როგორ აღკვეთა სტალინმა ანგლო-ამერიკელების ბატონობა ევროპაში
ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 22.12, 2022 წელი

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი უძლიერესი მმართველი და რეფორმატორი იყო, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა რუსეთი. შექმნა და გააძლიერა საბჭოთა კავშირი და დაამარცხა ჰიტლერი და ფაშიზმი. და, რაც არ უნდა წერონ და ილაპარაკონ ანტისტალინისტებმა, რომ თითქოს ეს ადამიანი სისხლისმსმელი დიქტატორი იყო, სიმართლე ისტორიის ფურცლებზე წერია და მას მხოლოდ სწორი ინტერპრეტაცია სჭირდება.
ვიაჩესლავ მოლოტოვი: „უკვე დაწყებული იყო „ცივი ომი“, როდესაც დასავლეთის პრესაში პირველად დაწერეს სტალინზე – „სისხლისმსმელი დიქტატორიაო“. დიდი ანალიზი არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ ჩვენი გუშინდელი მოკავშირეები და დღევანდელი მტრები ფართომასშტაბიან ანტისაბჭოთა კამპანიას იწყებდნენ. ამის წარმატებულად განხორციელებისთვის კი, პირველ რიგში, სტალინის კომპრომეტაცია იყო საჭირო და „სისხლისმსმელი დიქტატორიც“ სწორედ ამიტომ უწოდეს. სტალინს ორიგინალში (ინგლისურ ენაზე) ჰქონდა წაკითხული ეს პუბლიკაცია და როდესაც მასთან მივედი, ირონიულად გაეცინა და მითხრა:
– სწორს წერენ ჩვენი „მეგობრები“. დიახ, მე სისხლისმსმელი ვარ და ვიქნები მუდამ, ოღონდ, ჩვენი მტრების მიმართ და მათ ეს გამორჩათო.
მეორე დღეს კი „პრავდაში“ დაიბეჭდა სტალინის ვრცელი ინტერვიუ (შემდეგ კი ეს ინტერვიუ საბჭოეთს ყველა ჟურნალ-გაზეთმა გადაბეჭდა), სადაც სტალინი ადასტურებდა, რომ ის სისხლისმსმელი იყო და მტრების სისხლის სმას გააგრძელებდა. იქვე სტალინი დასძენდა – ჰიტლერისა და ფაშისტების სისხლს ერთად ვსვამდით და ჩვენმა გუშინდელმა მოკავშირეებმა რატომ დაივიწყეს ეს და მე რატომ მარქმევენ ამ სახელს, თანაც უკუღმაო. სტალინს არასდროს უჭირდა პასუხების გაცემა და არც ლაპარაკში ეშლებოდა რამე., ყველასთან აბსოლუტურად სწორ აქცენტებს სვამდა და ამიტომაც იყო ყოველთვის გამარჯვებული როგორც შიდა, ასევე გარე დაპირისპირებებსა და ომში.“
იოსებ სტალინის მთელი ბიოგრაფია, მისი ცხოვრება დაპირისპირებების ისტორიაა და ბავშვობიდან მოყოლებული – სიცოცხლის ბოლომდე, სტალინი ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ავიღოთ მეორე მსოფლიო ომი – მავანნი იტყვიან, რომ ამ ომში ხალხმა გაიმარჯვა და სტალინი მხოლოდ მმართველი იყოო. აბსოლუტური სიმართლეა, მაგრამ ძაღლის თავიც სწორედ იქაა დამარხული, რომ მმართველის, ანუ სტალინის, უდიდესი ძალისხმევით გაიმარჯვა ხალხმა ამ ომში და რომ არა სტალინი და მისი ნება, საბჭოეთი გამარჯვებას, ალბათ, ვერ ეღირსებოდა. რუსეთი კი მიწასთან გასწორდებოდა და გაცამტვერდებოდა.
გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი: „მეორე მსოფლიო ომში გასამარჯვებლად უდიდესი ადამიანური რესურსი დაიხარჯა. რა თქმა უნდა, ხალხის როლი ამ გამარჯვებაში პრიორიტეტულია. მაგრამ მოდი, ამ გამარჯვებაში ნურც სტალინის „მოკრძალებულ“ როლს დავივიწყებთ. ახლა კი სერიოზულ ტალღაზე გადავიდეთ – რომ არა სტალინი, მისი პოლიტიკური გენია და ურყევი ნებისყოფა, მხოლოდ 20 მილიონი ადამიანი კი არ დაგვეღუპებოდა, არამედ, მინიმუმ, 120 მილიონი. დანარჩენებს კი მონობაში გასძვრებოდათ სული, როგორც ამაზე ჰიტლერი წერდა „მაინ კამპფში“. ეს – ერთი. და მეორე – რომ არა სტალინის მკაცრი მმართველობა, ამ ომს ვერც, ეგრეთ წოდებული, „გამარჯვების მარშალი“ ჟუკოვი უშველიდა და ვერც „წითელი არმია“. ხშირ შემთხვევაში, ჟუკოვის არასწორ გადაწყვეტილებებს სწორედ სტალინი ცვლიდა. მათ სწორ კალაპოტში აქცევდა და საქმე გამარჯვებამდე მიდიოდა. ასე რომ, ჩემი ღრმა რწმენით, სტალინის როლი ამ გამარჯვებაში გადამწყვეტი იყო. ხაზგასასმელია ისიც, რომ გარდა სტრატეგიულ-ტაქტიკური დირექტივებისა, სტალინი პირადად ჩაუდგა სათავეში სამხედრო-პატრიოტულ, პროპაგანდისტულ საქმიანობას, რამაც ასევე, დიდი როლი შეასრულა საბჭოთა ადამიანების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაში. სტალინი პირადად იძლეოდა დეტალურ მითითებებს ამა თუ იმ საკითხებზე და სწორ გეზსაც იღებდა. სტალინის ბრძანებით, „წითელ არმიაში“ აღდგა მეფისდროინდელი სამხედრო წოდებები და ფაქტობრივად, ფორმაც (სამხრეებით) ამ ნაბიჯმა საბჭოთა ხელისუფლებაზე განაწყენებულებსაც მოულბო გული და განხორციელდა ხალხის გაერთიანება. სტალინისვე მითითებით, თუკი მანამდე რელიგიური ატრიბუტიკის (ჯვარი, ფსკვნილი, სხვა რელიგიებში – შესაბამისი ატრიბუტიკა) ფლობა-ტარება მკაცრად ისჯებოდა, ყველაფერი ნებადართული გახდა და ამ კუთხითაც გაერთიანდა ხალხი და უფრო მედგრად შეებრძოლა მტერს. ჰიტლერი თავის მემუარებში წერდა: „არაფრით არ მეგონა, თუკი სტალინი შეძლებდა იმას, რომ ერთ სანგარში ერთმანეთის გვერდით იბრძოლებდნენ ქრისტიანი, მუსლიმი და იუდეველი“. სტალინმა ყველაფერი ეს შეძლო და ამის მერე ის კვლავ „სისხლისმსმელია“? სისხლის სმა მერე გენახათ, სტალინს რომ სისუსტე გამოეჩინა და ჰიტლერს გაემარჯვა.“
სტალინის ბიოგრაფი, გენერალი ვოლკოგონოვი აბსოლუტურად სწორ ანალიზს აკეთებს, სწორად სვამს აქცენტებს და ეს კი ნამდვილად აცამტვერებს ანტისტალინისტთა ტენდენციურ „მტკიცებას“ იმის შესახებ, რომ საბჭოთა ბელადის გარეშე ბევრად ნაკლები დანარკარგით მოისპობოდა ფაშიზმიო. ტყუილია – უსტალინოდ ქვეყანას ჰიტლერს ჩააბარებდნენ და ის კი, როგორც აქ აღინიშნა, ნახევარს გაწყვეტდა, მეორე ნახევარს კი მონობაში ამოხდიდა სულს.
ვიაჩესლავ მოლოტოვი: „სხვათა შორის, როდესაც პოტსდამის კონფერენციიდან მოსკოვში ვბრუნდებოდით, სტალინმა მითხრა:
– აი, ნახე, თუ ცოტა ხანში ანგლოამერიკელებმა მიწასთან გასწორება არ დაგვიწყონ იმისთვის, რომ ომი მოვიგეთ და მათ საშუალება არ მივეცით ევროპაში ებატონათ და ფაშისტური არმიები ჩვენკენ შემოებრუნებინათო.
და მართლაც, ანგლოამერიკელებმა ცხელი ომი ვერ გაბედეს და „ცივი ომით“ ცდილობდნენ ჩვენს დამარცხებას.
რუბრიკებში – „ბელადები“ და „უახლესი ისტორია“ – გამოყენებულია ამონარიდები ინტერნეტსაიტებიდან, სოციალური ქსელებიდან, პუბლიკაციებიდან და სხვადასხვა ლიტერატურული გამოცემიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან