ბელადები

როგორ გადააქცია ბერიამ თბილისი მოწინავე ევროპულ ქალაქად

№4

ავტორი: ნიკა ლაშაური 22:00 05.02, 2023 წელი

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერია საბჭოთა მაღალჩინოსანი ფუნქციონერი იყო, ის ყოველთვის ცდილობდა, საქართველოსთვის სარგებელი მოეტანა და ტყუილად როდი დასდეს მას ბრალი ფალსიფიცირებულ სასამართლოზე ულტრანაციონალიზმში.

მწერალი ბორის სოკოლოვი: „მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ლვრენტი ბერია უპირველესად თავისი ხალხის შვილი, ქართველი იყო და მართალია, საბჭოთა სისტემას წარმოადგენდა და მისი სიძლიერისთვის იღვწოდა, მაგრამ თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას ხშირ შემთხვევაში ეროვნულ ინტერესებს არგებდა. ასეთი ეშმაკობით აკეთებდა ის ქართულ საქმეს... ბერიას ბიოგრაფიაზე რომ ვმუშაობდი, ყველა ხელმისაწვდომი ოფიციალური საბუთი საგულდაგულოდ შევისწავლე და გავარკვიე, რომ 1936–1938 წლებში, როდესაც ბერიას უმაღლესი ძალაუფლება ჰქონდა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, მან 10 ათასზე მეტი სიახლე და ინოვაცია განახორციელა თავის სამშობლოში. ხაზს ვუსვამ 10 ათასი ინოვაცია... ეს კი აბსოლუტური მსოფლიო რეკორდია და ვეჭვობ, ვინმემ გააუმჯობესოს ან თუნდაც, გაიმეოროს ეს ფანტასტიკური მიღწევა. ბერიამ პირველ მდივნობამდე ჩაიბარა თბილისი, სადაც მოშლილი იყო კანალიზაციის სისტემა, არ არსებობდა თანამედროვე გარე განათება და დანარჩენი ელემენტარული რამ, რაც სასიცოცხლო ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო... ხოლო, როდესაც ბერია 1938 წელს მოსკოვში გადავიდა, საქართველოს დედაქალაქი მოწინავე ევროპული ქალაქი იყო... თბილისში ფუნქციონირებდა იმ დროისთვის ყველა თანამედროვე სერვისი, სუფევდა წესრიგი და სისუფთავე. მაგალითისთვის, როცა მოსკოვში ტუალეტები არ არსებობდა, თბილისში უკვე საზოგადოებრივი ტუალეტები იყო გახსნილი... სხვათა შორის, ეს მსოფლიო დონის ინოვაცია გახლდათ და თბილისის წამბაძველობით აშენდა ევროპის დედაქალაქებში საზოგადოებრივი ტუალეტები....“

ნიშანდობლივი ფაქტია, რომ 1936 წლამდე თბილისის გამოცდილების გასაზიარებლად ბერლინის ქალაქის თავი იყო ჩამოსული და თავის ქვეყანაში რომ დაბრუნდ, უპირველესად, საზოგადოებრივი ტუალეტებისა და წყლის სასმელი შადრევნების გახსნის განკარგულება გასცა ბერლინში.

ბორის სოკოლოვი: „ბერიამ იმ უამრავ „ეროვნულ ეშმაკობებს“ შორის, კიდევ ერთი ეშმაკობა განახორციელა. 1932 წლის დადგენილებით, მან ამიერკავკასიაში არარეგისტრირებული დიდძალი იარაღი ამოიღო. იცოდა რა, რომ ჩრდილოკავკასიელები იარაღის მოყვარული ხალხი და პოტენციურად საშიშნი იყვნენ, მათ სანადირო იარაღის რეგისტრაცია, დანარჩენს კი, ჩაბარება შესთავაზა. ეს არავინ გააკეთა და საგანგებო ჯგუფები ათეულათასობით იარაღს პოულობდნენ, რომელიც თბილისში განთავსებულ სახელმწიფო არსენალებში შეჰქონდათ... რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ბერიამ ისე მოახერხა კავკასიის დამორჩილება, რომ ფაქტობრივად, დანახარჯი არ ყოფილა. ასეთი რამ კი მანამდე ვერავინ შეძლო. ყველა ძალიან ცდილობდა ამის გაკეთებას, მაგრამ ბერიამ ეს ეშმაკურად და თანმიმდევრულად განახორციელა...“

მოგვიანებით, როდესაც ბერია უკვე მოსკოვში მუშაობდა, მისი გავლენა საქართველოში ოდნავაც არ შესუსტებულა. მიუხედავად მოუცლელობისა, ის ყოველთვის რეკავდა თბილისში და რესპუბლიკაში არსებული მდგომარეობის შესახებ ვრცელ მოხსენებას ისმენდა. მოსკოვში გადასვლის მერე ბერიამ იმდენი მოახერხა, რომ საკავშირო ბიუჯეტიდან დაფინანსება გაუორმაგა საქართველოს და ამ თანხების 50 პროცენტი სოციალურ ხარჯებს მოხმარდა. ერთი სიტყვით, ბერია მოწოდების სიმაღლეზე იყო და სიცოცხლის ბოლომდე მაქსიმუმს აკეთებდა თავისი სამშობლოსთვის.

ბორის სოკოლოვი: „ბერია ვერაგულად შეიპყრეს და ასეთივე მეთოდით მოკლეს - უპირველესად, რაც შეთქმულებმა გააკეთეს, ეს იყო ის, რომ ბერიას სეიფები გატეხეს და იქ არსებული შიგთავსი გამოიღეს. ზოგიერთი მათგანი უმალვე გაანადგურეს, რადგან ეს კომპრომატები თავად შეთქმულებზე გახლდათ, ზოგი კი ბერიას წინააღმდეგ გამოიყენეს. ერთ-ერთი ასეთი „ანტიბერიული კომპრომატი“ იყო საქართველოს ენერგეტიკული განვითარების გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, საქართველოში უნდა აშენებულიყო 12 მსხვილი ელექტროსადგური, მათ შორის 2 ატომური... ნიშანდობლივია ისიც, რომ აქვე იყო აღნიშნული იმ მსხვილი სამრეწველო-ეკონომიკური ობიექტების სქემა, რომლებიც 1960 წლამდე უნდა აშენებულიყო საქართველოში. ასეთი მძლავრი ენერგეტიკული სისტემაც სწორედ ამისთვის გახლდათ საჭირო.

ასე იყო თუ ისე, ბერიას ეს გეგმები შოვინისტმა შეთქმულებმა დანაშაულად გამოაცხადეს, ხოლო თავიანთი დანაშაული - სამართლიან აქტად და ჯერ ბერია მოიშორეს თავიდან, შემდგომ კი აწყობილი დაანგრიეს“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი