ბელადები

რა პოლიტიკურ-სადაზვერვო კომბინაცია ჩაუტარა სტალინმა მოღალატეებს

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 09.04

სტალინი
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ იოსებ სტალინს 1937 წლის რეპრესიების გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებენ, სინამდვილეში ეს იმან გამოიწვია, რომ პროფაშისტური, პროკაპიტალისტური ძალები საბჭოთა ბელადის მოშორებასა და საბჭოთა ქვეყნის ნაწილებად დაგლეჯასა და მტრებისთვის გადაცემას აპირებდნენ. ამის დასადასტურებლად უტყუარი ფაქტები არსებობს, რომლებიც ზესაიდუმლო არქივებში იყო გადამალული და ამჟამად ნელ-ნელა და თანამიმდევრულად აქვეყნებენ.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „1937 წლის რეპრესიები რომ ნამდვილად იყო საბჭოთა კავშირში, უცილობელი ფაქტია. ისიც სიმართლეა, რომ ამ რეპრესიებს უდანაშაულო ადამიანების გარკვეული რაოდენობაც შეეწირა. თუმცა, ეს რიცხვი დიდადაა გაზრდილი. სინამდვილეში ეს იყო იძულებითი ღონისძიება იმისთვის, რომ შეთქმულებს ქვეყანაში გადატრიალება არ მოეხდინათ და ასე რომ ყოფილიყო, ათეულ მილიონებით ადამიანს მოუღებდნენ ბოლოს. არაერთ ერს აღგვიდნენ პირისაგან მიწისა და დატოვებდნენ იმდენ ადამიანს, რამდენიც მათ მონური მომსახურებისთვის სჭირდებოდათ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1935 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მომუშავე აგენტ-არალეგალმა, ვახტანგ მახარაძემ ბელადს ზესაიდუმლო ინფორმაცია მიაწოდა. ვახტანგ მახარაძე სტივენ კოლინზის გვარით ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში. იყო დიდი ბრიტანეთის მოქალაქე. მუშაობდა ბრიტანეთის დაზვერვა „მი 6-ში“ და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნილი იყო დაზვერვის კონსულტანტად და კოორდინატორად. კოლინზს წვდომა ჰქონდა დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო საიდუალოებებთან. ის დიდი ნდობით სარგებლობდა ორივე ქვეყნის სამთავრობო და ბიზნესწრეებში. მახარაძე (კოლინზი) 20-იანი წლების დასაწყისში, სტალინის ბრძანებით, ფელიქს ძერჟინსკიმ მოამზადებინა თავისი გუნდის წევრებს და ჩანერგა დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში. მახარაძეს ძალიან ახლოს იცნობდა სტალინი. მას მოეწონა ახალგაზრდა მახარაძის განათლება, ერუდიცია და პირადი თვისებები. ენების იდეალური ცოდნა (მან ოთხი ენა სრულყოფილად იცოდა). ახალგაზრდა ქართველს, ყველაფერთან ერთად, ევროპული გარეგნობა ჰქონდა. ბრიტანელ ლორდს ჩამოჰგავდა. ერთი სიტყვით, ყველა იმ მონაცემით იყო დაჯილდოებული, რაც აუცილებელი იყო აგენტ-არალეგალისთვის. როდესაც მახარაძეს სამუშაოდ ამზადებდნენ, ლენინი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. თუმცა, სტალინი უკვე ხელისუფლების მისაღებად იყო მზად და იმთავითვე ზრუნავდა „ჩეკას“ რეორგანიზაციაზე, რომელიც ტროცკისტებით იყო სავსე და დიდ საფრთხეს წარმოადგენდა ბოლშევიკური სახელმწიფოსთვის. მხოლოდ ძერჟინსკი და რამდენიმე თანამდებობის პირი იყვნენ სტალინის ერთგულნი. სწორედ ამ ჯგუფს დაავალა სტალინმა მახარაძის მომზადება და გაგზავნა. 1923 წელს სტივენ კოლინზი ლონდონში ჩავიდა. თავდაპირველად საზღვაო უწყებაში დაიწყო მუშაობა. შემდგომ კი ძალიან სწრაფად აღმოჩნდა „მი 6-ში“ და 30-იანი წლების დასაწყისში ბრიტანული დაზვერვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი გახდა. ნიშანდობლივი ფაქტია, რომ კოლინზი „ჩეკას“ გვერდის ავლით, პირადად აწვდიდა სტალინს სტრატეგიულ ინფორმაციებს. ამისთვის კი მეკავშირეს იყენებდა, რომელიც კოლინზს არ იცნობდა. მეკავშირე კოლინზის მიერ დატოვებულ შიფროგრამებს სამალავიდან იღებდა. მოსკოვში ჩაჰქონდა და მითითებულ ადგილზე ტოვებდა. სტალინის პირად კურიერს კი ეს შიფროგრამები კრემლში მიჰქონდა. ეს იყო კავშირის რთული სისტემა და კურიერმა არც ის იცოდა, თუ ვისთან მიდიოდა ეს ინფორმაციები. ინფორმაციის გაშიფვრას კი ბელადის პირადი მშიფრავი ახორციელებდა, რომელიც კრემლში ცხოვრობდა და მკაცრად კონტოლდებოდა პირადად სტალინისგან... მაგრამ, 1935 წლის აგვისტოში, ვახტანგ მახარაძემ კონსპირაციის ყველა ნორმა დაარღვია. ვაშინგტონიდან მოსკოვში ჩავიდა მის მიერვე საგანგებოდ შემუშავებული მარშრუტით და სტალინს მიუტანა „მი 6-ის“ მიერ შემუშავებული გეგმა საბჭოთა კავშირში ხელისუფლების შეცვლის შესახებ. გეგმას თან ერთვოდა მონაწილეთა სია. მასში მითითებული იყვნენ როგორც გადაბირებული აგენტები, ასევე გადასაბირებლები. ამ სიაში ეწერა როგორც „წითელი არმიის“, ასევე „ჩეკას“ თანამდებობის პირები. მხედართმთავრები – ტუხაჩევსკი, გამარნიკი, იაკირი. „ჩეკისტები“ იაგოდა, ეჟოვი, რუმპერი. ერთი სიტყვით, ისეთი ხალხი, ვისაც საბჭოთა ძალოვან სტრუქტურებში მნიშვნელოვანი პოსტები ეკავათ. იაგოდა კი, სულაც, საბჭოთა სპეცსამსახურის უფროსი იყო. თავდაპირველად სტალინმა ისიც კი იფიქრა, ხომ არ იყო ეს შემოგდებული დეზინფორმაცია. თუმცა, კოლინზმა ბელადი საპირისპიროში დაარწმუნა და თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ბელადმა კი ამ უდიდესი საფრთხის გასანეიტრალებლად რთული პოლიტიკურ-„ჩეკისტური“ თამაში დაიწყო.

