ბელადები

როგორ შეჩერდა მოსკოვზე იერიში ბერიას წყალობით

№28

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 21.07, 2024 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

ლავრენტი ბერია იყო ის, ვისზეც საბჭოთა-სტალინური სისტემა იდგა. ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა სისტემის მოდერნიზაციაში, ომში გამარჯვებასა და ეგრეთ წოდებული, „წითელი იმპერიის“ გამოყვანაში მსოფლიო პოლიტიკის ელიტურ ასპარეზზე.

ბორის სოკოლოვი: „დიდ სამამულო ომში გამარჯვება რომ არა, საბჭოთა კავშირი არა მხოლოდ დაიშლებოდა, არამედ გაცამტვერდებოდა და ჰიტლერი წარმატებით განახორციელებდა თავის პროგრამას, რომელიც „მაინ კამპში“ (ჩემი ბრძოლა) ჰქონდა გაწერილი. დიდ სამამულო ომში გამარჯვებისკენ პირველი ნაბიჯი კი, 1941 წლის შემდგომა-ზამთარში, მოსკოვთან გადაიდგა. ფაშისტები საბჭოთა დედაქალაქს იყვნენ მიმდგარი. მიუხედავად იმისა, რომ მათ მედგარ წინააღმდეგობას უწევდა „წითელი არმია“, ერთი მიწოლაღა იყო საჭირო და ფაშისტები მოსკოვს აიღებდნენ. მათ საამისოდ ცოცხალი ძალაც ჰყავდათ და არც ტექნიკა-შეიარაღება აკლდათ. მაგრამ, მოხდა სასწაული - მოსკოვის შტურმი შეჩერდა. ბერლინიდან შესაბამისი ბრძანება გაიცა, რომელსაც თავად ჰიტლერი აწერდა ხელს. ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, რა მოხდა, რატომ შეჩერდა მოსკოვზე იერიში, რამაც საბჭოთა კავშირის წისქვილზე დაასხა წყალი, ფაშისტებმა კი სტრატეგიული ინიციატივა დაკარგეს და მიუხედავად დიდი უპირატესობისა და სხვადასხვა ფრონტზე არაერთი წარმატებისა, მათი დასასრულის დასაწყისი სწორედ მაშინ, მოსკოვთან დაიწყო. საქმე ის იყო, რომ ამ ამბავში საბჭოთა დაზვერვა ჩაერთო და უშუალო შემსრულებელი კი, თავად ლავრენტი ბერია გახლდათ. 1941 წლის ოქტომბრის დასაწყისში ბერიამ ისარგებლა საიდუმლო არხით, რომელიც ჯერ კიდევ 1939 წლის დასაწყისში „გაჭრა“ და დააკონსერვა. მსგავსი პრაქტიკა გავრცელებულია სპეცსამსახურების საქმიანობაში და განსაზღვრულია კრიტიკული სიტუაციების დროს ფარული მოლაპარაკებების საწარმოებლად. ბერიამ ისარგებლა რა ამ არხით (რა თქმა უნდა, სტალინთან შეთანხმებით), ხმა მიაწვდინა ფაშისტების საგარეო საქმეთა მინისტრს, იოაჰიმ ფონ რიბენტროპს და შეხვედრა სთხოვა. ეს შეხვედრა ოქტომბრის პირველ დეკადაში შვეიცარიაში, ჟენევის ტბასთან მდებარე ვილაში გაიმართა. ბერია, რომელიც შესანიშნავად ფლობდა გერმანულ ენას, 12 საათის განმავლობაში თითქმის უწყვეტად ელაპარაკებოდა რიბენტროპს. ორი დღის შემდეგ კი მოსკოვზე შესატევად გამზადებული ფაშისტები გაჩერდნენ, წინ აღარ წაიწიეს. ერთ კვირაში კი ციმბირიდან გადმოსროლილმა დივიზიებმა და მონღოლეთის არმიის შენაერთებმა ისეთი კონტრშეტევა განახორციელეს მთელ პერიმეტრზე, რომ უამრავი ფაშისტი ჩაწვა იქ სამუდამოდ. ვინც გაქცევა მოასწრო, მათ კუდით ქვა ასროლინეს. ასევე, ხელთ იგდეს ათასობით ტყვე და სამხედრო ტექნიკა... როგორც შემდგომ, ნიურნბერგის პროცესზე არსებული დაკითხვის ოქმებიდან გაირკვა, რიბენტროპი წერდა: „ბერიასთან შეხვედრაზე დავთანხმდით, რომ ის (ბერია) სტალინს დააპატიმრებდა და აქედან გამომდინარე, საბჭოთა არმია წინააღმდეგობას შეწყვეტდა და ჩვენ ომს უპრობლემოდ მოვიგებდით. სამაგიეროდ, ბერიამ მოთხოვნა წამოაყენა, რომ კავკასიის ოკუპაციის შემდეგ, ამ რეგიონს იბერია დაერქმეოდა, ბერიას კი მის მმართველად დავნიშნავდით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ზედმეტი მსხვერპლი თავიდან აგვეცილებინა და მოსკოვზე იერიში ერთი კვირით გადავდეთ. რამაც საბჭოეთს ძალების გადაჯგუფების საშუალება მისცა და მოსკოვის მისადგომებიდან გაგვდევნეს.“

ფაშისტებმა რომ მოსკოვური კატასტროფა გააანალიზეს და მიხვდნენ, მოატყუეს, ჰიტლერს ისტერიკა დაემართა. ერთი პერიოდი რიბენტროპის დაპატიმრებასაც კი აპირებდა, თუმცა, შემდგომ თავი შეიკავა ამ ნაბიჯისგან. ბერიაზე კი ფაშისტებმა ნადირობა გამოაცხადეს.

გენერალი პავლე სუდოპლატოვი: „ჩვენ წინასწარ ვვარაუდობდით, რომ ფაშისტური დაზვერვა ასეთი ნაბიჯის გადადგმას მოინდომებდა და საამისოდ წინასწარ მოვემზადეთ. 1941 წლის ოქტომბრის ბოლოს კი ჩვენი აგენტებისგან უტყუარი ინფორმაცია მივიღეთ იმის შესახებ, რომ ფაშისტებმა შექმნეს დივერსიული ჯგუფი ბერიას გასანადგურებლად და მათ უკვე დაიწყეს მოქმედება. ბერიას რომ ეს ინფორმაცია გავაცანით, გაეცინა. რა თქმა უნდა, ბერიას შიშის ნატამალიც არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ უსაფრთხოების ზომები გავაძლიერეთ და ამან შედეგიც გამოიღო. 1942 წელს, მაშინ, როცა ბერია კავკასიის დასაცავად იყო გამოგზავნილი, ჩვენმა კონტრმზვერავებმა თბილისსა და სოხუმში ორი დივერსიული ჯგუფი აიყვანეს, რომლებსაც ბერიას ლიკვიდაცია ჰქონდათ დავალებული. ომის კანონების მიხედვით, ორივე ჯგუფი დახვრიტეს. შემდგომ კიდევ იყო ერთი მცდელობა ლიკვიდაციისა და „წითელი არმიის“ ფორმაში გამოწყობილი სნაიპერი ავიყვანეთ მოსკოვში და ისიც დახვრიტეს. ბერიას თავი ძალიან ძვირად უღირდათ ფაშისტებს, რადგან სისხლს უშრობდა მათ“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა