როგორ მოატყუა სტალინმა ამერიკა სამჯერ
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
კაცობრიობის ისტორიაში სტალინი ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო, ადამიანი, ვინც ისეთი სახელმწიფო შექმნა, სადაც კანონის წინაშე ყველანი თანასწორნი იყვნენ და დანაშაულისთვის ერთნაირად ისჯებოდა, როგორც რიგითი მუშა, ასევე, პოლიტბიუროს წევრი.
სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ფოლადის კაცი იყო და ისეთი უნიკალური თვისებებით იყო დაჯილდოებული, რაც ჩვეულებრივ ადამიანს არ ხელეწიფება. მართალია, სტალინი ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, ჩვეულებრივი კაცი ვარ და არა ზეადამიანიო (ციტატა მოყვანილია 1926 წელს „დიდ თეატრში“ გამართული შეხვედრიდან მუშა-ინტელიგენციასთან, სადაც სტალინმა სიტყვა წარმოთქვა და უზარმაზარი დარბაზი ტაშმა შეძრა). თუმცა, საბჭოთა ბელადის ბიოგრაფია მის მიერ გაკეთებული საქმეები საპირისპიროზე მეტყველებენ.
სტალინის უნიკალურ თვისებათაგან ერთ-ერთი იყო, ეგრეთ წოდებული, „უჩინარობა“, რა თქმა უნდა, არა ფიზიკურ პლანში. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ საბჭოთა ბელადს ჰქონდა უნარი, მოწინააღმდეგეებისთვის ისე წარმოედგინა საკუთარი თავი, თითქოს მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა. ანუ სტალინს შეეძლო მტრის ყურადღების მოდუნება და შემდგომ კი მისთვის სასტიკი, გამანადგურებელი დარტყმის მიყნება. ეს მისი ტაქტიკა იყო. ასე დაამარცხა სტალინმა ტროცკი და ჰიტლერი... რაც შეეხება სტრატეგიას, სტალინი ყოველთვის აღწევდა მიზანს მრავალფეროვანი ტაქტიკური სვლებით. ზოგჯერ ოპონენტს რომ ეგონა, სტალინი შეცდა და გამარჯვება ახლოსააო, სწორედ მაშინ ამოუტრიალდებოდა ხოლმე ყველაფერი მოწინააღმდეგეს და სტალინი გამოდიოდა უპირობო გამარჯვებული. საბჭოთა ბელადმა ყოველთვის ზუსტად იცოდა, თუ სად, როდის და რა ძალით დაერტყა მტრებისთვის და გამანადგურებელ ზიანს აყენებდა მათ.
სტალინურ ინდუსტრიალიზაციაში ლომის წილი მიუძღვის ამერიკის შეერთებულ შტატებს და მათ ეს სტალინმა გააკეთებინა. შედარებისთვის ვიტყვი – ეს იგივე იყო, რომ მგელს სთხოვო, ბალახი დაკრიფოს, ცხვრებს მიუტანოს, აჭამოს და ფეხზე დააყენოს და მათ არაფერი ავნოს. შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი მაშინ იდეოლოგიური მტრები იყვნენ. ამერიკა საბჭოეთის განადგურებას ცდილობდა, თუმცა მოხდა პირიქით. შტატები საბჭოეთს ქარხნებისა და ფაბრიკების აშენებაში დაეხმარა. ინჟინერ-სპეციალისტები გაუგზავნა და ქვეყანა ფეხზე დადგა. რა თქმა უნდა, ასეთი რამ უფასოდ არ განხორციელებულა, მაგრამ ამერიკას შეეძლო, ეს არ გაეკეთებინა და დაპირისპირებიდან გამომდინარე, არც უნდა გაეკეთებინა. თუმცა, სტალინმა გააკეთებინა და ისევ იმ ყურადღების მოდუნების ტაქტიკით. ბელადმა დაარწმუნა ამერიკელები იმაში, რომ საბჭოეთს ბევრს ვერაფერს მოუტანდა ამერიკული კვალიფიციური დახმარება და ფულის აღება ამჯობინეს. მაგრამ, რაც მერე მოხდა, ამერიკელები ამას სასტიკად ნანობდნენ. მსგავსი რამ იყო მეორედაც, მაგრამ უფრო დახვეწილი ფორმით. როდესაც დოლარის მსოფლიო ვალუტის გამოცხადების საკითხი წყდებოდა, ამერიკის მთავრობამ სტალინი არჩევნის წინაშე დააყენა: ან საბჭოთა ეკონომიკაც უნდა მიბმულიყო დოლარზე, ან „ლენდ ლიზის“ (ამერიკული დახმარება) პროგრამას შეწყვეტდნენ. არადა, 1944 წელი იყო. ჰიტლერთან ომი ისევ მიმდინარეობდა. მართალია, ომის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ საბჭოთა კავშირს ჯერ კიდევ სჭირდებოდა „ლენდ ლიზი“. სტალინმა ფანდს მიმართა. ვითომ ამერიკელების ზეწოლას დაჰყვა და ამაში დაარწმუნა ისინი. მათთან თავისი წარმომადგენელი გაგზავნა, რომელმაც წინასწარ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ხოლო ამ დოკუმენტს რომ იურიდიული ძალა მისცემოდა, კომუნისტური პარტიის ყრილობისა და პოლიტბიუროს რატიფიცირება სჭირდებოდა. ეს პროცესი დროში გაიწელა და საბჭოთა ბელადსაც ეს უნდოდა. ომი დასრულდა. ქვეყანამ ფეხზე დადგომა დაიწყო. დოკუმენტის რატიფიცირება კი არ განხორციელდა... ამან ამერიკელები გააცოფა და ჩერჩილმა ფულტონში „ცივი ომი“ გამოაცხადა. თუმცა, უკვე გვიან იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებმა „ლენდ ლიზი“ შეწყვიტეს, საბჭოთა ეკონომიკა უკვე დამოუიდებლად ვითარდებოდა და დოლარზე დამოკიდებული არ იყო. პარალელურად კი, საბჭოთა კავშირი უსწრაფესი ტემპებით ქმნიდა ატომურ იარაღს და სტალინმა დასავლეთი და ამერიკა ამ საკითხშიც მოატყუა და დაჯაბნა, დააჯერა რა ისინი, რომ ომისგან დანგრეული საბჭოთა კავშირი, მინიმუმ, 70-იანი წლების დასაწყისისთვის თუ შეძლებს ატომური ბომბის შექმნას. ერთი სიტყვით, სტალინმა შეერთებულ შტატებს პირწმინდად მოუგო პაექრობა ყველა კუთხით და არა მარტო არ გაანადგურებინა ქვეყანა, არამედ ბევრ სტრატეგიულ დარგშიც გაასწრო. მათ შორის, სამხედროშიც.
სტალინი სანამ ცოცხალი იყო, საბჭოთა კავშირის იოტისოდენა დაკნინებასაც კი ვერავინ ახერხებდა. და შემდგომაც საბჭოთა კავშირის დაშლას 40 წელი დასჭირდა და ბოლომდე მაინც ვერ განხორციელდა, რადგან საბჭოთა ბელადის მიერ ჩაყრილი ფუნდამენტი მტკიცეა და დღემდეც კი მყარია.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



