ბელადები

რა საიდუმლო საბჭო შექმნა სტალინმა ჩერჩილ-რუზველტთან ერთად

№20

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი განსაკუთრებული დიპლომატიური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო და მოლაპარაკებების წარმოების უნიკალური უნარი ჰქონდა. კარიერის განმავლობაში მას არ ჰქონია შემთხვევა, რომ მარცხი განეცადოს დიპლომატიურ ან ნებისმიერ სხვა ფრონტზე.

მწერალი ედვარდ რაძინსკი: „სტალინზე ჯერ კიდევ ტროცკი წერდა: ნებისმიერ რთულ მოლაპარაკებებზე ლენინი სტალინს აგზავნიდა. მას (სტალინს) შეეძლო ყველაზე უკეთესი ლავირება. შეუძლებელი იყო მისი მოტყუება, გაცურება. თავად სტალინი კი ნებისმიერს გააცურებდა... სტალინი ადამიანთა დარწმუნების უნიკალური უნარით იყო დაჯილდოებული. მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, ის მტერი იყო, თუ მოყვარე. მტრებთან, რა თქმა უნდა, ბევრად რთულია მოლაპარაკება და მათი დარწმუნება და თუკი სტალინი ამას სიტყვით ვერ ახერხებდა, ამას ძალისმიერი მეთოდებით ახორციელებდა. ასე მოხდა ფინეთთან დაკავშირებით. ბელადი ფინელებს ტერიტორიის გაცვლას სთავაზობდა და ასეთი პრაქტიკა საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებულია. თანაც, სტალინი მათ (ფინელებს) უფრო დიდ ფართობს სთავაზობდა. ასეთი შეთავაზება კი საბჭოა კავშირის უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა დიდი ომის წინ. ფინელებმა რომ უარი განაცხადეს, ამას ომი მოჰყვა და სტალინმა თავისას მაინც მიაღწია... იყო შემთხვევები, როდესაც სტალინს თავი აურიდებია მოლაპარაკებებისთვის. მაგალითად, უარი თქვა ბრესტ-ლიტოვსკში წასვლაზე. ლენინი და ტროცკი სტალინის გაგზავნას მოითხოვდნენ. სტალინმა კი ეს მისია ტროცკის გადააბარა. ლენინი დაარწმუნა, რომ ტროცკი სამხედრო საქმეთა სახალხო კომისარი იყო და აქედან გამომდინარე, მას უნდა წარმოედგინა საბჭოთა რუსეთი (საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ არსებობდა). მართალია, ტროცკის არ სურდა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა, მაგრამ, სტალინის მყარმა არგუმენტებმა გაჭრა. ტროცკი ბრესტ-ლიტოვსკში გაემგზავრა. სეპარატული ზავი დადო და ამ წარუმატებლობამ მისი კარიერული წინსვლა მნიშვნელოვნად შეაფერხა, რაც სტალინმა შესანიშნავად გამოიყენა.

სტალინის დიპლომატიის ბრწყინვალე გამარჯვებები იყო სამი კონფერენცია, რომლებმაც კაცობრიობის ისტორიაში ფუნდამენტური წვლილი შეიტანეს – თეირანის, იალტისა და პოტსდამის. როგორც ამას წინათ განსაჯაროებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, პრივატული, პირისპირ საუბრების დროს ჩერჩილთან და რუზველტთან, სტალინმა მათთან ერთად შექმნა საიდუმლო საბჭო, საიდუმლო, ანუ ერთმანეთთან კავშირი პირდაპირი არხებით. სამი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიო კრიზისის დროს ერთმანეთს შეხვედროდნენ და ერთობლივად დაეძლიათ კრიზისები. ეს შეთანხმება მოქმედებდა იმის მიუხედავად, თუ ვინ იდგა რომელიმე ქვეყნის სათავეში, მიუხედავად იმისა, თუ როგორი დაპირისპირება იყო ქვეყნებს შორის – მაგალითად, „ცივი ომი“... ეს სამეული გახდა დღევანდელი „დიდი შვიდეულის“ წინამორბედი და მხოლოდ ერთხელ, ეგრეთ წოდებული, „კარიბის კრიზისის“ დროს დაირღვა ის და ამას კენედის სიცოცხლე და ხრუშჩოვის კარიერა შეეწირა... კენედი დალასში მოკლეს, ხრუშჩოვი კი კრემლში გადააყენეს თანამდებობიდან.“

პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „ბოლომდე არაა გარკვეული, თუ რა ძალებთან თანამშრომლობდა, ეგრეთ წოდებული, „საიდუმლო სამეული“... თუკი შეთქმულების თეორიას მივყვებით, ეს სამეული (ქვეყნები) თანაშმრომლობდნენ გლობალურ, ზესახელმწიფოებრივ სტრუქტურასთან, რომელსაც ფარულ მსოფლიო მთავრობას უწოდებენ. თუმცა, სტალინის ბუნებიდან გამომდინარე, ნამდვილად არ მგონია, რომ ეს ადამიანი ვიღაცების ჭკუაზე დადიოდა, სხვის დაკრულზე ცეკვავდა და ეფემერული ძალების მითითებებს ასრულებდა. როგორც ჩანს, გლობალური უსაფრთხოების დასაცავად შექმნილი სტრუქტურა თავად სტალინის მოფიქრებული იყო და როგორც ომის შემდგომი ისტორია გვიჩვენებს, მსოფლიოში, მართალია, ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს დიდი თუ პატარა ომები, მაგრამ კატასტროფული მდგომარეობა არასდროს შექმნილა, არასდროს გადაზრდილა მესამე, ბირთვულ და დამღუპველ მსოფლიო ომში. და, როცა ასეთი საფრთხე წარმოიშვა „კარიბის კრიზისისას“, მათი მთავარი მონაწილეები მალევე ჩამოაშორეს მმართველობას... აი, აქ კი შეიძლება, დავუშვათ, რომ კენედისა და ხრუშჩოვის განეიტრალებაში ზესახელმწიფოებრივი ძალები მონაწილეობდნენ. თუმცა, სტალინი ნამდვილად არ ითანამშრომლებდა ასეთ ძალებთან და შეიძლება, ის „სამეული“ შემდგომ ზესახელმწიფოებრივ გლობალურ მსოფლიო მთავრობად გადაიქცა. აქ სხვადასხვა ვარიანტის დაშვება შეიძლება, ერთი კი ურყევია: არც სტალინი, არც რუზველტი და არც ჩერჩილი ასეთ ძალებზე არ იქნებოდნენ დამოკიდებული. ყოველ შემთხვევაში, მათი მმართველობის დროს არ არსებობდა მსგავსი ზესაიდუმლო ზესახელმწიფოებრივი სტრუქტურა...

დღესდღეობით, გლობალური სოციალური ქსელების პირობებში, ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება შეუძლია და იმდენად დამაჯერებლად, რომ ტყუილი სიმართლე გეგონებათ. მათ შორის სტალინზეც უამრავი რამ ვრცელდება და მათი უმრავლესობა ტყუილია. თუმცა, არსებობს საინტერესო ვერსიებიც და ერთ-ერთის მიხედვით, ჯერ კიდევ „კობას“ პრორუსული, ნაციონალისტური ძალები უწყობდნენ ხელს კარიერულ წინსვლაში და საბჭოთა ბელადი მათი საიდუმლო მხარდაჭერით გახდა სწორუპოვარი მმართველი და ისე გაზარდა რუსეთის იმპერიის საზღვრები, რაც არც მანამდე და არც შემდგომ არ ყოფილა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი