჭველად მოიტანდა შედეგს. ამ გეგმის მიხედვით, აგენტი იტაცებდა სამხედრო ბომბდამშენს და ტროცკის სახლში ბომბს ჩამოაგდებდა, ამას კი უამრავი მსხვერპლი მოჰყვებოდა. თუმცა, ასეთი რამ საჭირო აღარ გახდა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

6–12 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი