ბელადები

როგორ იგერიებდა სტალინი ყოფილი მოკავშირეების ფართო ფრონტით შეტევას

№9

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

სტალინის შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი ჭეშმარიტი ბელადი იყო და არა დიქტატორი, როგორც ამას მისი მაძაგებლები ამბობენ. სწორედ, სტალინს მიუძღვის დიდი წვლილი, რომ უბრალო ადამიანებს საგრძნობლად გაუუმჯობესდათ ყოფა არა მარტო სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში, არამედ კაპიტალისტურ სამყაროშიც... ისტორიკოს-პუბლიცისტი იოსებ პოგოდინი წერს: „როგორც ისტორიულადაა ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ცოტა ხანში მოკავშირეთა დიდი ტრიუმვირატი მალევე დაიშალა და საბჭოთა კავშირს „ცივი ომი“ გამოუცხადეს. სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა 40-იანი წლების მიწურულს და სტალინმა ამ მდგომარეობის განსამუხტავად ქმედითი ღონისძიებების მიღება დაიწყო. კაპიტალისტური სამყაროს ზეწოლა საბჭოთა კავშირზე დღითიდღე ძლიერდებოდა და მთელი დასავლეთი ერთიანი ფრონტით უტევდა სოციალიზმის ბურჯს – საბჭოთა კავშირს. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „უინსტონ ჩერჩილმა რომ „ცივი ომი“ გამოგვიცხადა, აშკარა გახდა, დასავლეთმა ფართო ფრონტით შეგვიტია და ამის მოგერიება იყო საჭირო, ამიტომ სტალინმა წინადადება წამოაყენა, რომ დასავლეთის ქვეყნებში, მათივე კანონმდებლობის დაურღვევლად შექმნილიყო, ეგრეთ წოდებული, „სლავური კავშირები“. ეს სახელი, უბრალოდ, მუშა სახელწოდება იყო. სინამდვილეში კი, ყველა ქვეყანაში მათ სხვადასხვა სახელები ეწოდათ და ოფიციალურად არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ. შეიძლება, პირდაპირ ითქვას, რომ ეს იყო მძლავრი ბომბი, რომელიც სტალინმა კაპიტალისტური სამყაროს შუაგულში ჩადო და ამან ძალიან ეფექტურად იმუშავა...“

სტალინის გენიალური მიგნების მთავარი მიზანი ის იყო, რომ ამ ორგანიზაციებს, რომლებიც აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მოქმედებდნენ, საჭიროების შემთხვევაში და საჭირო სიგნალის შემდეგ დიდი საპროტესტო ტალღები გამოეწვიათ დაინტერესებულ ქვეყნებში. ეს ორგანიზაციები, რა თქმა უნდა, მოსკოვიდან იმართებოდა და ისინი საბჭოთა კავშირიდან ფინანსდებოდნენ. ძირითადი კონტინგენტი კი რუსი ემიგრანტებისგან შედგებოდა. ყოველ ასეთ ორგანიზაციას უმძლავრესი მმართველი ბირთვი ჰყავდა. მათ ვერც იდეურად ან ფინანსურად მოისყიდდა ვინმე, ისინი ზედმიწევნით ერთგულად ასრულებდნენ კრემლის ყველა მითითებას. ყველაზე ძლიერი ჯგუფები საბჭოთა კავშირს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰყავდა... ისტორიკოსი როი მედვედევი: „სტალინის მიერ მოფიქრებული „სლავური დოქტრინა“ იდეურ-პოლიტიკურად იმდენად გამართული იყო რუსი ემიგრანტებისთვის, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მათ, ფაქტობრივად, ვერაფერი მოუხერხეს. თანაც, აქ ძალიან საინტერესო იყო ერთი ნიუანსი, კონკრეტულად კი ის, რომ სტალინისვე ნებართვით ამ ჯგუფებს მიეცათ უფლება, რომ თავიანთ ქვეყნებში განეხორციელებინათ კომერციული საქმიანობა და სოციალისტური ჯგუფებისთვის „შეუფერებელი“ ქმედება ეკეთებინათ. ამ ნაბიჯმა „ამერიკული ჯგუფები“ ძალიან გააძლიერა. თავის მხრივ კი, მათ შეერთებულ შტატებში საპროტესტო ტალღა ააგორეს რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ. კონკრეტულად კი შავკანიანების დასაცავად. ამით მათ 20 მილიონი ამერიკელი შავკანიანი მიიმხრეს და ძალიან მძლავრი ლობი ჩამოაყალიბეს. ამის შედეგად შეერთებული შტატების მთავრობა იძულებული გახდა, რომ დათმობებზე წასულიყო და ეს ყველაფერი საკანონმდებლო საქმიანობაში აისახა...“

სხვათა შორის, როდესაც ბარაკ ობამა შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა და სიტყვით საჯაროდ გამოვიდა, თქვა, რომ 50 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შავკანიანი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდებოდა და ბაბუაჩემს სასადილოში არავინ მოემსახურებოდაო... ობამამ, ალბათ, არც კი იცოდა, რომ მისი (შავკანიანის) პრეზიდენტობის საფუძველი სტალინის ქმედებების შედეგი იყო... ყოველივე ზემოთქმული ფაქტებიდან აშკარა დასკვნა კეთდება და ესაა ის, რომ სტალინი, სწორედ, დაჩაგრული, დისკრიმინირებული ადამიანების მთელი ჯგუფების ქომაგი იყო და საბჭოთა ბელადი არა მხოლოდ ლაპარაკობდა ამაზე, არამედ საქმით ახორციელებდა თავის იდეას...

ვიაჩესლავ მოლოტოვი: „შეიძლება, თამამად ითქვას, რომ სტალინი იდეალისტი იყო და ძალიან დიდ, კეთილშობილურ მიზნებს ემსახურებოდა. ბევრი მათგანი მან შეასრულა კიდეც, თუმცა მას ყველაფრის განსახორციელებლად სასიცოცხლო დრო არ ეყო და ალბათ, მინიმუმ, 150 წელი უნდა ეცოცხლა, რომ ყველა საქმე ბოლომდე მიეყვანა. ჩვენ კი, მისმა მემკვიდრეებმა, ვერ შევძელით იმ ტვირთის აწევა, რასაც სტალინი თავისუფლად ახერხებდა...“

მოლოტოვის ეს სიტყვები შეიძლება, ერთგვარი მონანიებაც კი იყოს სტალინური კურსიდან გადახვევის გამო, რაც აშკარად განახორციელა მან და მისმა კოლეგებმა. ამას კი სავალალო შედეგი მოჰყვა.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი