როგორ ჩაუშალა სტალინმა მონროს დოქტრინა დასავლეთს
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
იოსებ ბესარიონის ძე სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ძლევამოსილი მმართველი იყო. მან ააშენა უზარმაზარი, ერთიანი სახელმწიფო, რომელსაც არც მანამდე და არც შემდგომ არ მოეპოვებოდა ანალოგი.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. პროფესორი ევგენი სპიცინი: „ერთი მხრივ, სტალინმა ააშენა ისეთი უზარმაზარი სახელმწიფო, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება კაცობრიობის ისტორიაში. მეორე მხრივ კი, იმდენი შეურაცხმყოფელი ტყუილი არავის რგებია წილად, როგორც სტალინს. და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სტალინს ბევრად მეტ დანაშაულს აბრალებენ, ვიდრე ჰიტლერს... მოდი, განვიხილოთ ეს ყოველივე. სინამდვილეში რატომ ლანძღავს დასავლეთი ჰიტლერსა და სტალინს. რა აქვთ მათ საერთო? მათ საერთო ის აქვთ, რომ ჰიტლერმაც და სტალინმაც დასავლეთს დიდი ზიანი მიაყენეს, ყოველმხრივ დათრგუნეს და გრანდიოზული გეგმები ჩაუშალეს.
ყველაფერს თანამიმდევრულად მივყვეთ. ანგლო-საქსებს, ძირითადად, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჰიტლერი თავიანთი გეგმების განსახორციელებლად ჰყავდათ დაქირავებული. აქ სქემა მარტივი გამოსაცნობია – რუსეთის განადგურება. მისი უზარმაზარი სივრცისა და რესურსების დაუფლება და გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის. ანუ, ეგრეთ წოდებული, მონროს დოქტრინის განხორციელება. მათ ჰიტლერი გერმანიის სათავეში მოიყვანეს, მისცეს მას ფული და ქვეყანა სამხედრო მონსტრად გადააქციეს. შემდგომ კი ეს მონსტრი რუსეთის (საბჭოთა კავშირის) გასანადგურებლად მიუშვეს. თუმცა ფიურერმა მათ გეგმებს გადაუხვია და დასავლეთის მოტყუება სცადა – თავად დასავლურ სისტემასაც დაუპირისპირდა. უდიდესი ომი წააგო და ამით დასავლეთი დააღალატა. ახლა სტალინს მივუბრუნდეთ. საბჭოთა ბელადმა ჰიტლერი გაანადგურა. ამაში დასავლეთი დაიხმარა (ლენდ-ლიზი) – შეჰპირდა, რომ ბრეტენ-ვუდსის შეთანხმებას შეუერთდებოდა და ანგლო-საქსებს გეოპოლიტიკურ საკითხებს დაუთმობდა. თუმცა, როგორც კი იაპონია დამარცხდა, სტალინმა დასავლეთს არაფერი დაუთმო, არც ბრეტენ-ვუდსის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა და პირიქით, ევროპაც გააწითლა. ანუ მონროს დოქტრინას იმ პერიოდში სრული კრახი განაცდევინა. აი, სწორედ ამიტომაა დღემდე დასავლეთისთვის არა მარტო სალანძღავი, არამედ პირველი მტერი და დღემდე სწორედ ამიტომ ცდილობენ საბჭოთა ბელადის სახელის ამოშლას მსოფლიო ისტორიიდან და ეს ხდება იმის მერეც, როდესაც მოღალატე მიხეილ გორბაჩოვმა, დასავლეთის აგენტის მონა ქმარმა, საბჭოთა კავშირი დაშალა. თუმცა, დღესდღეობით დასავლური შეტევა რუსეთზე ხორციელდება და მიუხედავად იმისა, რომ გორბაჩოვის თანამოაზრენი დღესაც საკმაოდ არიან რუსეთის ფედერაციის მმართველ წრეებში, სტალინის მიერ ჩაყრილი ფუნდამენტი კვლავ მყარია... ნიშანდობლივი ფაქტია, რომ დღევანდელ მდგომარეობას სტალინი გასული საუკუნის 40-50-იანი წლების მიჯნაზე წინასწარმეტყველებდა. საბჭოთა ბელადმა 1949 წლის დეკემბერში კომპარტიის პლენუმზე პოლიტბიუროს წევრებს ერთიანობისა და სიმტკიცისკენ მოუწოდა და მკაცრად გააფრთხილა, რომ საკმარისია ერთი იდეოლოგიურ-პოლიტიკური დათმობა განახორციელოთ დასავლეთის მიმართ, რომ საბჭოთა კავშირი შეირყევა და მას ბზარები გაუჩნდება, რაც შემდგომ მის დაშლას გამოიწვევსო. და, მართლაც, ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა.
მოლოტოვმა „პერესტროიკის“ დროს გაიხსენა: სტალინი ხშირად იმეორებდა ამ ფრაზას – ჯობია, ანგლო-საქსებთან იომო, ვიდრე მათთან იმეგობრო. ისინი მოღალატეები არიან და ზურგში დანას ჩაგცემენო.
ყოველივე ეს დასავლეთმა შესანიშნავად უწყის და სწორედ ამიტომ ცდილობენ სტალინის სახელის განადგურებას, რომ მისი მიმდევრები არ არსებობდნენ. აბა, რაში სჭირდებათ ისეთი სამართლიანი და თანასწორი სისტემის მშენებელი და დამცველი ადამიანების არსებობა, როგორიც სტალინი იყო. ერთი კი ნათელია, სტალინის მემკვიდრეობა დღემდე არაა შესწავლილი. ბევრი რამ კვლავ საიდუმლო არქივებშია ჩამალული და ალბათ, მოვა დრო, როცა ეს ყველაფერი დღის სინათლეს იხილავს. მოხდება მათი მატერიალიზაცია და ქვეყნიერებას ახალი სტალინი მოევლინება.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




