ბელადები

როგორ დააყენა ფეხზე ძალიან სწრაფად სტალინმა დანგრეული ქვეყანა

№17

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 05.05

საბჭოთა იარაღი
დაკოპირებულია

იოსებ სტალინი კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი აღმშენებელი იყო და მან მოახერხა ის, რაზე ოცნებაც კი სასაცილოდ მოეჩვენებოდათ ჭკვიან, გონიერ და დაფასებულ ადამიანებს.

იაკობ კედმი: „თუკი ვინმე მკითხავს – იყო თუ არა სტალინი დიქტატორი, მე ცალსახად ვუპასუხებ, – დიახ, სტალინი იყო დიქტატორი. იქვე კი დავამატებ, – სტალინი იყო დიქტატორი არა იმიტომ, რომ ეს თვითმიზანს წარმოადგენდა, არამედ იმიტომ, რომ მეოცე საუკუნეში დიდი აღმშენებლობა განეხორციელებინა, ისეთი, როგორიც არც მანამდე და არც შემდგომ არ განხორციელებულა და არც განხორციელდება... განა შეეძლო სტალინს სხვაგვარად? განა შეეძლო მას დიქტატორობის გარეშე, თანაც რუსეთში მიეღწია იმ მიზნისთვის, რასაც ისახავდა? მიზანი კი დიადი იყო. არა, არ შეეძლო და მის შემთხვევაში მიზანმა საშუალებები გაამართლა. სტალინის მიზანი იყო, აეშენებინა ისეთი სახელმწიფო, სადაც ადამიანებს თანაბარი პირობები ექნებოდათ შესაძლებლობების სარეალიზაციოდ და ეს ქვეყანა არაფრით იქნებოდა დამოკიდებული სხვა ქვეყნებზე – არც ეკონომიკითა და არც თავდაცვით. და, მართლაც, სტალინმა შექმნა ისეთი თავდაცვის სისტემა, რომ ჰიტლერის დამარცხების მერე ამ ქვეყანასთან ომს არავინ ისურვებდა. და, მართლაც, სტალინმა ააშენა ისეთი ქვეყანა, სადაც ეკონომიკა გეომეტრიული პროგრესიით ვითარდებოდა. იქ იწარმოებოდა ყველაფერი – დაწყებული ნემსით და დამთავრებული კოსმოსური ხომალდით (მართალია, კოსმოსური ხომალდები სტალინის შემდეგ კეთდებოდა, მაგრამ საფუძვლის შექმნა სტალინის დამსახურება იყო). ააშენა ათასობით ახალი ქალაქი, განავითარა მეცნიერება, კულტურა, სპორტი. ყველაფერი ეს კი მკაცრი, დიქტატორული მმართველობის გარეშე ვერ გაკეთდებოდა და თანაც რუსეთში...“

სტალინი რომ მიზანსწრაფული, უდიდესი ნებისყოფის ადამიანი იყო, არავისთვისაა საიდუმლო. ძალაუფლება მას (განსხვავებით ზოგიერთი დღევანდელი კოლეგისგან) სჭირდებოდა არა ოქროს სასახლეებში დროის გასატარებლად, არამედ იდეის განსახორციელებლად, რომელიც ჯერ კიდევ სიჭაბუკეში დაისახა და მას მთელი ცხოვრება ემსახურებოდა. ყველა ზემოაღნიშნულ თვისებებთან ერთად, სტალინი ძალიან რაციონალური ადამიანი იყო და არასოდეს გაუფლანგავს არც მატერიალურ-ფინანსური რესურსები და არც საკუთარი ენერგია დაუხარჯავს ტყუილად, ანუ თვალისმომჭრელი კაშკაშისთვის, რასაც ხშირად ვხედავთ თანამედროვე ცხოვრებაში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი ძალიან რაციონალური ადამიანი იყო. მისი ეს თვისება მოქმედებდა როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე სახელმწიფო მოღვაწეობაში. მავანნი სტალინს გამალებული შეიარაღების დამწყებად მიიჩნევენ. სინამდვილეში კი ეს აბსოლუტური ტყუილია და ფაქტებით დასტურდება. სტალინი შეიარაღებაში დიდ თანხებს ნამდვილად არ ხარჯავდა. ყველაზე დიდი ფული საბჭოთა ატომური ბომბის გაკეთება დაჯდა. სტალინი არ ცდილობდა უზარმაზარი თანხები ჩაედო იარაღის წარმოებაში, ამერიკელებისგან და ასევე, პოსტსტალინური პერიოდის საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით. ის რაციონალურად უდგებოდა ამ საკითხს. შეიქმნა უსაფრთხოების უნივერსალური სისტემა. პლუს ბირთვული იარაღი. და ეს ყველაფერი იმისი გარანტია იყო, რომ საბჭოთა კავშირს თავს არავინ დაესხმებოდა. და მაშინ, როდესაც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები უზარმაზარ თანხებს ხარჯავდნენ გამალებულ შეიარაღებაზე, სამხედრო წარმოებიდან გამოთავისუფლებული თანხები საბჭოთა ეკონომიკის განვითარებას ხმარდებოდა. ამასთან დაკავშირებით გენერალი ეიზენჰაუერი მემუარებში წერდა: „ჩვენ ძალიან გაგვაოცა იმან, თუ როგორ მოახერხა სტალინმა დანგრეული საბჭოეთის სწრაფად ფეხზე დაყენება. გამოდის, რომ ძალიან მარტივად – სტალინმა ჩვენსავით დიდი ფული არ ჩადო სამხედრო მრეწველობაში და დაამზადა იმდენი იარაღი, რომ ომის შემთხვევაში წარმატებისთვის მიეღწია, თუმცა მასთან ომის დამწყები არავინ იყო. დანარჩენი ფულით კი ქალაქები ააშენა, თავის ფაბრიკა-ქარხნებიანად და ასე მარტივად და რაციონალურად ააღორძინა თავისი ქვეყანა...“ სტალინი პრობლემების გადაწყვეტის არაჩვეულებრივ უნარს ფლობდა და ეიზენჰაუერმა ეს აბსოლუტურად სწორად აღნიშნა... „ჩერჩილის თქმით, სტალინმა აქცია რა სახნისიანი რუსეთი თერმობირთვულ სახელმწიფოდ, შექმნა ისეთი ძლევამოსილი იმპერია, რომელიც არანაირად, არავისზე არ იყო დამოკიდებული და ავტონომიურად შეეძლო არსებობა, რასაც ფაქტობრივად, ახორციელებდა კიდეც. სწორედ სტალინის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 30-მა პროცენტმა იცოდა წერა-კითხვა, განვითარდა მეცნიერება, კულტურა, სპორტი და მსოფლიოში მოწინავე გახდა. საბჭოთა ბელადმა უბრალო გლეხის შვილების უდიდესი ასპარეზი გაუხსნა და ისინი აკადემიკოსები და სხვადასხვა დარგის კორიფეები გახდნენ. რა თქმა უნდა, იყო სიმკაცრე ქვეყანაში, იმავდროულად იყო თანასწორუფლებიანობაც და სტალინმა ეს შეძლო.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...