ვის აშენებინებდა ბერია საიდუმლო ობიექტებს
ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 08.03
ბერია, რა თქმა უნდა, სტალინთან ერთად, დიდი აღმაშენებელი იყო და ამ უნიკალურმა პიროვნებამ თავისი კარიერის განმავლობაში იმდენი დიდი საქმე გააკეთა, რაც ათ ცნობილ სახელმწიფო მოღვაწეს ეყოფოდა...
იაკობ კედმი: „ბერიას მიერ განხორციელებულ პროექტებს დღემდე იყენებს რუსეთის ფედერაცია. და რომ არაფერი ვთქვათ ატომურ-სარაკეტო და სხვა პროექტებზე, მარტო საიდუმლო ქალაქის მშენებლობა რად ღირს... 1950 წლის იანვარში, დათოვლილ და გაყინულ ციმბირულ ტაიგაში, უზარმაზარ ტერიტორიაზე საიდუმლო ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელიც საბუთებში „ტგ–ით“ იყო მოხსენებული, რაც აბრევიატურას წარმოადგენდა და საიდუმლო ქალაქს (რჭéíûé ჯîðîჰ) ნიშნავდა. ეს იყო უზარმაზარი მიწისქვეშა ქალაქი, თავისი ელექტროსადგურით, ბუნკერებით, სურსათის უზარმაზარი მარაგითა და მილიონ კაცზე გათვლილი საცხოვრებლით. მთავარი კი ის იყო, რომ ეს მიწისქვეშა ქალაქი წარმოადგენს სამართავ პუნქტს ატომური ომის შემთხვევაში და იქიდან შესაძლებელია ქვეყნის ეფექტური მართვაც. ეს ქალაქი უძლებს უმძლავრეს ატომურ დარტყმას და წარმოადგენს არა მხოლოდ მეოცე საუკუნის 50-იანი წლების საინჟინრო სასწაულს, არამედ ანალოგი არ გააჩნია დღესდღეობითაც. უბრალოდ, იმ ბუნკერ-ქალაქში უკვე თანამედროვე ელექტრონული და სამხედრო ტექნოლოგიებია დანერგილი და, ნიშანდობლივია ის, რომ დღემდე არავინ იცის, თუ სად მდებარეობს ეს ქალაქი. მას ვერც კოსმოსური თანამგზავრები აფიქსირებენ. სხვათა შორის, ეს ქალაქია, რომელზეც უცხოელი ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში რუსეთის პრეზიდენტი იმყოფებაო... სხვათა შორის, ციმბირის საიდუმლო ქალაქის მთავარი მშენებელი მარშალი არჩილ გელოვანი იყო. ეს ბრწყინვალე ქართველი ინჟინერ-მშენებელი ლავრენტი ბერიამ აღმოაჩინა, დააწინაურა და უამრავი საიდუმლო-სამხედრო ობიექტი ააშენებინა. ბერიას კურატორობით, სწორედ არჩილ გელოვანმა ააშენა ყაზახეთის სტეპებში კოსმოდრომი „ბაიკონური“, უზარმაზარი ბუნკერებითურთ, ასევე, კოსმოდრომი პლესეცკი და საიდუმლო ბუნკეროვანი ნაგებობები საქართველოში... საგულისხმო ფაქტია, რომ ყველა ამ საიდუმლო ობიექტის მშენებლობაზე გერმანელი სამხედრო ტყვეები მუშაობდნენ, თანაც ისე, რომ მათ არც კი იცოდნენ, სად და კონკრეტულად რას აშენებდნენ. საიდუმლო ციმბირული ქალაქი რეკორდულ ვადებში, 2 წელიწადში, აშენდა და მასზე 600 ათასი გერმანელი ტყვე მუშაობდა. მათგან 350 ათასი დაიღუპა მუშაობის მძიმე პირობების გამო. ეს იდეა, ანუ ასეთ მშენებლობებზე ტყვეების გამოყენება, ბერიასი იყო. პრინციპში, ასეთი ქმედება ანტიჰუმანური, ანტისამართლებრივი საქციელია. თუმცა, ბერია ასე ამართლებდა თავის საქციელს – გერმანელი ტყვეების დასაქმება, გამოყენება ასეთი მძიმე საქმისთვის სასჯელია მათ მიერ ომში ჩადენილი ცოდვებისთვის და ასევე, შანსი, რომ მათ თავიანთი სისასტიკე გამოისყიდონო... ბევრი, შეიძლება, არც კი დაეთანხმოს ბერიას ამ აზრს, მაგრამ ტოტალურ დახვრეტასა და განადგურებას ნამდვილად სჯობს შანსის მიცემა...“
ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ბერიას ერთი ძალიან კარგი თვისება ჰქონდა – ის არასდროს დააჩაგვრინებდა თავის ხელქვეითს ვინმეს და თუ დასასჯელი იყო, თავად დასჯიდა. მაგრამ მთელი თავისი მრისხანე სახელის მიუხედავად, ბერიამ ძალიან მკაცრი დასჯა არ იცოდა. თუ, რა თქმა უნდა, საქმე არ ეხებოდა სახელმწიფოს ღალატს, საბოტაჟს ან სხვა მძიმე დანაშაულს. ბერია კბილებით იცავდა თავის დაქვემდებარებაში მყოფ ფიზიკოსებს და ცივ ნიავს არ აკარებდა მათ. თუმცა, მათგანაც მაქსიმალურ თავდადებას მოითხოვდა. 1948 წლის ნოემბერში, როდესაც ურალის მთებში ჩაკარგულ საიდუმლო ქალაქში ატომური ბომბი მზადდებოდა, ბერია იქ ყოველკვირა ჩადიოდა და ვითარებას ეცნობოდა. ხოლო თუ საჭირო იყო, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უმალვე იქ გაჩნდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი გეგმიური ვიზიტის დროს ბერიას აცნობეს, რომ ახალგაზრდა ფიზიკოსი ანდრეი სახაროვი ჰაუპტვახტში იმყოფებოდა, სადაც ის გენერალმა კამოვმა ჩასვა, რომელიც ქალაქის კომენდანტი იყო. როგორც გაირკვა, კამოვი შემოვლაზე ყოფილა, როცა სახაროვის ოთახში შესულა, ის საწოლში დახვედრია და ფეხზე არ წამომდგარა. მიზეზი კი სახაროვის გრიპი და 40 გრადუსი სიცხე ყოფილა. გენერალს კი „უსტავის“ დარღვევისთვის ავადმყოფი, ასეთი მაღალი ტემპერატურის მქონე სახაროვი ჰაუპტვახტში გაუმწესებია. ბერიას რომ დროზე არ მიესწრო, საბჭოთა სუპერბომბის მამა, ანდრეი სახაროვი ცოცხალი ვერ გადარჩებოდა.... მომავალი აკადემიკოსი პირადად ბერიამ გამოიყვანა კარცერიდან და მას ექიმები დაახვია თავზე. კამოვს კი პაგონები აახია და შინაპატიმრობაში აიყვანა, თუმცა ცოცხალი დატოვა.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