ბელადმა თავისი უერთგულესი „ჩეკისტის“, მისი დაცვის უფროსის, ნიკოლაი ვლასიკის მეშვეობით შეკრიბა რადიოლოკაციისა და კავშირგაბმულობის ახალგაზრდა, ნიჭიერ სპეციალისტთა ჯგუფი. მათ კუნცევოზე შეხვდა და დაავალა ზესაიდუმლო, მოსმენის სამსახურის შექმნა და ამისთვის კი მათ განუსაზღვრელი დაფინანსება მისცა. ამ ჯგუფმა დაიწყო მომავალ შეთქმულთა პერმანენტული მოსმენა და ჩაწერა აბსოლუტურად ყველგან. თვით ნადირობისა თუ ბუნების წიაღში დასვენების დროს. შემდგომ ყველა მათგანი „კაგებეს“ თანამდებობის პირი გახდა, თანაც გენერლის ჩინით. ამ ჯგუფის წევრი ვასილი კულიკოვი (გენერალ-ლეიტენანტი) იხსენებდა: „ფაშისტური გერმანიიდან ფარულად შემოვიტანეთ უახლესი აპარატურა, ჩვენვე გავაუმჯობესეთ ისინი და მათი დახმარებით დიდი წარმატებით ვმუშაობდით“. ტოტალური მოსმენები 2 წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა და ჩანაწერები შეთქმულთა სასამართლო პროცესზე წარადგინეს, რომლის უარყოფაც შეუძლებელი იყო. პირველ ტალღას „წითელი არმიის“ მეთაურობა და „ენკავედეს“ უფროსი გენრიხ იაგოდა შეეწირა. სტალინმა ისინი ნიკოლაი ეჟოვს დაასჯევინა, რომელიც თავად იყო შეთქმული. ბოლოს კი ეჟოვიც მიაყოლა და ომის წინ მეხუთე კოლონა მოსპო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი