ბელადები

როგორ ჩაშალა ბერიამ ფაშისტების სეპარატული მოლაპარაკებები

№42

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00

ლავრენტი ბერიას შესახებ
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია ის ადამიანი იყო, ვისაც საბჭოთა კავშირის აღმშენებლობაში უდიდესი წვლილი მიუძღვის და, რომ არა ბერია, საბჭოთა კავშირს შესაძლოა, არც კი გაემარჯვა ჰიტლერთან ომში. ყოველ შემთხვევაში, ამის გაკეთება ძალიან გაუჭირდებოდა. ომი კი უკიდურესად გაიწელებოდა და ქვეყანას შეიძლება, აღარც კი ეარსება ძველი ფორმით.

იაკობ კედმი: „რომ არა ბერიას ვერაგული მკვლელობა, საბჭოთა კავშირი არ დაიშლებოდა. არ მოხდებოდა ის კაცობრიული კატასტროფა, რამაც ასეულ მილიონობით დედამიწელი გაანადგურა. ანუ, დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო აღარ იქნებოდა ერთპოლარული და ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყოლებოდა მარეგულირებელი ოპონენტი, საბჭოთა სახელმწიფოს სახით. ჩემი სიტყვები აბსოლუტური სიმართლეა და მათში გადაჭარბების ნატამალიც კი არაა. დიახ, სტალინის შემდეგ სწორედ ლავრენტი პავლეს ძე ბერია იყო ის მსოფლიო პოლიტიკოსი, ვინც შეძლებდა სტაბილური გეოპოლიტიკური სიტუაციის დამყარებას მთელ პლანეტაზე. მით უმეტეს, რომ ბერიას მსგავსი ნაბიჯები ჯერ კიდევ სტალინის სიცოცხლეში ჰქონდა გადადგმული...

1945 წლის იანვარში, ბერიამ თავისი დახურული არხით ფაშისტური გერმანიის საგარეო დაზვერვის შეფი, ვალტერ შელენბერგი კონფიდენციალურ შეხვედრაზე დაიბარა ჟენევის ტბასთან მდებარე კერძო აგარაკზე. ეს იყო მყუდრო ინფრასტრუქტურა, სადაც მცირე აეროდრომი მდებარეობდა და ბერია იქ პატარა თვითმფრინავით ჩაფრინდა. შელენბერგი კი ავტომობილით მივიდა იქ და შეხვედრა თვითმფრინავში შედგა.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი იხსენებდა: „ლავრენტი პავლეს ძე ბერიამ შელენბერგთან შეხვედრაზე ჟენევის ტბასთან მე მიახლა. ჩვენთან ერთად იყვნენ ექვსი შეიარაღებული მცველიც და ეს მგზავრობა ისე განხორციელდა, რომ შვეიცარიის მთავრობა და ძალოვანი სტრუქტურები საქმის კურსში არ ყოფილან. შელენბერგის ავტომობილი ჩვენს თვითმფრინავთან ახლოს გაჩერდა. ბერიამ ფაშისტური გერმანიის დაზვერვის შეფი თვითმფრინავში შეიპატიჟა და როგორც კი შელენბერგი სალონში შემოვიდა, ჩვენი თვითმფრინავის კარი დაიხურა და ის ჰაერში აფრინდა. შელენბერგი, რომელიც თვით ეშმაკობის განხორციელება იყო და არაერთი თავის უცხოელი კოლეგა ჰყავდა გაცურებული, სახტად დარჩა... ბერიამ კი მას გაუღიმა, სავარძელზე მიუთითა და უთხრა, რომ თუკი ჰიმლერის დავალებით, გენერალი ვოლფის მიერ წარმოებული სეპარატული მოლაპარაკებები ალენ დალესთან არ შეწყდებოდა, მაშინ ამის შესახებ ადოლფ ჰიტლერს მიუვიდოდა ზუსტი ინფორმაცია და ეს კი ჰიმლერის, შელენბერგის, ვოლფისა და მათი გუნდის განადგურებით დასრულდებოდა. ამასთანავე, ბერიამ შელენბერგს კომპრომატების ფოტოები და აუდიომასალა დაუდო. შელენბერგი განიარაღებული იყო. მან თავი გააქნია. გაეცინა და ბერიას უთხრა, რომ მოლაპარაკებები შეწყდებოდა და სთხოვა, ომის შემდეგ მას დახმარებოდა სიცოცხლისა და თავისუფლების შენარჩუნებაში. ასეც მოხდა, სეპარატული მოლაპარაკებები შეწყდა და შელენბერგმა, თავისი მოხერხებულობით, ჰიმლერი და ვოლფი ჰიტლერის რისხვისგან იხსნა. თუმცა ჰიმლერმა მაინც თვითლიკვიდაციით დაასრულა სიცოცხლე. ვოლფი და შელენბერგი კი, ბერიას ბრძანებით, ჩვენ დავიცავით და გერმანიის დაზვერვის შეფმა 50-იან წლებში თავის კერძო, ფეშენებელურ ვილაში სიმსივნის დიაგნოზით დაასრულა სიცოცხლე. თუმცა, მან ძალიან საინტერესო მემუარები დაწერა და მასში დიდი ადგილი ლავრენტი ბერიას ჰქონდა დათმობილი“.

გენერალი პავლე სუდოპლატოვის მონათხრობი ძალიან საინტერესო, ძვირფას ფაქტებს შეიცავს და მნიშვნელოვანი დასკვნების საფუძველს იძლევა. ის შეხვედრა რომ არ შემდგარიყო, საბჭოთა დაზვერვა ამ მოლაპარაკებებს მაინც ჩაშლიდა, მაგრამ ამით სტალინის გეოპოლპიტიკურ გეგმაში დასავლეთის სასარგებლოდ კორექტირების შეტანა იქნებოდა საჭირო. თუმცა, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ბერიამ დაგეგმა და სტალინს მიეცა საშუალება, რომ ევროპის უდიდესი ნაწილი „გაეწითლებინა“. შელენბერგი კი ჯერ კიდევ მიმდინარე ომის დროს უძვირფასესი წყარო და დამხმარე იყო. ბერიამ ისეთი ძლიერი სადაზვერვო სისტემა შექმნა, რომელიც საშუალებას იძლეოდა, მოპოვებულიყო ზესაიდუმლოზე ზესაიდუმლო ინფორმაციები. გადაბირებულიყვნენ უმაღლესზე უმაღლესი პერსონები. ანუ, ბერიას მიერ დანერგილმა სისტემამ უდიდესი სარგებლობა მოუტანა საბჭოთა სახელმწიფოს და მიუხედავად იმისა, რომ ხრუშჩოვმა მისი ნგრევა დაიწყო, ბერიას მიერ შექმნილი ქსელები დღესაც წარმატებით ფუნქციონირებს.“

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

21-27 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი