ბელადები

რითაა დღემდე საშიში სტალინი დასავლეთისთვის

№24

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00

ბერიას შესახებ
მოგონებები
დაკოპირებულია

მიუხედავად იმისა, რომ სტალინის გარდაცვალებიდან 73 წელია გასული და მავანნი ისტორიიდან მისი სახელის ამოძირკვას ცდილობენ, ამ უდიდეს ადამიანს დღესაც უამრავი მომხრე ჰყავს მთელს მსოფლიოში.

გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „რაც არ უნდა ტალახი ესროლონ სტალინის სახელს, მის პიროვნებას ამ ადამიანს საქმეები წარმოაჩენენ. საბჭოთა ბელადის საქმეები უკვდავია. იოსებ ბესარიონის ძე არა მარტო საბჭოთა კავშირის ფუძემდებელი და აღმშენებელია, არამედ ამ უდიადესი სახელმწიფოს ფერფლიდან აღმდგენი და ზესახელმწიფოდ გადამქცევი. თუმცა, დიდი საბჭოთა ბელადის ამ საქმეებს ყოველმხრივ აკნინებენ ანტისტალინისტები და ტყუილად როდი თქვა სტალინმა ეს ისტორიული ფრაზა: ჩემი სიკვდილის შემდეგ ჩემს სახელს უამრავ ტალახსა და ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარიშხალი მათ გაფანტავსო. და სწორედ ეს ისტორიული ქარიშხალი ქრის მსოფლიოში და საბჭოთა ბელადს უკვე ისეთი ადამიანები სცემენ თაყვანს, ვინც ადრე მის ლანძღვა-გინებაში ათენებდნენ და აღამებდნენ...

სტალინი რომ დადებითი ისტორიული პიროვნებაა, ამაზე ისიც მეტყველებს, თუ რა პროგრესული, ჰუმანური და ზოგადკაცობრიული იდეები და ინიციატივები ჰქონდა მას. მარტო ის რად ღირს, რაც სტალინმა 1950 წელს ანდრეი გრომიკოს მეშვეობით შეიტანა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ეს იყო მრავლისმომცველი, უჰუმანურესი სოციალურ-სამშვიდობო ინიციატივა. სტალინი კაცობრიობას სთავაზობდა კეთილდღეობასა და მშვიდობიან განვითარებას. საბჭოთა ბელადის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ შეექმნათ მსოფლიო ფონდი, რომელშიც აღრიცხული იქნებოდა ყველა ქვეყნის ყველანაირი რესურსი და ეს რესურსები საჭიროებისამებრ გადანაწილებულიყო შესაბამის ქვეყნებზე, მოთხოვნილების მიხედვით. რესურსებში იგულისხმებოდა, აგრეთვე, ინტელექტუალური რესურსებიც და ისინი ადამიანების სწავლა-განათლებას უნდა მოხმარებოდა. ამ პროექტში აღნიშნული იყო, რომ აკრძალულიყო თერმობირთვული იარაღის წარმოება და უახლოეს მომავალში ამ იარაღის მფლობელ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს ორი წლის განმავლობაში გაენადგურებინათ თავიანთი ბირთვული პოტენციალი. ერთი სიტყვით, სტალინი კაცობრიობას სთავაზობდა მშვიდობიანი თანაცხოვრების მოდელს. მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ამის წინააღმდეგ წავიდნენ. თუმცა, ქვეყნების უმრავლესობა მხარს უჭერდა სტალინის ამ ინიციატივას და ეს იდეა განხილვაზე იმიტომ არ გავიდა, რომ შეერთებულმა შტატებმა ვეტოს ექსკლუზიური უფლებით ისარგებლა და საბჭოთა ბელადის ეს ინიციატივა დაბლოკა... დასავლური სამყარო, ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით, მიიჩნევდა, რომ სტალინის ინიციატივის მიღებითა და განხორციელებით ძირი გამოეთხრებოდა კაპიტალისტურ სისტემას. განხორციელდებოდა ტოტალური დეკოლონიზაცია და მოწინავე დასავლური სახელმწიფოები დაკარგავდნენ უიაფესი რესურსების მოპოვების (სინამდვილეში კი ძარცვის) ტერიტორიებს. თუმცა, ასევე, სტალინის უდიდესი ძალისხმევითა და დახმარებით განხორციელდა ტოტალური დეკოლონიზაციის პროცესი და ამით კაპიტალისტურ სამყაროს დიდი ზიანი მიადგა. მთავარი მიზეზი, რომ დასავლური სამყაროს მესვეურებს სტალინი სძულთ, ისაა, რომ საბჭოთა ბელადი მშვიდობისმოყვარე ადამიანებს შორის თანასწორუფლებიანობის მომხრე იყო. კაპიტალისტური სამყარო კი ამ პრინციპებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, რადგან ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში მოირღვეოდა მათი მთავარი პრინციპი – ადამიანების ექსპლუატაციის გზით კოლოსალური მოგებების მიღება. აქედან გამომდინარე, დასავლეთის პატრონები არა მარტო სტალინის იდეების განხორციელებაზე ამბობდნენ უარს, არამედ ისინი ეწინააღმდეგებიან მათ თეორიულ გავრცელებასაც. ანუ, სტალინის სიცოცხლის პერიოდში დასავლეთში აკრძალული იყო სტალინის ნაშრომების არა მარტო გამოქვეყნება, არამედ საბჭოთა ბელადის ციტირებაც კი. იგივე გრძელდება ამჟამადაც და სწორედ ასეთია „თავისუფალი სიტყვის“ მქადაგებელი კაპიტალისტური სამყაროს ჭეშმარიტი სახე. სტალინი დღესაც უაღრესად საშიშია დასავლური სამყაროსთვის, საშიშია თავისი ჰუმანური, სამართლიანი იდეებით. დღემდე სწორედ ამიტომ ხორციელდება იქ ბინძური ანტისტალინური პიარი, რომ ადამიანები ვერ ჩასწვდნენ იმას, რომ კაპიტალისტური სისტემა შეფარულ მონობაზეა დამყარებული. ყველაფერს პიარი განაგებს და მიმართულია ადამიანების გონების დასახშობად, რომ მეტი იმუშაონ, კოლოსალური მოგებები მოუტანონ პატრონებს და სტალინურ სიკეთეებზე არ იფიქრონ.“

რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი