როგორ იხსნა ბერიამ საბჭოთა კავშირი ატომური დაბომბვისგან
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00
ლავრენტი პავლეს ძე ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის აღორძინებაში. ეს ის ადამიანი იყო, ვინც, სტალინთან ერთად, უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში და სწორედ მის მიერ განხორციელებული პროექტები დაედო საფუძვლად დღევანდელი რუსული სახელმწიფოს სიძლიერეს.
პროფესორი პავლე ბასოვი: „ბერია მთელი ეპოქა იყო საბჭოთა კავშირის ისტორიაში. დღევანდელი რუსეთის ფედერაციის სიძლიერე ბერიას მიერ განხორციელებულ სტრატეგიულ პროექტებზეა დამყარებული და რომ არა ამ კაცის ძალისხმევა, დიდი ალბათობით, რუსეთი არც კი იარსებებდა. რა თქმა უნდა, ბერია ამ სტრატეგიულ პროექტებს სტალინის მითითებით ახორციელებდა, მაგრამ მათში ბევრი სიახლე შეჰქონდა. ეს სიახლეები კი მხოლოდ და მხოლოდ სასიკეთოდ მოქმედებდა. ბერია, ძირითადად, სქემატურად მოქმედებდა. ამ სქემებში ყოველი დეტალი საგულდაგულოდ იყო დამუშავებული. მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც საქმეში ერთვებოდა იმპროვიზაცია და ლავრენტი პავლეს ძე აქაც შეუდარებელი იყო. უმეტესობას მიაჩნია, რომ ბერიას მიერ განხორციელებულ პროექტთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ატომური პროექტი იყო. თუმცა, არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა საბჭოთა მრეწველობის ევაკუაციის ოპერაციას ქვეყნის ევროპული ნაწილიდან ურალის მთებს იქით. ასევე დიდად მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა უშიშროებაში ჩატარებული რეფორმა და მისი რადიკალური მოდერნიზაცია. ჩემი აზრით კი, ეს სამი პროექტი ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ იყო დაკავშირებული და სახელმწიფოს სიძლიერე და მყარი განვითარება სწორედ მათზე დაფუძნდა. აქ, ერთი შეხედვით, მარტივი სქემაა. პირველი – უშიშროების სისტემის მოდერნიზაციამ ქვეყანაში წესრიგისა და მორჩილების მუხტი შეიტანა, რომლის გარეშეც არცერთი საქმე არ გამოვიდოდა. მეორე – ინდუსტრიული ინფრასტრუქტურის სწრაფად ევაკუაციამ უდიდესი როლი შეასრულა ჰიტლერის დამარცხებაში. მესამე – ატომური იარაღის დაუფლებამ საბჭოთა კავშირი განადგურებისგან დაიცვა და ამ სამივე კომპონენტის განხორციელებაში, სტალინთან ერთად, უდიდესი როლი ითამაშა ლავრენტი ბერიამ... მიუხედავად იმისა, რომ ბერიას უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო პოსტი ეკავა და ხელმძღვანელი მუშაკი იყო, მას საკმაოდ ხშირად უწევდა პირადად მიეღო მონაწილეობა ოპერატიულ საქმიანობაში“.
საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი პავლე ფიტინი იხსენებდა: „ატომური იარაღის შექმნაზე ზრუნვა ჯერ კიდევ ომამდე დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი რამ იქნებოდა. თუმცა, ეს სამუშაოები არ იყო ისეთი ინტენსივობის, როგორიც შემდგომ. და როცა ამერიკელებმა იაპონიაში ორი ბომბი ჩამოაგდეს და ამის შედეგები ვნახეთ, ჩვენმა ატომურმა პროექტა ბრუნებს უმატა. აშკარა იყო, რომ თუკი ატომურ იარაღს დროულად არ დავეუფლებოდით, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველმხრივ შეეცდებოდა ჩვენი ქვეყნის დაჩოქებას და უარესსაც იზამდა. როგორც კი ატომურ პროექტს ბერია ჩაუდგა სათავეში, მაშინვე გახდა ცნობილი, რომ ძველ პროექტში, რომელსაც მოლოტოვი ხელმძღვანელობდა, ამერიკაზე მომუშავე აგენტი იყო ჩართული და მათ ინფორმაციებს აწვდიდა. ეს აგენტი საბჭოთა უშიშროების მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი აფანასიევი აღმოჩნდა, რომელთან ერთადაც საბჭოთა საგარეო დაზვერვას ვაშენებდით. როდესაც კონტრდაზვერვამ ბერიას აფანასიევზე მიაწოდა ინფორმაცია, ლავრენტი პავლოვიჩმა დამიბარა და მითხრა:
– აფანასიევს ხელს არ ვახლებთ და მასთან ოპერატიულ თამაშს ჩავატარებთ – დეზინფორმაციას მივაწვდით ჩვენი ატომური პროექტის შესახებ და ამით მათ ყურადღებას მოვადუნებთო.
ერთი სიტყვით, ბერიამ ოპერატიული გეგმა შემომთავაზა. ამ გეგმის მიხედვით, ბერია აფანასიევს ჩემზე ფარულ თვალთვალს დაავალებდა. ერთი მხრივ, ამით აფანასიევი იფიქრებდა, რომ მას ბერია განსაკუთრებით ენდობოდა, რაც მის ყურადღებას მოადუნებდა და არც კი იფიქრებდა, რომ უკვე გაშიფრული იყო. მეორე მხრივ კი; აფანასიევს ფალსიფიცირებულ საბუთებს მივაწვდიდით ჩემი სეიფიდან და მასში დაკნინებული იქნებოდა ჩვენი ბირვული ფიზიკოსების შესაძლებლობები და მით უმეტეს, წარმატებები ატომური ბომბის შექმნის საქმეში. და ეს ოპერატიული თამაში თითქმის 5 წელს გაგრძელდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკელები აფანასიევისგან ცრუ ინფორმაციებს იღებდნენ. ამერიკელებმა ისიც კი არ იცოდნენ, თუ სად კეთდებოდა საბჭოთა ატომური იარაღი. აფანასიევის ცნობით, ეს იარაღი აფხაზეთში კეთდებოდა. კონკრეტულად კი – ეშერაში, სადაც უზარმაზარი ბუნკერი იყო აშენებული და იქ შესვლა შეუძლებელი იყო. სინამდვილეში კი, ურალის მთებს მიღმა მუშაობა დუღდა და გადმოდუღდა. ამერიკელებს რომ სცოდნოდათ, თუ რა წარმატებით მიმდინარეობდა საბჭოთა ბომბის დამზადების პროცესი, ისინი საშუალებას არ მოგვცემდნენ მის წარმატებით დასასრულებლად და აუცილებლად ჩამოგვიყრიდნენ ატომურ ბომბებს ურალსა და საბჭოთა კავშირის სხვა ტერიტორიებზე. ამგვარად, ბერიას მიერ მოფიქრებულმა ოპერატიულმა თამაშმა, რომელშიც ის პირადად მონაწილეობდა, ჩვენს მეცნიერებს საშუალება მისცა, მშვიდად ემუშავათ ბომბის შექმნაზე. რაც შეეხება აფანასიევს, ის 1949 წლის 1 სექტემბერს დავაპატიმრეთ. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს. ბერიასა და მისი სპეცკომიტეტის წევრებს კი სახელმწიფო ჯილდოები გადმოგვცეს.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან




