ბელადები

რატომ არ გააჭრევინა როკის გვირაბი ლავრენტი ბერიამ

№36

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია უმაღლესი რანგის საბჭოთა ხელმძღვანელი იყო. ის თავისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, განსაკუთრებული ნიჭითა და სითამამით იყო დაჯილდოებული და ყოველთვის აღწევდა დასახულ მიზანს.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „ერთი შეხედვით პარადოქსულია ის, რომ ლავრენტი ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლოზე სახელმწიფოს საბოტაჟის ბრალდება წაუყენეს. იმ ადამიანს, ვინც ქვეყანას ატომური ბომბი მოუპოვა, ვინც ქვეყანას ზეძლიერი სარაკეტო სისტემები შეუქმნა და საბჭოთა კავშირი მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყნად გადააქცია და საბოტაჟის ბრალდების ერთ-ერთი პუნქტი, ეგრეთ წოდებული როკის გვირაბის საქმეს ეხებოდა.

როკის გვირაბი საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელია, რომელიც სამხრეთ ოსეთზე გადის. ესაა უმოკლესი გზა და ჯერ კიდევ მეფის რუსეთში არსებობდა ამის პროექტი, თუმცა ჩაიშალა... ის მეოცე საუკუნის 70-იან 80-იან წლებში, შევარდნაძის მმართველობის დროს მაინც განხორციელდა. თუმცა, ბერიამ, 30-იან წლებში ხელი შეუშალა ამ გვირაბის გაჭრას და სწორედ ეს ჩაუთვალა ხრუშჩოვმა მას (ბერიას) საბოტაჟად. სამხედრო თვალსაზრისით, როკის გვირაბი უდიდესი სტრატეგრიული მნიშვნელობისაა და ეს 2008 წელს კარგად გამოჩნდა, როდესაც რუსეთის არმია ძალიან სწრაფად შემოვიდა საქართველოში. მე, როგორც რუსეთის მოქალაქეს, როკის გვირაბის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ, მოდი, შევხედოთ ამას ბერიას თვალით. ეს ადამიანი ძალიან ჭკვიანი და წინდახედული იყო. როგორც ეტყობა, გაითვალისწინა, რომ შეიძლება მომხდარიყო ის, რაც 90-იან წლებში მოხდა და ამ გვირაბის გაჭრას სწორედ ამიტომაც შეუშალა ხელი. რაღაც აბდაუბდა გამოდის შევარდნაძემ, რომელსაც გორბაჩოვთან ერთად, ლომის წილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის დაშლაში და შემდგომ თავს დებდა ქართულ პატრიოტიზმზე, როკის გვირაბის გაჭრაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ხოლო ბერიამ კი, ვინც საბჭოთა კავშირი და რუსეთი არნახულად გააძლიერა, სტალინის პერიოდში შეუშალა ხელი ამ პროექტის განხორციელებას. აქედან ადვილადაა გასაკეთებელი სწორი დასკვნა. შევარდნაძე პირწავარდნილი კარიერისტი, რუსეთის მონა და საქართველოს მტერი იყო. ბერია კი ნამდვილი ქართველი პატრიოტი და ადამიანი, ვინც ახერხებდა იმდენს, რომ სტალინი მას (ბერიას) დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას აძლევდა.

რა ბერიასთან მოსატანი და შესადარებელია შევარდნაძე, მაგრამ ერთს ვიტყვი, ბერია ტოტალიტარული სახელმწიფოს საშინელ მონსტრადაა წარმოდგენილი და ბერიათი დღემდე აშინებენ ადამიანებს. შევარდნაძე კი მტკიცე დემოკრატად და ლამის კრავადაა გამოსახული. თუმცა, ყოველივე ეს მტკნარი სიცრუეა. შევარდნაძე ეშმაკი და არაინტელექტუალი, ყოვლის მკადრებელი კაცი იყო. ბერია კი უმაღლესი ინტელექტუალი და კოლეგიალური. მუშაობის პერიოდში ნამდვილი დემოკრატი და ჭკვიანი ხალხის წამხალისებელი და დამწინაურებელი... შევარდნაძემ საქართველოს უდიდესი ზიანი მიაყენა. ბერიმ კი საქართველო განვითარებულ, მოწინავე რესპუბლიკად გადააქცია და ნამდვილად დიდ პატივისცემას იმსახურებს. განსხვავებით შევარდნაძისგან. ამას ვწერ მე, რუსი მწერალი, რომლისთვისაც ბერია გმირს წარმოადგენს. შევარდნაძე კი უკიდურეს ნაძირალას, მტერს.

ლავრენტი პავლეს ძე ბერია მართალია, ქართველი პატრიოტი იყო და თავის სამშობლოსა და ხალხს სხვებზე წინ აყენებდა. მაგრამ ეს კაცი არასდროს მოქცეულა უსამართლოდ სხვა ერებს და თავის თანამდებობრივ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა კავკასიაში. განსხვავებით თავისი პოლიტბიუროელი კოლეგებისგან, მაგალითად, ნიკიტა ხრუშჩოვისგან. ეს ვიგინდარა, ნაძირალა კაცი ჯერ იყო და უკრაინელების გაწყვეტით იყო დაკავებული, ასობით ათასობით ადამიანის დახვრეტას აწერდა ხელს და მოითხოვდა, უფრო მეტის განადგურებას. და სტალინს რომ არ შეეჩერებინა ის, ალბათ ეს რიცხვი მილიონებს მიაღწევდა. შემდგომ კი უკრაინელებისთვის ტერიტორიების უკანონო გადაცემას მიჰყო ხელი და მათ ყირიმი გადასცა, რომელიც რუსეთს ეკუთვნოდა და ჩემმა ერმა ის დიდი ბრძოლისა და მსხვერპლის ფასად წაართვა თურქეთს... ნიშანდობლივია, რომ ლავრენტრი პავლეს ძე ძირძველი ქართული მიწების დაბრუნებას გეგმავდა და რომ არა მისი (ბერიას) ვერაგული მკვლელობა, თურქეთის მფლობელობაში ამჟამად მყოფი მიწები, საქართველოსი იქნებოდა. ერთი სიტყვით, ლავრენტი ბერიას საბოტაჟად ჩაუთვალეს ის, რაც ნამდვილად ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნიდა და ამ საბაბით არ გააჭრევინა როკის გვირაბი, ხოლო ნაძირალა ხრუშჩოვი ყირიმის უკრაინის გადაცემისვის და გორბაჩოვ-შევარდნაძე კი საბჭოთა კავშირის დაშლისთვის გმირი დე:მოკრატები არიან. ასე ხორციელდება დღევანდელი სამართალი და წარსულში დაშვებული შეცდომები ათწლეულების შემდეგ ისხამენ შხამიან ნაყოფს. ამის დასტური კი უკრაინასთან ომია, რომელიც უკვე მეხუთე წელია გრძელდება.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი