სად გაქრა სტალინის პოლიტიკური ანდერძი
ავტორი: ნიკა ლაშაური 44 წუთის წინ
იოსებ სტალინი გენიალური მმართველი იყო. მან კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერია ააშენა. ის ამ იმპერიის არა მარტო არქიტექტორ-მშენებელი, არამედ განმავითარებელ-შემნახველიც იყო. ამიტომ, აქედან გამომდინარე, არ შეიძლებოდა, რომ პოლიტიკური ანდერძი არ დაეტოვებინა, რომლის ძებნაც დღემდე გრძელდება.
ვიქტორ სტარიკოვი: „ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც პირველად მოვკარი ყური სტალინის მიერ დაწერილ პოლიტიკურ ანდერძს, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე დაკარგულადაა მიჩნეული. მავანნი ამტკიცებდნენ, არანაირი პოლიტიკური ანდერძი არ არსებობსო. თუმცა, გამორიცხულია, რომ სტალინს ასეთი ანდერძი არ დაეწერა. დიახ, ეს უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობს იქიდან, რომ სტალინისეულ სისტემას სტალინი თუ არა, სტალინთან მიახლოებული მმართველი თუ გაუძღვებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ეს სახელმწიფო, ანუ საბჭოთა კავშირი, განწირული იყო და საბოლოოდ მართლაც მასე მოხდა“.
გენერალ-პოლკოვნიკი ჟუხრაი იხსენებდა: „სტალინი კუნცევოს აგარაკზე თითქმის ყოველდღე იღებდა ვიზიტორებს. ისინი სხვადასხვა სფეროსა და ასაკისანი იყვნენ. და როგორც ჩემი დაკვირვებებიდან ვასკვნი, ბელადი თითოეულ მათგანს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა. ზოგადად, სტალინი ძალიან დაკვირვებული ადამიანი იყო. მაგრამ მე მხედველობაში მაქვს 50-იანი წლების დასაწყისი – მის გარდაცვალებამდე, ანუ, ამ პერიოდის ვიზიტორები და ვფიქრობ, რომ საბჭოთა ბელადის ასეთი სკურპულოზური დაკვირვებების მიზეზი იყო პოლიტიკური მემკვიდრის შერჩევა და ამ მემკვიდრის ვინაობა სტალინს თავის პოლიტიკურ ანდერძში უნდა აესახა, რომელიც ბელადს 1953 წლის 5 მარტისთვის (სტალინის გარდაცვალების დღე) უკვე კარგა ხნის დაწერილი და შენახული ჰქონდა თავის ცეცხლგამძლე სეიფში, რომელიც იმ ოთახში იდგა, სადაც ბელადმა სასიკვდილო დარტყმა მიიღო და ის იატაკზე მწოლიარე იპოვეს. როგორც შემდგომ გაირკვა, სტალინის გარდაცვალებისთანავე ეს სეიფი მთლიანად გაქრა ოთახიდან. ბუნებრივია, გაქრა მისი შიგთავსიც. ჩემი ღრმა რწმენით, იქ ინახებოდა დიდი ბელადის პოლიტიკური ანდერძიც, რომელშიც სტალინის არა მარტო მემკვიდრის სახელი ეწერა, არამედ მოქმედების მომავალი გეგმა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზეც“.
სტარიკოვი: „გენერალ-პოლკოვნიკი ჟუხრაი აბსოლუტურად სწორად განსაზღვრავს, როცა ამბობს, გამქრალ სეიფში ბელადის პოლიტიკური ანდერძი იყო მოთავსებული და იქ მემკვიდრის ვინაობაც ეწერა და ქვეყნის შიდა და გარე კურსიც იყო განსაზღვრულიო. არ გამოვრიცხავ, რომ ჟუხრაის ეს ანდერძი წაკითხული ჰქონოდა და ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ამას არ ამხელდა. თუმცა, 2005 წელს ერთი სენსაციური ინფორმაცია გავრცელდა, თან ძალიან საინტერესო შინაარსის. ცოტა შორიდან მოვუვლი. კუნცევოში სტალინის აგარაკის დიასახლისად ვალენტინა ისტომინა მუშაობდა. დადიოდა ხმები, რომ ისტომინა სტალინის საიდუმლო ცოლი იყო. ერთი სიტყვით, 2005 წელს ისტომინას ძმისშვილმა (თავად ვალენტინა გაუთხოვარი იყო და მან დიდხანს იცოცხლა) გამოამზეურა სტალინის პოლიტიკური ანდერძის შავი ნაწერი. როგორც იგორ ისტომინი ამბობს, ეს შავი ნაწერი ვალენტინა ისტომინამ სანაგვედან დახეული ამოიღო. შეაწება და როდესაც კვდებოდა, თავის ძმისშვილს გადასცა და უთხრა: გაუფრთხილდი, როგორც რელიკვიას. ეს ფურცლები დიდი სტალინის ხელითაა დაწერილიო. გამომზეურებული ფურცლები მართლაც „სკოჩითაა“ გამთელებული (ეს მოგვიანებით. მანამდე კი ეს ნახევი ფურცლები ვალენტინა ისტომინამ ქაღალდის წებოთი გაამთელა). ამ წლებისგან გაყვითლებულ ფურცლებზე სტალინის კალიგრაფიით (მართალია, კალიგრაფიული ექსპერტიზა არ ჩატარებულა, მაგრამ ერთი ერთში ჰგავს სტალინისას) წერია ის, რომ თავის მემკვიდრედ ბერიას მოიაზრებს. და, რომ ბერიამ უნდა გაატაროს მკაცრი შიდა და საერთაშორისო პოლიტიკა. ბელადის აზრით, შიდა პოლიტიკაში პრიორიტეტები უნდა იყოს საბჭოთა ადამიანის იდეოლოგიურ-პოლიტიკური სიმტკიცის გაძლიერება, დაუნდობელი ბრძოლა მექრთამეობასთან და საბოტაჟთან... და ყოველივე ამასთან ერთად კი მშრომელი ადამიანის სოციალური მდგომარეობის რადიკალურად გაუმჯობესება. პრიორიტეტად კი უნდა ყოფილიყო თითოეული ოჯახისთვის პერსონალური ბინის მიცემა. ხოლო, რაც შეეხებოდა საერთაშორისო პოლიტიკას, სტალინი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ დასავლეთისთვის ერთი გოჯიც კი არ დაეთმოთ და ეს არდათმობა, პირველ რიგში, უნდა შეხებოდა, როგორც სამხედრო გეოპოლიტიკას, ასევე ეკონომიკურ-მონეტარულ პოლიტიკასაც. იმავე ფურცლებზე გარკვევით იყო მითითებული, რომ თუკი დასავლეთსა და „ნატოს“ ბლოკს სისუსტეს უჩვენებდნენ ამ ფუნდამენტურ საკითხებში, მაშინ საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ამგვარად, სტალინმა ეს ჯერ კიდევ 50 წლით ადრე იწინასწარმეტყველა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




