ბელადები

როგორ ჩააბა რევოლუციურ მოღვაწეობაში სტალინმა კამო და მისი და

№23

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 16.06, 2022 წელი

იოსებ სტალინი
დაკოპირებულია

სტალინი არა მარტო გამორჩეული პოლიტიკური მოღვაწე და მსოფლიოს დიდი ნაწილის მმართველი იყო, არამედ უდიდესი რევოლუციონერი, რომელმაც სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ჯოჯოხეთის ყველა შრე გაიარა და იმავდროულად, უდრეკ რევოლუციონერ-ბოლშევიკთა მთელი პლეადა აღზარდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინის ლეგალური რევოლუციური მოღვაწეობა 36 წელს ითვლის. აქედან ის 31 წელი სახელმწიფოს მმართველი იყო. თუმცა, მას საკმაოდ დიდი – 23-წლიანი არალეგალური რევოლუციური მოღვაწეობის გამოცდილება ჰქონდა და სწორედ, ამ მარაგით მივიდა ის საბჭოთა ქვეყნის ბოლშევიკურ მმართველობაში.“

იატაკქვეშა არალეგალისთვის დამახასიათებელი სიმამაცისა და შეუდრეკელობასთან ერთად, სტალინს უდიდესი ინტელექტი და პედაგოგიური ნიჭი ჰქონდა. ამ თვისების გარეშე სტალინი, ალბათ, ხელისუფლებას ვერც კი მიუახლოვდებოდა და მისი მზე მალევე ჩაესვენებოდა.

ორის სოკოლოვი: „სტალინი ძალიან მამაცი და შეუპოვარი, იმავდროულად კი ფრთხილი და წინდახედული იყო. თუკი ბრძოლისას „კობა“ ბარიკადების წინა რიგებში იდგა და ტყვიების წვიმას არ ეპუებოდა, საჭიროების შემთხვევაში, ის ნახტომისთვის გამზადებული ვეფხვივით ფრთხილად იყო ჩასაფრებული და სანამ ერთხელ გაჭრიდა, მანამდე ასჯერ გაზომავდა. მსგავს თვისებებს უნერგავდა სტალინი თავის რევოლუციონერ მოწაფეებს და მათ შორის ყველაზე გამორჩეული სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე „კამო“ იყო.“

სტალინი და კამო წარმოშობით გორიდან იყვნენ და მომავალი საბჭოთა ბელადი პატარა სიმონს და მის დებს ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ კამო სტალინზე სულ რაღაც 3 წლით იყო უმცროსი, სტალინი მას არა როგორც უფროსი ძმა, არამედ როგორც მამა, ისე მფარველობდა და წვრთნიდა. კამოს, რა თქმა უნდა, მშობელი მამაც ჰყავდა, საკმაოდ რესპექტაბელური, მდიდარი და თავის შვილებს სტალინთან მიახლოებასაც კი უშლიდა. თუმცა, კამო და მისი და – სოფია მამის შეგონებებს არაფრად აგდებდნენ და სტალინს აღმერთებდნენ. ამიტომ, მათ ძალიან ადრე გაწყვიტეს ურთიერთობა მამასთან და ეს ადამიანი არშაკ ტერ-პეტროსიანი მალევე გარდაიცვალა. კამოსა და სტალინის ნაცნობობა კი მაშინ აეწყო, როდესაც სტალინი მას რუსულ ენას ასწავლიდა და „კობამ“ რევოლუციური იდეებიც სწორედ მაშინ ჩაუდო თავში პატარა სიმონს.

ენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინი კამოს არა მარტო რუსულს ასწავლიდა და მარქსისტულ იდეებს აცნობდა, არამედ ამ „შუსტრ“ ყმაწვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიზანშიც ასროლინებდა ხოლმე. მოგვიანებით კამო ამბობდა: „კობამ“ მე ჩხუბიც მასწავლა, იარაღიდან სროლაც და მე ყოველივე ეს რევოლუციურ ბრძოლაში დიდად დამეხმარაო. დაუდგრომელ კამოს ბოლშევიკურ პარტიაში სტალინის მებრძოლ რაინდს უწოდებდნენ და ამას თავად ლენინი აღნიშნავდა თავის თხზულებებში.“

ნიშანდობლივია ერთი ისტორია, რომელიც 1896 წელს მოხდა. ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოწრთობილი სტალინი ბათუმიდან თბილისში მიემგზავრებოდა და ერთი ჩემოდანი არალეგალური ლიტერატურა მიჰქონდა. „კობამ“ შეამჩნია, რომ მას კუდზე ასხდნენ და კვალის ასარევად მატარებლიდან მშობლიურ გორში ჩავიდა, კუდის ჩამოსაცილებელი მანევრი დაიწყო. ისე მოხდა, რომ სტალინის დაკავება სცადეს და „კობასა“ და ჟანდარმერიას შორის ურთიერთსროლა გაიმართა. „კობამ“ გაქცევით უშველა თავს და თავი ტერ-პეტროსიანების სახლის სხვენს შეაფარა, რაშიც მას 14 წლის სიმონი (კამო) დაეხმარა. „კობას“ გორში ყველგან ეძებდნენ და აბა, რას იფიქრებდნენ, რომ კობა მდიდარი ვაჭრის სახლში იმალებოდა. მეორე დილით კამომ სტალინი (აკრძალული ლიტერატურიანად) მამის ეტლით ერთ-ერთ კონსპირაციულ სახლში მიიყვანა და სარდაფში გადამალა. ასე გადაარჩინა ის, სამაგიეროდ, სტალინმა კამოს ერთ-ერთი მაუზერი აჩუქა. ამ იარაღს კამო მუდმივად თან ატარებდა და როდესაც ის თბილისში, ტრაგიკულად დაიღუპა მაშინაც თან ჰქონდა.

დიმიტრი ვოლკოგონოვი: „სტალინმა კამოსგან და მისი დისგან, სოფიასგან ნამდვილი მებრძოლი რევოლუციონერები გამოძერწა. და-ძმას ბუნებით დაყოლილ სიმამაცესთან ერთად სტალინისგან ჰქონდათ შეძენილი ბოლშევიკური შეუპოვრობა, იდეურობა და მზად იყვნენ, ცეცხლშიაც ჩავარდნილიყვნენ იდეისთვის. სოფიას, არაერთხელ მიუმაგრებია პროკლამაციები მუცელზე (ვითომ ფეხმძიმედ იყო) და ამგვარად გაუვლია ჟანდარმერიიის პიკეტები. კამოს მოღვაწეობები კი საყოველთაოდაა ცნობილი და მას და სტალინს ერთად არა ერთი საგმირო საქმე ჩაუდენიათ, როგორც ბაქოსა და თბილისში, ასევე მოსკოვსა და პეტროგრადში. კამო ყოველთვის ამაყობდა, რომ სტალინის აღზრდილი იყო და ამ ფაქტს ყველგან ხაზს უსვამდა.

რაც არ უნდა ლანძღონ და მიწასთან გაასწორონ ბოლშევიკები და სტალინი, ფაქტი ფართად რჩება, რომ სწორედ ისინი იყვნენ ძირგამომპალი ცარიზმის დამამხობლები, რის ავანდარდშიც სტალინი იდგა.

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

ნიკა ლაშაური

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი