ბელადები

შეკითხვა ასტროლოგს

№49

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.12, 2021 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1986 წლის 13 ივნისს, დილის საათებში. ფინანსების გამო რომელ უცხოურ ქვეყანაში მირჩევთ სამუშაოდ წასვლას?

პასუხი: უცხოეთში საშუალოად გაგიმართლებთ, ვერ გეტყვით, რომ ის თქვენთვის კოსმიური მისიაა, ან დიდი წარმატების მომტანი. თუმცა, მატერიალურად რომ მომაგრდეთ, ცოტა ხნით წასვლა ცუდი არ არის. ქვეყნებიდან კი მისაღებია: უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, ირლანდია, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი, დანია, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, კუნძულებიდან – კორსიკა, სიცილია, ნორვეგია, კუბა, შვედეთის დასავლეთი ნაწილი, მექსიკა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინ.

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 1 იანვარს, დილის 6 საათსა და 25 წუთზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია, უცხოეთის რომელი ქვეყანაა ჩემთვის წარმატების მომტანი და რომელი პროფესიაა მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა იქ გამგზავრება არ გეკრძალებათ. ქვეყნებიდან კი მისაღებია: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი; ავსტრია, პერუ, ესპანეთი, თურქეთის დასავლეთი მხარე, სანკტ-პეტერბურგი რუსეთიდან. თუ ბარიერებს და სირთულეებს გადალახავთ, წარმატების მეტი შანსი გაქვთ შემდეგ ქვეყნებში: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, ლიტვა, საბერძნეთი, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილოეთი ნაწილი და ბელორუსია. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, უნდა იყოთ მეტად აქტიური, ინიციატივიანი, ენერგიული. უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერული და ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უნდა დაეყრდნოთ ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს, კომუნიკაბელურობას და კეთილშობილებას. ეცადეთ, ოჯახურ ურთიერთობებში სრულ ჰარმონიას მიაღწიოთ ეს თქვენი კოსმიური მისია და გამარჯვების ფაქტორია. ასევე, უნდა იყოთ ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, მოწესრიგებული, კეთილსინდისიერი მუშაკი, მარტოხელა მებრძოლი. საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ამ თვისებების წარმოჩენა სწორ ევოლუციურ გზაზე დაგაყენებთ. პროფესიებიდან კი კარგია: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, ლიტერატურა, პოეზია, ხელოვნების ფართო სპექტრი, სპორტი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ანტიკვარიატის ან ლომბარდის სფერო, სამასაჟო საქმე ან ბიზნესი, გასართობი ინდუსტრია, სადალაქო ინდუსტრია. თუ წინაღობებს გადალახავთ, წარმატება გელით ჟურნალისტიკაში, საბანკო, ეკონომიკურ, სავაჭრო, საფინანსო სფეროში, პედაგოგიკასა და სოციოლოგიაში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი