ბელადები

ვინ და როგორ იხსნა ბერიამ სტალინის რისხვისგან

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 31.03

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია არაორდინარული ადამიანი იყო. მკაცრი, მაგრამ საქმიანი მმართველი. მას ახასიათებდა საქმის ღრმად წვდომისა და ინოვაციების ფართო უნარი, რაც ყოველთვის წარმატების გარანტი იყო.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „საკავშირო „ენკავედეს“ ხელმძღვანელად დანიშვნისთანავე ბერიამ ამ უწყებაში რეფორმატორული საქმიანობა გააჩაღა და ერთი წლის შემდეგ საბჭოთა უშიშროება მსოფლიოში უძლიერესი გახდა. ბერიამ დახვეწა სტრუქტურები. ამ საქმეში მეცნიერები ჩართო და არა მარტო ერთი მიმართულებით, არამედ კომპლექსურად.“

ბერიას ინოვაციების შედევრი სამეცნიერო-ტექნიკური განყოფილება იყო. სწორედ ამ სფეროს (ტექნიკური მიღწევების) ფართო გამოყენებამ ერთიორად გააძლიერა უწყების მუშაობა. ბერიამ არაერთი სამეცნიერო ინსტიტუცია დაუქვემდებარა თავის უწყებას და თანამშრომლებს ანაზღაურება და ცხოვრების პირობები გაუუმჯობესა. სამაგიეროდ კი, ფანტასტიკური შედეგი მიიღო.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „30-იანი წლების მიწურულს საბჭოთა დაზვერვამ მნიშვნელოვნად გააძლიერა გერმანულ მიმართულებაზე მუშაობა. უკვე არავისთვის წარმოადგენდა დიდ საიდუმლოს, რომ ჰიტლერთან ომი გარდაუვალი იყო. თადარიგს წინასწარ ვიჭერდით ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი საქმე იყო „ფაშისტური მანქანის“ ყველა „ჭანჭიკის“ ცოდნა. ანუ ჩვენ ვაგროვებდით დოსიეებს ფაშისტების სხვადასხვა უწყებების მუშაკებზე, მიუხედავად მათი რანგისა, ამას კი იმიტომ ვაკეთებდით, რომ „დიდი ომის“ დროს არცერთი მტრის დივერსანტი არ გამოგვპარვოდა და მათი ამოცნობა და დაკავება, განადგურება შეგვძლებოდა. ეს კი ძალიან რთული საქმე იყო აქაც ბერიას გონებამ იმუშავა“.

უკვე 1939 წლის დასაწყისიდან, საბჭოთა დაზვერვას უნიკალური ტექნიკური აღჭურვილობა ჰქონდა, რომელიც „ენკავედეს“ ლაბორატორიებში იყო შექმნილი. ლაპარაკია მცირე ზომის კინოკამერებსა და მიკროფირებზე. კამერები სიგარეტის კოლოფისოდენა იყო. ბერიას მითითებით, მზადდებოდა ათასობით ამგვარი მოწყობილობა. საბჭოთა აგენტები კი ამ მოწყობილობებს ძირითადად ბერლინში, სახელმწიფო უწყებასთან ამონტაჟებდნენ და მიმდინარეობდა ფარული კინოგადაღება იქ შემსვლელებისა და გამომსვლელების ფირების ხანგრძლივობა 12 საათი იყო. შემდეგ იქ ახალი ფირი უნდა მოეთავსებინათ. გადაღებული ფირები მჟღავნდებოდა. ერთი ცალი მოსკოვში იგზავნებოდა, ერთი კი ადგილზე (ბერლინში) იშიფრებოდა. ამგვარად გადაღებული და გაშიფრულ-დოკუმენტირებული იქნა 200 000 ადამიანი. შემდგომში კი ასეულობით ფაშისტი დივერსანტი და ჯაშუში ამოიცნეს და გააუვნებლეს. რაც საკმაოდ რთული, მაგრამ წარმატებული საქმე იყო.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „სიმკაცრისა და სისასტიკის მიუხედავად, ბერია საკმაოდ სამართლიანი კაცი იყო და მით უმეტეს თავის თანამშრომლებს უფრთხილდებოდა. იცავდა და მათ შორის სტალინთანაც. საკმარისია აღინიშნოს, რომ ლეგენდარული პავლე სუდოპლატოვი, სწორედ რომ, ბერიამ იხსნა უეჭველი სიკვდილისგან. სუდოპლატოვი ეჟოვმა ციხეში ჩასვა და ტყუილუბრალოდ მიუყენა ღალატის ბრალდება, რაც სიკვდილით ისჯებოდა. ბერიამ კი, სასწრაფოდ გაეკრვა რა საქმის ვითარებაში, პროფესიონალი „ჩეკისტი“ არამც თუ ციხიდან გამოიყვანა, არამედ მას დიდი და საპასუხისმგებლო თანამდებობაც უბოძა. ის გენერალი გახდა და ქვეყანას ერთგულად, თავგანწირვით ემსახურებოდა. სხვათა შორის, სუდოპლატოვის გამო ბერიას სტალინთან მოუწია საუბარი. არგუმენტებით დაუმტკიცა მას სუდოპლატოვის უდანაშაულობა და არამც თუ მისი გამოშვების, არამედ მისი თანამდებობაზე დანიშვნის ნებართვაც მიიღო ბელადისგან.“.

ბერია არა მარტო თანამშრომლებს, არამედ სხვა ადამიანებსაც იცავდა და სამართლიანად ექცეოდა. ბერიას გადარჩენილები არიან, მინიმუმ ციხისგან, აკადემიკოსი ანდრეი სახაროვი (იმ პერიოდში „ნორჩი“ პროფესორი), აგრეთვე კულტურისა და ხელოვნების არაერთი წარმომადგენელი, ვისაც კოლეგები შურიანობის გამო ანონიმურ წერილებს თუ აშკარა „დანოსებს“ უწერდნენ. ასე რომ, ბერიას წარმოჩენა ცალსახა ურჩხულად, რომ არაფერი ვთქვათ არაეთიკურობაზე, არაპროფოსიონალური საქციელია.

გენერალი პავლე ფიტინი: „გენერალმა გოლკოვმა, რომელიც „გრუს“ (სამხედრო დაზვერვა) მეთაურობდა, უთხრა სტალინს თავდაჯერებით: ფაშისტები წელს თავს არ დაგვესხმებიანო, რომელიც სწორედ ბერიამ დაიცვა. ეს კი ბერიამ იმიტომ გააკეთა, რომ გოლკოვი მაღალი კლასის პროფესიონალი იყო. მართალია, ბერია შეცდომებს პრაქტიკულად არასდროს უშვებდა, თუმცა მიაჩნდა, რომ ერთი შეცდომა ყველას შეიძლებოდა, მოსვლოდა და სწორედ ეს არგუმენტი თქვა სტალინთანაც. თუმცა, თავად ბერია სწორედ ერთმა შეცდომამ დაღუპა.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი