ბელადები

ვის რა შეღავათებს უწევდა სტალინი და რატომ

№39

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 08.10

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი იყო „სახელმწიფოს კაცი“ („გასუდარტსტვენნიკ“), ადამიანი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ თავის მმართველობაში მყოფ სახელმწიფოსა და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების საკეთილდღეოდ მოღვაწეობდა.

იაკობ კედმი: „სტალინი იყო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და დიდი სახელმწიფოს მმართველი 30 წლის განმავლობაში, თუმცა მას არასდროს ჰქონია საკუთარი საბანკო ანგარიში, მით უმეტეს, საზღვარგარეთ. მის შთამომავლებს არ დარჩენიათ არანაირი ქონება. ხოლო სტალინი რომ გარდაიცვალა, მის პირად ქონებას შეადგენდა ორი ცალი კიტელი. ერთი წყვილი გაცვეთილი ჩექმა, რომელთაგანაც ერთი გახეული იყო და ორი წყვილი დაკემსილი წინდა... სამაგიეროდ, სტალინმა დატოვა მდიდარი, თერმობირთვიანი, სამართლიანი ქვეყანა. ამ სახელმწიფოში ყველა თანაბარი იყო კანონის წინაშე. და ვინც ამ კანონს დაარღვევდა, უმკაცრესად ისჯებოდა. სტალინი ძალიან პრინციპული, გონიერი პოლიტიკოსი იყო და ის ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა ისეთს, რომელსაც შეეძლო თუნდაც მცირეოდენი ზიანი მიეყენებინა საბჭოთა კავშირისთვის. ეს უკვე მომავალში, სტალინის გარდაცვალების მერე დაასხდნენ კისერზე საბჭოთა კავშირს მუქთამჭამელები და უამრავი ფულადი სახსრები და რესურსები მიჰქონდათ სახლებში. სტალინის დროს კი ასეთი რამ დაუშვებელი იყო. საბჭოთა ბელადს უმკაცრესი პოლიტიკურ-ეკონომიკური გათვლები ჰქონდა. სტალინის მითითებით, დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც მტრულად იყვნენ განწყობილი საბჭოთა კავშირის მიმართ, ვერანაირ შეღავათს ვერ იღებდნენ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისას. და ასეთი ქვეყნები სამჯერ უფრო ძვირად ყიდულობდნენ საბჭოთა რესურსებს (ხე-ტყეს, წიაღისეულს, ბეწვეულს და ასე შემდეგ) ვიდრე, ეგრეთ წოდებული, პროსაბჭოთა სოციალისტური ქვეყნები და აქაც ერთი დაზუსტებაა საჭირო, ანუ ის სოციალისტური ქვეყნები, სადაც საბჭოთა არმიის ბაზები მდებარეობდა. ანუ, საბჭოთა კავშირი რუმინეთთან, სადაც საბჭოთა კავშირის ჯარის ქვედანაყოფი არ იდგა, ისე ვაჭრობდა, როგორც საფრანგეთთან.

საბჭოთა ბელადისთვის სახელმწიფოებრივ ასპექტში წვრილმანები არ არსებობდა. სტალინი საერთაშორისო ურთიერთობებში აბსოლუტურად ყველაფერს აქცევდა ყურადღებას. ამის ნათელი მაგალითია შემთხვევა, რომელიც 1940 წლის 4 ივლისს მოხდა მოსკოვში. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა იმართებოდა. ამ საზეიმო მიღებაზე, რა თქმა უნდა, დაპატიჟებული იყო სტალინი. ზოგადად, საბჭოთა ბელადი ასეთ ღონისძიებებს არ ესწრებოდა ხოლმე და ყოველთვის მოლოტოვს აგზავნიდა. ამჯერად კი თავად წავიდა, იმიტომ რომ მას პირადად პრეზიდენტმა რუზველტმა დაურეკა და სთხოვა, ამ ღონისძიებას პირადად დასწრებოდა. ამერიკელებს საელჩოს ეზოში ადგილები რიგითობის მიხედვით ჰქონდათ დანომრილი, სადაც დამსწრე სტუმრები უნდა დამდგარიყვნენ და მათ ელჩი ხელის ჩამორთმევით მისალმებოდა, შემდგომ კი შეხვედრის საზეიმო ნაწილიც იწყებოდა. როდესაც სტალინმა ფეხი შედგა საელჩოს ეზოში და დაინახა, რომ საბჭოთა სტუმრისთვის მხოლოდ მეორე რიგითი ნომერი იყო გამოყოფილი, პირველი ნომერი კი – ფაშისტური გერმანიის წარმომადგენლისთვის, ის მკვეთრად შებრუნდა და კრემლში დაბრუნდა. მალევე საბჭოთა მეთაურს რუზველტმა დაურეკა და ათასი ბოდიში მოუხადა. თან, უმორჩილესად სთხოვა, შეხვედრაზე დაბრუნებულიყო. სტალინმა თავის ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ამ ზარისთვის. მიულოცა ეროვნული დღესასწაული, მაგრამ უკან დაბრუნებაზე სასტიკი უარი განაცხადა. იქ ვიაჩესლავ მოლოტოვი გაგზავნა. მოლოტოვი საელჩოში პირველ პოზიციაზე მიიღეს, მეორეზე კი – ფაშისტური გერმანიის წარმომადგენელი.

იოსებ სტალინი პიროვნულად, ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან უშუალო იყო, რომ იტყვიან, ბავშვთან – ბავშვი და დიდთან – დიდი, მაგრამ როცა საქმე საერთაშორისო ურთიერთობებს ეხებოდა, იქ სულ სხვაგვარად მოქმედებდა. სტალინი მიიჩნევდა, რომ დიადი ქვეყნის მმართველი იყო და ფიქრობდა, რომ ამ ქვეყანასა და მის წარმომადგენლებს ყველა დიდი პატივისცემით უნდა მოქცეოდა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი