ბელადები

რა აღმოჩნდა ბერიას ერთ-ერთ სეიფში მისი დაპატიმრების შემდეგ

№41

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია უნიჭიერესი ადამიანი იყო და მის მიერ განხორციელებულმა საქმეებმა დიდი წარმატება მოუტანა საბჭოთა ქვეყანას. როგორც დღეს ამბობენ, ბერია დიდი მენეჯერი იყო და ეს ნიჭი, პირველ რიგში, სპეცსამსახურების ორგანიზებაში გამოაჩინა.

უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი ოლეგ პეტრეს ძე სემიონოვი: „როგორი პიროვნებაც თავად ლავრენტი ბერია იყო სწორედ ისეთი სპეცსამსახური ჩამოაყალიბა. ბერია იყო ჭკვიანი, განათლებული, ეშმაკი პიროვნება და საბჭოათ უშიშროებაც ჭკვიანი, მოხერხებული და მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებით დააკომპლექტა. გახდა თუ არა ბერია „ენკავედეს“ თავმჯდომარე, მალევე შექმნა უმძლავრესი ანალიტიკური სამსახური. ერთი მხრივ, როგორც ცნობილია, ანალიტიკური ორგანო ნებისმიერი სპეცსამსახურის ერთ-ერთი მთავარი განყოფილებაა. მეორე მხრივ კი, დიდი ომის მოლოდინში აუცილებელი იყო ისეთი ანალიტიკური სტრუქტურა, რომელიც ზუსტ პროგნოზს გააკეთებდა სხვადასხვა სფეროში და ქვეყნის მთვრობას სწორი გადაწყვეტილების მიღების, სწორი მოქმედების საშუალება ექნებოდა. მაგალითად, ახალი ანალიტიკური სამსახურის პირველი სტრატეგიული დასკვნა უკრაინელ ნაციონალისტებზე იყო. ამ დასკვნის მიხედვით, საბჭოთა რეჟიმის ყველაზე დიდი, სახიფათო და მზარდი საფრთხე იყვნენ კარგად ორგანიზებული უკრაინელ ნაციონალისტთა არალეგალური ორგანიზაციები. ამიტომ, ბერიას ბრძანებით, პავლე სუდოპლატოვმა შექმნა ლიკვიდატორთა ჯგუფი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამ დაჯგუფებების ლიდერთა ლიკვიდაცია. თავად სუდოპლატოვს ამ საქმის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მას ჯერ კიდევ ოციანი წლების მიწურულს, როტერდამში უკრაინელი ნაციონალისტების ერთ-ერთი ლიდერი, კონოვალეცი ჰყავდა ლიკვიდირებული. სუდოპლატოვი მაშინ კონოვალეცთან იყო ჩანერგილი. მისი ნდობა ჰქონდა მოპოვებული და როტერდამის კაფეში, კიევური შოკოლადის ყუთში ჩამონტაჟებული ბომბით ააფეთქა. სუდოპლატოვი და მისი ხელქვეითები ისე ოსტატურად მოქმედებდნენ, რომ ვერავინ ხვდებოდა, რომ ეს მკვლელობები „ენკავედეს“ მიერ იყო ჩადენილი. ყველა ფიქრობდა, რომ უკრაინელ ნაციონალისტთა ლიდერები ერთმანეთს ხოცავდნენ. საგულისხმო ფაქტია, რომ როდესაც სუდოპლატოვმა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე თავისი მემუარები გამოაქვეყნა და იქ ეს მოვლენები აღწერა, დამოუკიდებელი უკრაინის მთავრობამ მასზე ძებნა გამოაცხადა. თავად პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ბერიამდე, „ენკავედეში“ სერიოზული ანალიტიკური სამსახური არ არსებობდა. ოპერაციებს ჩვენ ვგეგმავდით და რა თქმა უნდა, ჩვენვე ვასრულებდით. საქმე კი ის იყო, რომ ჩვენს საქმიანობას ზუსტი პროგნოზი აკლდა და უშუალოდ ოპერაციის მსვლელობისას გვიწევდა იმპროვიზება.“

გენერალ პავლე სუდოპლატოვის სიტყვები ნათლად მეტყველებდა იმაზე, თუ რა წვლილი შეიტანა ბერიამ საბჭოთა უშიშროების სამსახურის მოდერნიზაციაში. ომის დროს „ენკავედეს“ ეს სტრუქტურა, რომ იტყვიან, სასწაულებს სჩადიოდა და ისეთ უზუსტეს პროგნოზებს აწვდიდა ხელმძვანელობას, რაც მტრის წინააღმდეგ ეფექტური მოქმედებების საშუალებას იძლეოდა. ეს არც იყო გასაკვირი. ბერიას ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლები იყვნენ ფსიქოლოგიის, ფსიქიატრიის, გეოდეზიისა და გეოგრაფიის, მეტეოროლოგიის, ერთი სიტყვით, ყველა სამეცნიერო სფეროს უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტები, პროფესორ-აკადემიკოსები. ამას ერთვოდა საბჭოთა სტრატეგიული დაზვერვის მიერ მოწოდებული ინფორმაციები. ერთი სიტყვით, ბერიამ უშიშროების სისტემის მუშაობაში მეცნიერული მეთოდები შეიტანა. ამას კი არავინ ელოდა და ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. ამით საბჭოთა უშიშროებამ დრო მოიგო სხვა ქვეყნების მონათესავე სამსახურებთან... ლავრენტი ბერია რომ დააპატიმრეს და დიდი ალბათობით იმ დღესვე მოკლეს, შეთქმულთა მომხრე „ჩეკისტებმა“ ბერიას ათი პირადი სეიფი გატეხეს და მათი შიგთავსი წაიღეს. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი იყო სქელი, დიდი ფორმატის რვეული, რომელშიც „ენკავედეს“ ანალიტიკოსებს პირადად ბერიას ბრძანებით ჰქონდათ გაკეთებული პროგნოზები საბჭოთა კავშირის განვითარებაზე. შემდგომში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაქცეული პოლკოვნიკი, აბრამოვი თავის მემუარებში წერდა: „მე, სეროვის იმ ნდობით აღჭურვილი „ჩეკისტთა“ შორის ვიმყოფებოდი, ვინც ბერიას სეიფებიდან ყველაფერი გამოზიდა და ხრუშჩოვს მიუტანა, ჩემს ხელში მოხვდა პროგნოზების რვეული, რომელიც ეყრდნობოდა იმ რეფორმებს, რომლის განხორციელებასაც გეგმავდა ბერია სტალინის გარდაცვალების მერე და რომლებიც წარმატებით ჰქონდა დაწყებული. გამომდინარე ამ პროგნოზებიდან, 1970 წლისთვის საბჭოთა კავშირი იქნებოდა უმძლავრესი ეკონომიკის ქვეყანა ცხოვრების უმაღლესი დონითა და განვითარებით. რვეულში მოყვანილი იყო ყველა ციფრი ამის შესახებ. თუმცა, ბერია მოკლეს. მე კი წლების მერე მივხვდი, თუ რა ბნელი ძალების მხარეზე ვიყავი და დავტოვე ის ქვეყანა, სადაც ბოროტი შეთქმულები მმართველობდნენ.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი