როგორ დაშალა და გაანადგურა სტალინმა ებრაული ლობი
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:00
იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანზე თითქოს ყველაფერია დაწერილი, მის შესახებ, ბევრი რამაა უცნობი, გაუგებარი და იდუმალი.
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ის ადამიანია, ვინც თავისი მხრებით გამოატარა მთელი ბოლშევიკური მოძრაობა, ჯერ – იატაკქვეშეთში, შემდგომ კი – ხელისუფლებაში და ისეთ განსაცვიფრებელ, გრანდიოზულ ეფექტს მიაღწია, რომ დღემდე დაუჯერებელია. ძალზე საინტერესო ისტორია არსებობს იმის შესახებ, თუ ვისი მხარდაჭერით „გაიქაჩა“ სტალინი და როგორ მოექცა ეს ადამიანი უდიდესი ქვეყნის სათავეში, რომელიც კიდევ უფრო გაზარდა და გააძლიერა.
1907 წელს, მას მერე, რაც თბილისური ექსპროპრიაცია განხორციელდა და ლენინს ემიგრაციაში 250 ათასი ოქროს მანეთი ჩაუტანეს, ვინმე სმირნოვმა „კობას“ (სტალინის იმ პერიოდის პარტიული ფსევდონიმი) უცხო ძალებთან კავშირში დასდო ბრალი. ამ ისტორიას ანასტას მიქოიანი ასე ყვებოდა: „პეტრე სმირნოვი თბილისის დეპოს მუშა იყო და არალეგალურ საქმიანობაში მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მას მაინცდამაინც დიდი მონაცემები არ გააჩნდა და არც პოლიტიკური თვითშეგნებითა და განათლებით გამოირჩეოდა, დიდი ამბიციები ჰქონდა და ამ კაცმა სტალინს არალეგალურ შეკრებაზე სიტყვასიტყვით ასე უთხრა: კობა, შენ უცხო ძალებთან გაქვს კავშირი და ჩვენ, შენს ამხანაგებს, საქმის კურსში არ გვაყენებო.
სმირნოვი სტალინზე თხუთმეტი წლით უფროსი იყო და იმ წელს 43 წელი შეუსრულდა. კობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საზრიანი და მიხვედრილი ადამიანი იყო, ამ აბდაუბდას ისევე ვერ ჩასწვდა, როგორც ჩვენ, დანარჩენი იქ მყოფნი. სტალინმა სმირნოვს უთხრა:
– ამხანაგო პეტრე, რომელ უცხო ძალებს გულისხმობთ, რომლებთან კავშირშიც, თქვენი აზრით, მე თქვენგან მალულად ვიმყოფები?
– ბანდიტებთან, იმ ხალხთან, ვინც ამ ცოტა ხნის წინ დიდი ფული გაიტაცა მოედნიდან და ჩვენ ერთი კაპიკიც კი არ შეგვხვდა.
ყველაფერი ნათელი იყო. იმ დღეებში თბილისში დადიოდა ხმები, რომ ბოლშევიკმა ბანდიტებმა დიდი ფული წაიღეს და გამდიდრდნენ. ამ აქციის ორგანიზატორი კი კობა იყოო. სახაზინო ეტლის ექსპროპრიაცია, რა თქმა უნდა, არავისთვის იყო საიდუმლო. თუმცა, ეს ექსპროპრიაცია რომ ჩვენ განვახორციელეთ ბოლშევიკური აუცილებლობისთვის და არა გამდიდრებისთვის, საიდუმლოს წარმოადგენდა. ამ ხმებს „ოხრანა“ ყრიდა, რომელიც ზუსტ კვალს ვერ იღებდა. თუმცა, დარწმუნებული იყვნენ, რომ ეს აქცია ჩვენი ნახელავი იყო. ჩვენ ისიც ვიცოდით, რომ პროვოკატორებს გვიგზავნიდნენ და გამორიცხული არ იყო, რომ პეტრე სმირნოვიც ამ კატეგორიას ეკუთვნოდა. კობამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უარყო. თუმცა, სულ მალე „კამოს“ ჟანდარმები ჩაუსაფრდნენ და მან სასწაულებრივად დააღწია თავი თავდამსხმელებს და გაიქცა. ნიშანდობლივი კი ის იყო, რომ „კამოს“ ადგილსამყოფელი მხოლოდ სმირნოვმა და სტალინმა იცოდნენ და ის სწორედ პეტრე სმირნოვმა დააბეზღა. გაიმართა სასამართლო და სმირნოვი გამტყუნდა. ის გაუშვეს. თუმცა ორი დღის მერე პეტრე სმირნოვი დეპოს ტუალეტში იპოვეს ყელგამოჭრილი და ვერ გაიგეს, ვინ მოკლა ეს „ოხრანკის“ ინფორმატორი. თუმცა, ყველა „კამოზე“ ფიქრობდა“.
ნიშანდობლივი ფაქტია, რომ ცნობილი გენერალი პეტროვი დარწმუნებული იყო, რომ იოსებ ბესარიონის ძე სტალინს მფარველობდა რუსეთის გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს უმაღლესი ოფიცრობა, ანუ მეფის „გრუ“, რომელიც პატრიოტული დაჯგუფების ოფიცრებისგან შედგებოდა. იცოდნენ, რომ იმპერატორი ნიკოლოზ მეორე უუნარო მმართველი იყო. დაემხობოდა და რუსეთი რომ არ განადგურებულიყო, საიმედო მმართველს ეძებდნენ. მათ იოსებ ჯუღაშვილი აღმოაჩინეს და მას ყოველმხრივ უწყობდნენ ხელს კარიერულ წინსვლაში. რამდენად რეალურია ეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ სტალინმა უზარმაზარი ებრაელთა ბოლშევიკური ლობი დაშალა და გაანადგურა, რომელიც აშკარად იმისთვის იღვწოდა, რომ რუსეთი ფინანსური ოლიგარქიის ხელში ჩაეგდო. სხვათა შორის, სტალინის კონსულტანტად და დამხმარედ გენშტაბის უფროსს, შაპოშნიკოვს მიიჩნევდნენ. ეს კაცი ჯერ კიდევ რუსეთის არმიის გენშტაბში მუშაობდა, სტალინი მას უდიდეს პატივს სცემდა და მხარს უჭერდა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




