ბელადები

როგორ ჩაუშალა სტალინმა მსოფლიო ოლიგარქებს დაწყობილი გეგმა

№22

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.06, 2021 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი რომ დიდი პოლიტიკოსი იყო საყოველთაოდ ცნობილია და ამ ფაქტს მისი მტრებიც კი აღიარებენ. თუმცა, ალბათ, თითებზე ჩამოსათვლელმა ხალხმა თუ იცის სტალინის იმ ინიციატივის შესახებ, რაც დღეს უკვე რეალურია და „ფრანგულ პატენტს“ ფლობს. თუმცა, ეს საბჭოთა ბელადის ნააზრევი იყო, რაც იმ შორეულ 30-იან წლებში არ მიიღეს, უგულვებელყვეს და მეორე მსოფლიო ომიც მიიღეს. 

ისტორიის დოქტორი ვიაჩესლავ ვოლინსკი წერს:

„რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ევროპის გაერთიანების იდეა იოსებ სტალინს ეკუთვნის და მან ეს საკითხი მას შემდეგ დააყენა დღის წესრიგში, რაც ჰიტლერულმა გერმანიამ ძალიან სწრაფი და მზარდი სამხედრო-ეკონომიკური ზრდა დაიწყო...

ისტორიკოსი როი მედვედევი:

„ადოლფ ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლასთან ერთად გასული საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში დაიწყო (უფრო სწორად კი – გაგრძელდა) დიდი ევროპული (ძირითადად) და მსოფლიო ტრაგედიის პერიოდი. სტალინი მიხვდა (მას ასეთი ინფორმაციებით მძლავრი დაზვერვაც ამარაგებდა), რომ ჰიტლერს გერმანიაში „გამეფების“ ერთადერთი მიზანი ჰქონდა – მსოფლიო ოლიგარქიის, მსოფლიო კაპიტალის მხრიდან არ დაეშვა რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირის) გაძლიერება და მომავალი „სოციალისტური გიგანტი ჩანასახშივე მოესპოთ“. იმის მტკიცება არ შეიძლება, რომ სტალინი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ჰიტლერიზმის გლობალურ საფრთხეს მიხვდა. ამის შესახებ, ალბათ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა და ბრიტანეთის პრემიერმა უინსტონ ჩერჩილმაც იცოდნენ. თუმცა, სტალინი მართლაც ერთადერთი იყო, ვინც სწორად და ბოლომდე გაიაზრა ჰიტლერული საფრთხე, ანუ, ის, რომ ჰიტლერული გერმანია თავად მის სპონსორზეც (დამფინანსებელ მსოფლიო ოლიგარქებზეც) გაიწევდა და ამის აღკვეთა ჯერ კიდევ მიუნხენის ხელშეკრულებამდე სცადა. თუმცა, არაფერი გამოუვიდა და უკვე სხვა გზების ძიებას მიჰყო ხელი...“

დღესდღეობით ყველასთვის ხელმისაწვდომია ის დოკუმენტები (მათში ყველაფერი დაწვრილებითაა გაწერილი), რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ ჰიტლერს როკფელერები, როტშილდები და სხვა გლობალური ოლიგარქი „ვეშაპები“ სპონსორობდნენ. ამის მიზეზი კი დიდი შემოსავლების მიღება იყო. არავისთვისაა საიდუმლო, რომ ომი ყველაზე დიდი და მრავალწახნაგოვანი ბიზნესია. მიზანი იყო, აგრეთვე, საბჭოთა კავშირის ჩამოქცევაც. ესეც მათ ფინანსურ ინტერესებს ემსახურებოდა, რადგან ერთი მხრივ, საბჭოთა წყობა კაპიტალისტურ, ოლიგარქიულ წყობას უპირისპირდებოდა, მეორე მხრივ კი, ჩამოქცეული საბჭოეთის ულევი რესურსები მსოფლიო ოლიგარქიისთვის ძალიან მსუყე და სასურველი ლუკმა იყო. თუმცა ჰიტლერი ოლიგარქების კონტროლიდან გამოვიდა და სწორედ, ამის გამო შეიქმნა მოკავშირეთა „დიდი სამეული“ – საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი:

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ბიბლიოთეკის არქივში ინახება „გამოძიების ფედერალური ბიუროს“ დოკუმენტი, რომლითაც შეერთებული შტატების მთავრობას რეკომენდაცია ეძლევა, ყოველმხრივ ხელი შეუშალონ სტალინის იდეის განხორციელებას „გაერთიანებული ევროპული ძალების“ თაობაზე. სტალინმა ჯერ კიდევ „მიუნხენის ხელშეკრულებამდე“ შესთავაზა ჩემბერლენსა და დალადიეს, რომ „გაერთიანებული ევროპული ძალები“ ჩამოეყალიბებინათ და არ დაეშვათ ჰიტლერის თავხედური წინსვლა და გააფრთხილა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ ევროპა არ დაზარალდებაო. ეს პირადი გზავნილი ბრიტანელ პრემიერსა და ფრანგ პრემიერ-მინისტრს მოლოტოვის პირით შეუთვალა. თუმცა მათ ეს სასაცილოდაც არ ეყოთ და მიიღეს ის, რაც მიიღეს. 1985 წელს მოლოტოვთან შეხვედრის პატივი მქონდა და ამის შესახებ მან მიამბო: „მე რომ ბრიტანელ და ფრანგ პრემიერებს სტალინის კონფიდენციალური გზავნილი გავაცანი, ეს წინადადება სასაცილოდაც არ ეყოთ და ყოველგვარი დიპლომატიური ეტიკეტის დარღვევით მოიქცნენ და შეიძლება ითქვას, ჩვენი მასხრად აგდებაც კი სცადეს. თუმცა მე მათ ვუთხარი: ბატონებო, სულ მალე დადგება დრო, რომ თქვენი საქციელი დიდ შეცდომად მოგეჩვენებათ და საქმე სასაცილოდ არ გექნებათ-მეთქი. სტალინს რომ მოვუყევი ამის შესახებ, მითხრა: ამ ვაჟბატონებს, ჩემბერლენ-დალადიეს, თავიანთი პატრონებისგან აქვთ ინსტრუქციები მიღებული და ასრულებენ. თუმცა მათი პატრონებიც ძალიან მწარედ ცდებიანო.“ მოლოტოვის მონათხრობი კი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ სტალინი და მხოლოდ სტალინი მიხვდა ყველაფერს. თუმცა მოგვიანებით ეს საბედისწერო შეცდომა ჩერჩილმაც აღიარა და ეს თავის მემუარებშიც ასახა...“

ახლა, როდესაც ზოგიერთი ვაიმკვლევარი სტალინს ჰიტლერთან გარიგებაში ადანაშაულებს, ყურადღების მიღმა ტოვებს იმ დეტალს, რომ სტალინს უბიძგეს ამისკენ, მაგრამ მსოფლიო ოლიგარქებმა თავიანთ მიზანს ვერ მიაღწიეს და სტალინმა თავისი გენიალური პოლიტიკური მჭვრეტელობით მოახერხა ამ სიტუაციიდან ღირსეულად გამოსვლა“.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი