ბელადები

რა სასიცოცხლო იდეა შესთავაზა თეირანში სტალინმა ჩერჩილს

№16

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის ისტორიკოსები და პუბლიცისტები სტალინს არამშვიდობისმოყვარედ და ომის გამჩაღებლად მიიჩნევენ და მტკიცებულებად მოგონილი ფაქტები მოაქვთ, ისტორიული სიმართლე საპირისპიროზე მეტყველებს.

იაკობ კედმი: „სტალინს ფინეთისა და კორეის ომების გაჩაღებაში სდებენ ბრალს, თუმცა ღრმად რომ ჩავხედოთ ამ საკითხებს, სრულიად საპირისპირო რამ გამოდის. ფინეთის ომი იძულებითი ზომა იყო და ის წარმოადგენდა „დასწრებაზე თამაშს“. ჰაერში დიდი ომის სუნი ტრიალებდა. ბურჟუაზიული ფინეთი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრულად იყო განწყობილი და ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა. ეს კი საბჭოთა სახელმწიფოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. და სანამ ფინეთი გერმანიას შეუშვებდა თავის ტერიტორიაზე, რისი ზუსტი ინფორმაციაც არსებობდა, სტალინმა მათ ტერიტორიების გაცვლა შესთავაზა. ასეთი რამ მიღებული პრაქტიკა იყო საერთაშორისო ურთიერთობებში. თანაც, სტალინი ფინელებს ბევრად დიდ ფართობს სთავაზობდა, ვიდრე მოითხოვდა. და მხოლოდ უარის მიღების შემდეგ წაართვა ფინეთს მოთხოვნილი ტერიტორია და ეს საბჭოთა კავშირის ეროვნული, სასიცოცხლო ინტერესი იყო.

კორეის ომს რაც შეეხება, ის ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იყო პროვოცირებული და წამოწყებული. შტატებს მთელი აზიის კონტინენტის მოქცევა სურდა თავისი გავლენის სფეროში. ეს კი საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელი იყო. მას უკვე ჰყავდა მოკავშირე ჩინეთი, რომელიც დაეხმარა, რომ ამერიკას კორეა მთლიანად ვერ აეღო. სტალინის პრინციპულობამ გაჭრა. კორეა შუაზე გაიყო და ამერიკის გავლენის ქვეშ მხოლოდ ნახევარი კორეა მოექცა. მეორე ნახევარი კი საბჭოთა კავშირის მოკავშირე გახდა.

რა ომის გამჩაღებლობაზეა ლაპარაკი, როდესაც სტალინს ძალიან პროგრესული და საჭირო წინადადებები ჰქონდა საერთაშორისო მასშტაბით. პირველმა სწორედ საბჭოთა ბელადმა წამოაყენა ევროპის გაერთიანების იდეა. სტალინმა ჯერ კიდევ 1943 წელს თეირანის კონფერენციაზე შესთავაზა ჩერჩილს მსგავსი პროექტი და უთხრა, რომ ეს იქნებოდა კოლექტიური პასუხისმგებლობის ორგანო. მას ეყოლებოდა თავისი პარლამენტი, რომელიც მიიღებდა კანონებს და ეს კანონები ყველას უნდა შეესრულებინა. ეყოლებოდათ ჯარი და სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურა; ექნებოდათ ერთიანი ვალუტა და მეგობარ ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილების უფლება. ანუ, ეს იყო ევროკავშირი და საბჭოთა ბელადი მასში გაერთიანებას მთელ ევროპას უპირებდა, აბსოლუტურად ყველა ევროპულ სახელმწიფოს. თუმცა, ჩერჩილმა ამაზე უარი თქვა. მას იმის შიში ჰქონდა, რომ ამ კავშირში დომინანტი საბჭოეთი იქნებოდა და რომ სტალინი მთელ ევროპას გააწითლებდა.

უცილობელი ფაქტია, რომ სტალინი ჭეშმარიტად ცდილობდა ევროპის კონტინენტის გაერთიაპნებას და მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ქვეყნები ერთმანეთისგან დიდად განსხვავდებოდნენ, საერთო მაჩვენებელი, მშვიდობა და უსაფრთხოება მიღწეული იქნებოდა. სხვა საკითხებში კი აუცილებლად მოხდებოდა კონსენსუსი და ამით ხალხი და ქვეყნები იხეირებდნენ. თუმცა, დიდი ბრიტანეთი წინააღმდეგ წავიდა, მთავარი უარის მთქმელი მაინც ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამ ქვეყანას თავისი გეგმა ჰქონდა. მას მსოფლიო ბატონობა სურდა და გაერთიანებული, ძლიერი ევროპა არაფერში სჭირდებოდა. ამერიკა კულისებიდან მართავდა ამ პროცესს და ამ ყველაფრის ავანგარდში ოლიგარქიული ძალები იდგნენ. სტალინმა მშვენივრად იცოდა ეს მექანიზმი და მათი მთავარი მიზანიც – საბჭოთა კავშირის დაშლა. ამას კი საბჭოთა ბელადი ვერაფრით დაუშვებდა და სანამ სტალინი ცოცხალი იყო, ცოცხლობდა და ზეობდა მის მიერ აშენებული ქვეყანაც. სტალინის გარდაცვალებამ კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა და მართალია, საბჭოეთი მხოლოდ 90-იან წლებში გაუქმდა, მაგრამ სტალინის მიერ ჩაყრილი ფუნდამენტი დღესაც ძალიან მყარია.

ღრმად ვარ დარწმუნებული და ამაზე დღეს დასავლელი სპეციალისტებიც ბჭობენ, სტალინს რომ კიდევ 20 წელი ეცოცხლა, ის ნამდვილად განახორციელებდა ევროპის გაერთიანებას, თანაც ამას საბჭოთა ბელადი უსისხლოდ გააკეთებდაო. და ეს არცაა გასაკვირი. სტალინური საგეგმო ეკონომიკა და დისციპლინა ქმედითი იარაღი და თითქმის პანაცეა იქნებოდა ამის განსახორციელებლად.

და კიდევ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, მაღალგანვითარებულმა იაპონიამ სტალინური სისტემის არაერთი კომპონენტი გადაიღო სახელმწიფო მმართველობაში. რაც ყველაზე მთავარია, ესაა გეგმიური ეკონომიკა... ეს დღეს აშავებენ სტალინის ამ ეკონომიკურ კომპონენტს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მაშინ საბჭოთა კავშირში ამართლებდა, ახლა იაპონიაში ამართლებს და გაამართლებდა გაერთიანებულ ევროპაშიც. გაერთიანებული ევროპის იდეა აშკარაა, რომ სტალინს მოჰპარეს ევროპის „მამებმა“, მაგრამ დამახინჯებული ფორმით განახორციელეს. ზუსტად ისე, როგორც დასავლური ოლიგარქიისთვის იყო ხელსაყრელი. თუმცა, დღესდღეობით ეს წარმონაქმნი კრიზისს განიცდის, იმიტომ რომ მასში მხოლოდ ოლიგარქიური ინტერესებია დაცული და სავარაუდოდ, ის კრახით დასრულდება.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი