როგორ ახერხებდა ბერია ერთდროულად სამი ზესაიდუმლო პროექტის კურირებას
ავტორი: ნიკა ლაშაური 18:01
ლავრენტი პავლეს ძე ბერიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციაში, მის გადაქცევაში უდიდეს სახელმწიფოდ და რომ არა ბერიას ნიჭი, მოხერხებულობა და ენერგია, საბჭოთა სახელმწიფო ნახევარი საუკუნით ადრე დაიშლებოდა. ხოლო ბერია რომ არ მოეკლათ, საბჭოთა კავშირი საერთოდ არ დაიშლებოდა და ის კვლავ იფუნქციონირებდა და დღემდე მსოფლიოს უდიდეს, უპირველეს სახელმწიფოდ დარჩებოდა...
პოლკოვნიკი ვსევოლოდ ტარკოვსკი: „ბერიას მიმართ შეიძლება, უამრავი ეპითეტი გამოიყენო, რა თქმა უნდა, დადებით კონტექსტში და ყველა მართებული იქნება. ბერია, როგორც უკვე ითქვა, უდიდესი საშემსრულებლო უნარით იყო დაჯილდოებული. მას არც ომამდე აკლდა მძიმე შრომა, ომის შემდგომ კი, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ბერიას დატვირთვა გაორმაგდა. ეს კი იმიტომ, რომ მას უწევდა ერთდროულად სამ უდიდეს საიდუმლო პროექტზე მუშაობა: ატომურ პროექტზე; ციმბირში მიწისქვეშა, უზარმაზარი საკომანდო პუნქტის სამშენებლო პროექტზე და ეშერაში მიწისქვეშა სპეციალური ბუნკერის მშენებლობასა და მის უახლესი (იმ პერიოდისთვის) აპარატურით აღჭურვაზე. ეშერის მიწისქვეშა ბუნკერი დღემდე ზესაიდუმლო ობიექტია. სწორედ იქაა განლაგებული, ეგრეთ წოდებული, სეისმური იარაღი. ანუ, ისეთი მოწყობილობა, დანადგარი, რომელსაც ძალუძს მიმართული მიწისძვრის გამოწვევა... ეს სამივე პროექტი უაღრესად საჭირო რამ იყო და ბერიას სწორედ ამიტომ დაავალა მათი განხორციელება სტალინმა. ფაქტობრივად, ბერიას ერთდროულად უწევდა ამ პროექტების უშუალო მონიტორინგი. ეს კი ზეადამიანურ შესაძლებლობებს მოითხოვდა. ამიტომ, ასევე სტალინის ბრძანებით, ავიაინჟინერმა, კონსტრუქტორმა ტუპოლევმა სპეციალურად ბერიასთვის შექმნა სამხედრო ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი. ის დიდ მანძილზე გადაადგილდებოდა ძალიან სწრაფად და აღჭურვილი იყო იმ პერიოდისთვის უნიკალური კავშირგაბმულობის სისტემით. ბერიას შეეძლო, თვითმფრინავიდან დაკავშირებოდა სტალინს კრემლში ან ნებისმიერ სხვა ადგილზე და, ასევე, ნებისმიერი წერტილიდან მიეღო სიგნალი თვითმფრინავში... მაგალითად, დილით რომ ბერია მოსკოვში იყო, შუადღეზე შეეძლო, სოხუმში აღმოჩენილიყო, საღამოს კი – სვერდლოვსკში ჩაფრენილიყო... ლავრენტი პავლეს ძეს უზარმაზარი ენერგია ეხარჯებოდა ამაში და მიუხედავად უდიდესი დატვირთვებისა, ყველა საქმეს უმაღლეს დონეზე ახორციელებდა...
ძალიან საინტერესო ისტორიას ყვებოდა საბჭოთა ატომური ბომბის მამა იგორ კურჩატოვი. ის იხსენებდა: „1948 წელია. ატომური იარაღის შექმნაზე გაცხოველებულები ვმუშაობთ. ამ დროს ჩვენს დახურულ ქალაქში მარშალ ჟუკოვის ერთ-ერთი ადიუტანტი, გენერალი გვეწვია. ის თავად ჟუკოვის მიერ იყო მივლინებული და ინსპექტირების საბაბით, პირადად მე მთხოვდა ხარჯთაღრიცხვას გაწეული ექსპერიმენტების შესახებ. ეს ზესაიდუმლო ინფორმაცია იყო. თანაც, გენერალს არანაირი უფლება არ გააჩნდა არამც თუ ინფორმაციის მოთხოვნის, არამედ ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლის. მე არც ვაციე, არც ვაცხელე და პირდაპირ ლავრენტი ბერიას დავურეკე სპეცკავშირით.
– გისმენთ, იგორ ვასილიევიჩ, – მიპასუხა ბერიამ.
– ლავრენტი პავლოვიჩ, ჩვენთან ჟუკოვის ადიუტანტი გენერალია შემოჭრილი და საექსპერიმენტო დანახარჯების ანგარიშს გვთხოვს. ეს კი ზესაიდუმლო ინფორმაციაა. თანაც ეს გენერალი ნასვამია. ჯერ თქვენ დაგირეკეთ.
– დამშვიდდით, იგორ ვსილიევიჩ. სადაა ახლა ის გენერალი?
– სადილობს, ლავრენტი პავლოვიჩ. თან მელოდება.
– მოდი, ასე ვქნათ. მე ახლა სოხუმში ვიმყოფები. იქნებ დაათროთ და დააძინოთ. მე კი სასწრაფოდ გამოვფრინდები და ყველაფერს მოვაგვარებ, – მითხრა ბერიამ.
გენერალი საკმაოდ გამძლე გამოდგა და მხოლოდ მეორე ბოთლის დაცლის მერე დადო თავი მაგიდაზე და ჩაეძინა. იარაღი ავართვით და იქვე დავტოვეთ. კარი კი გარედან ჩავუკეტეთ. ბერია 6 საათში ჩამოფრინდა სოხუმიდან. გენერალს ჯერ კიდევ ეძინა. ლავრენტი პავლეს ძემ თავის დაცვას ის იქვე დააპატიმრებინა და ხელბორკილებდადებული წაიყვანა.
იმ გენერალს რა ბედი ეწია, არ ვიცი, მაგრამ, მე მას მერე არამც თუ ადიუტანტებს, არამედ თვით ჟუკოვსაც არასოდეს შევუწუხებივარ და ჩვეული მუშაობა განვაგრძეთ.“
ჟუკოვის ადიუტანტი გენერალი ლუბიანკაზე დაჰკითხეს. დაწვრილებითი ჩვენება ჩამოართვეს და ბერიას ბრძანებით გაუშვეს. ჟუკოვს ბერიამ პირადად დაურეკა და სთხოვა, რომ მთვრალი, თანაც დაშვების არმქონე ადამიანები აღარ გაეგზავნა კურჩატოვთან.“
სიახლეები ამავე კატეგორიიდან



