როგორ გადააქცია უბრალო რუსი სტალინმა ქვეყნის ბატონ-პატრონად
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 04.09

იოსებ სტალინი საბჭოთა კავშირის ბურჯი იყო. მას იმაზე ბევრჯერ მეტი აქვს ქვეყნის სასიკეთოდ გაკეთებული, ვიდრე რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ყველა მმართველს ერთად.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „არც მეტი და არც ნაკლები, სტალინმა ისეთი ძლიერი სახელმწიფო დატოვა, რომელიც კიდევ ნახევარი საუკუნე ინერციით მიდიოდა იმ უკუღმართ გზაზე, რომელზეც ქვეყანა დააყენეს პოსტსტალინურმა მმართველებმა. ისინი მეთოდურად ანგრევდნენ მონოლითურ ქვეყანას. თანაც, დასავლეთის დახმარებით და ბოლომდე მაინც ვერ დაანგრიეს.“
სტალინის ბიოგრაფი, გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც დასავლეთისა და რუსეთის ფედერაციის მმართველთა მოღალატეობრივი ქმედებები ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნანახი, თორემ ის უეჭველად დაწერდა – სტალინის აშენებული ქვეყანა დაინგრაო... თუმცა მთლად არ დანგრეულა და სტალინის მიერ ჩადებულმა სულის სიძლიერემ მაინც თავისი გააკეთა და რუსეთის დაჩოქება (ისევ და ისევ სტალინის მიერ ჩადებული ძლიერი საფუძვლის გამო) არ მოხერხდა...
პოლკოვნიკი არსენ მარტიროსიანი: „რაც არ უნდა წარმოაჩინონ სტალინის მიერ გაკეთებული დიდი საქმეები საბჭოეთის სიძლიერისთვის, იოსებ ბესარიონის ძის მთავარი დამსახურება (ეს დამსახურება, ძირითადად, დღევანდელ რუსეთის რგებს), სწორედ რომ, ზღაპრული ფენიქსივით რუსეთის ფერფლიდან აღდგომა ა. ფაქტია და თანაც, უცილობელი ფაქტი, რომ რუსეთი, რომელიც მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებშიც მიჯნაზე სულს ღაფავდა, აღორძინების გზაზე დადგა და დღითიდღე ძლიერდება და ძლიერდება. და, ჩემი სიტყვები ჰაერზე ნათქვამი არაა. რუსებს ძლიერი მებრძოლი და თუ გნებავთ, ჯიუტი სული არასდროს აკლდათ. სტალინმა კი მათი ეს თვისება კიდევ უფრო გააძლიერა და შექმნა რა უძლიერესი, მონოლითური ქვეყანა, ამ ეროვნული თვისებების სისტემატიზაცია განახორციელა... ცოტა უცნაური შედარებაა, მაგრამ ჩემი ღრმა რწმენით ასეა – სტალინმა რუსების ფიზიკური ეროვნული რესურსი მათ ბუნებრივ, ულევ რესურსებს შეურწყა. ასწავლა მათ ამ რესურსების გაძლიერება, დაცვა და სასიკეთოდ გამოყენება... ისტორიას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ძლიერი სულის მატარებელი, მაგრამ დაკნინებული, მოტყუებული რუსი მუშა და გლეხი საბჭოთა ბელადმა განათლებულ, მოაზროვნე პიროვნებად გადააქცია. თუკი ადრე გლეხი და მუშა უწიგნური მონა იყო და მხოლოდ და მხოლოდ გაზულუქებული პატრონის ყურმოჭრილი სამსახური ევალებოდა, ხოლო ამ კონტინგენტის ნაწილი კი 25-წლიანი საზარბაზნე ხორცი (რუსეთის იმპერიაში ახალგაზრდებს მოტყუებით უდებდნენ ხელშეკრულებას „სალდათობაზე“), სტალინმა მათ ყველაფერი ადამიანური მისცა. თავდაპირველად მათ ადამიანის უფლებები დაუბრუნა და ადამიანურ ჩარჩოებში მოაქცია. აუშენა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ისინი განათლებას იღებდნენ. ასწავლა ისტორია და ჩაუნერგა, რომ ჰქონდათ ღირსება და ამასთანავე ეკუთვნოდათ ეროვნული ბუნებრივი სიმდიდრე, რომლითაც ადრე სარგებლობდნენ ერთი მუჭა ოლიგარქიული ჯგუფები, ვისაც ისინი ემსახურებოდნენ. ამგვარად, უბრალო რუსი ადამიანი (მათ შორის სხვა ეროვნებისაც) გახდა ქვეყნის ბატონ-პატრონი და მმართველი... ანუ, სტალინმა უბრალო ადამიანს არა მარტო ააშენებინა უზარმაზარი და უძლიერესი ქვეყანა, არამედ ეს ქვეყანა მათ (უბრალო ადამიანებს) ჩააბარა და ამართვინებდა. გადავხედოთ სტალინურ პოლიტბიუროს, სტალინურ მთვარობას და აღმოვაჩენთ, რომ მასში 98 პროცენტი უბრალო ადამიანი იყო. ანუ ის ხალხი, ვისაც სტალინმა თავისი ქვეყანა დაუბრუნა.“
იაკობ კედმი: „სტალინი გენიალური შორსმჭვრეტელი იყო. ეს შორსმჭვრეტელობა კი ჰაერზე არ ყოფილა. არამედ დამყარებული იყო ჭეშმარიტ ცოდნაზე. მეტიც, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, სტალინის ცოდნა საკრალურ განათლებაზეც იყო დამყარებული. საბჭოთა ბელადი გარდა საყოველთაოდ აღიარებული პერიოდული გამოცემებისა, კითხულობდა საკრალურ, განსაკუთრებულ ტექსტებს. ეს ცოდნა მან ადრეული იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისას მიიღო ტიფლისში. ამ ცოდნის ერთ-ერთი გამოვლინება იყო ის, რომ 1947 წელს, უშუალოდ სტალინის საიდუმლო ბრძანებით, ანტარქტიდაში გაიგზავნა სამხედრო ჯგუფი. ამ ჯგუფმა არავის მიწაზე (ანტარქტიდა არავის ეკუთვნოდა) მონიშნა ტერიტორიები და იქ ბაზები დააარსა. იმ პერიოდის მსოფლიო მმართველები და პოლიტიკოსები განცვიფრებული იყვნენ საბჭოთა ბელადის ამ ქმედებით და ამას ხსნიდნენ იმით, რომ თითქოს რუსებს მთელი მსოფლიოს დაპყრობა სურდათ. მათ შორის, უკაცრიელი, უნაყოფო ანტარქტიდისა. სტალინმა კი მშვენივრად უწყოდა, რას აკეთებდა. ანტარქტიდაში დასახლებები იმიტომ გააკეთებინა, რომ დანამდვილებით იცოდა ეს უნაყოფოდ წოდებული უზარმაზარი კონტინენტი რა უხილავ სიმდიდრეს ფარავდა ყინულქვეშ – ნავთობს, გაზს ოქროსა და სხვა ძვირფას ლითონებს. ძვირფას ქვებს და მრავალფეროვან ფაუნას. აი, სწორედ ეს რესურსები დააბევებინა საბჭოთა ბელადმა მაშინ თავის წარგზავნილებს და დღეს ეს ტერიტორიები რუსეთისაა. სტალინმა ამით რუსეთის შიდა ტერიტორიული რესურსები გარე რესურსებით შეავსო და ეს იმის გარანტიაა, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონ. მოგვიანებით ამერიკელები და სხვა ქვეყნებიც მიხვდნენ სტალინის ჩანაფიქრს და თავადაც ანალოგიური გააკეთეს. მაგრამ ყველაზე მსუყე ნაწილი, სწორედ სტალინის დამსახურებით, რუსეთისაა.“
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან